x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134579
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
აირჩიეთ თქვენი თმის სიგრძე და ნახეთ რას ყვება ის პიროვნულ თვისებებზე
ქალების უმეტესობას უყვარს ექსპერიმენტები საკუთარ თმაზე- ზოგი ფერს იცვლის გამუდმებით, ზოგი ვარცხნილობას. ქალის თმის ფერი, სტილი და სიგრძე სწორედ რომ მის ბუნებას განაპირობებს, თუმცა აქ ძირითადად საუბარია ისეთ ქალებზე, რომლებიც გამუდმებით ატარებენ ერთსა და იმავე ვარცხნილობას. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი თმის სიგრძე, წაიკითხეთ ახსნა იმის მიხედვით, თუ როგორი სიგრძის თმას ატარებთ.



image



აირჩიეთ თქვენი თმის სიგრძე და ნახეთ რას ყვება ის პიროვნულ თვისებებზე



1. ძალიან მოკლე ვარცხნილობა - თქვენი ვარცხნილობა მკაცრი და ნაკლებად სენტიმენტალურია. სწორედ ასევე შეიძლება ითქვას თვენზეც. არ ხართ მეწვრილმანე და ყოველთვის პირდაპირ, პირში ამბობთ თქვენს სათქმელს. თქვენი მკვეთრი გონება და უნარი გაძლევთ საშუალებას სწორედ იმ გადამწყვეტ ერთ წამში მიიღოთ სწორი არჩევანი. ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი შეგიძლიათ შეინარჩუნოთ საღი აზრი.image




2. საშუალო სიგრძის თმა - თქვენ ძალიან ნაზი, რბილი და მზრუნველი ბუნების ადამიანი ხართ. შეგწევთ უნარი ყველას და ყველაფერს თანაგრძნობა გამოუხატოთ: მაწანწალას, კატას, ადამიანს, მეგობრებს და ა.შ. ხალხს აქვს შექმნილი წარმოდგენა, რომ სინათლის წყარო ხართ. ხშირად სარგებლობენ თქვენი სიკეთით ბოროტად, ამიტომ არ გაწყენთ თუ ცოტა სიმკაცრესაც გამოიჩენთ, რადგან "თავს არ გავიდნენ" გარშემომყოფნი.image





3. თმა მხრებამდე ან ცოტა ქვემოთ - თუ თქვენი თმა არც მოკლეა, მაგრამ გრძელსაც ვერ დაარქმევთ, მიუთითებს თქვენს მრავალმხრივ პიროვნებაზე- ზოგჯერ მორიდებული და წყნარი ხართ, ზოგჯერ კი ჰიპერაქტიური; ზოგჯერ ურთიერთობები გწყურიათ და იხმობთ მეგობრებს, ზოგჯერ კი გსურთ სახლში ჩაიკეტოთ. სწორედ თქვენი ეს მრავალხმრივი ბუნებაა ადამიანებს რომ იზიდავს.image




4. გრძელი თმა - ასეთი ადამიანები, პრაქტიკულად "კუდიანები არიან". კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და აზროვნებენ ბრძნულად. არიან ხელმძღვანელები და წარმატებულები. ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ მის აზრს, ის არასოდეს მოგატყუებთ და სათქმელსაც ყოველთვის პირში გეტყვით. image



0
19
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0