x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
უტაქტო და არაკორექტული კითხვები, რომლებსაც უბრალო ნაცნობები ხშირად გვისვამენ ხოლმე

ცხოვრება ახლა თითქოს ასე გამოიყურება: „გთხოვთ, წინასწარ დაგეგმეთ თქვენი არსებობა დაახლოებით 70 წლით და შემდეგ გაგვიზიარეთ, დაგელოდებით." გარშემომყოფებს ნამდვილად სურთ იცოდნენ, თუ როგორია თქვენი ცხოვრებისეული გეგმები, რა ხდება ახალი თქვენს ცხოვრებაში და სულ არ აინტერესებთ მათი კითხვები კორექტული იქნება თუ არა, ან საერთოდ ეხებათ თუ არა მათ ეს ინფორმაცია:image


1. ვინმეს ხვდები?

კარგი საშუალებაა სხვებისთვის გაარკვიონ თქვენი კომუნიკაციის უნარი საპირისპირო სქესთან. კითხვა ყოველწლიურად უფრო აქტუალური გახდება.

2. მთელი ცხოვრება აქ აპირებ ცხოვრებას?

ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. მათ, რა თქმა უნდა, უხარიათ, რომ "ბუდიდან" არ გიშვებენ, მაგრამ დროდადრო მოისმენთ ლექციებს იმის შესახებ, რომ თქვენს გზას უნდა დაადგეთ.


3. ხელფასი რამდენი გაქვს?

ასეთი კითხვა მისაღებია მხოლოდ მეგობრების ძალიან ახლო წრისთვის. სხვებს ამ კითხვაზე შეგიძლიათ უპასუხოთ რომ ცხოვრებისთვის გყოფნით.


4. რა ხდება სამსახურში?

ძნელია მოკლედ თქვათ ყველაფერი, რაც ხდება, მით უმეტეს კი სამსახურზე ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს პროფესიასთან შეხება საერთოდ არ აქვთ.

5. ბავშვების ყოლას აპირებთ?/ როდის გეგმავთ?

ამ კითხვას ვერანაირად აარიდებთ თავს. დაოჯახების შემდეგ ყოველი შემხვედრი ამით დაინტერესდება ხოლო თუ კითხვას თავს აარიდებთ ან თემას შეცვლით, უფრო მეტ ეჭვებს გამოიწვევთ და განხილვის თემა გახდებით.

6. ცხოვრებით კმაყოფილი ხართ?

საკმაოდ ფილოსოფიური კითხვაა, რაზე საუბარიც საათობით შეიძლება ახლო მეგობრებთან, მაგრამ ქუჩაში შემხვედრ ნაცნობებთან?

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0