x
image
ბუბუ007
თავზეხელაღებული მხტომელი

skydiver-ი, რომელსაც ყოველწლიურად ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრალიური კომპანია "რედ ბული" ატარებს და რომლის მთავარ პერსონაჟად "უშიშარი ფელიქსი" იქცა, მრავალი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

ფელიქს ბაუმგარტნერი აპირებს გადმოხტეს 36კმ სიმაღლიდან და ამით გაუმჯობესოს მისივე მსოფლიო რეკორდი (31.5კმ) ამასთან ამ ნახტომის მთავარი მიზანია მისი ვარდნის სიჩქარე გაუტოლდეს ბგერის გავრცელების სიჩქარეს (340.29 მ/წმ.) ზღვარს ზემოთ.ამით ბაუნგარტნერი რამოდენიმე რეკორდს მოხსნის. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი პილოტირებადი ფრენა საჰაერო ბურთით, ყველაზე მაღალი ნახტომი პარაშუტით, ასევე ყველაზე მაღალსიჩქარიანი და გრძელი თავისუფალი ვარდნა.

ფელიქს ბაუმგარტნერს სახელი მსგავსი თავზეხელაღებული ნახტომებით აქვს სახელი განთქმული. ერთ-ერთი მათგანის დროს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ფრთებით ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა. გარდა ამისა, არაერთი სარეკორდო ნახტომი აქვს შესრულებული, ის მსოფლიოს ყოფილი უმაღლესი ცათამბრჯენიდან კუალა ლუმპურის (მალაიზია), "პეტრონას ტაუერიდან" და ტაიპეის (ტაივანი), "ტაიპეი 101-დან" არის გადმომხტარი.

imageimageimage
image



3
77
2-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
77
  
2012, 10 ოქტომბერი, 0:54
მართალი ყოფილა::DD:D
2012, 10 ოქტომბერი, 0:53
რედბული აფრითიაანეებს
0 1 3