x
image
თეონა გორდეზიანი
რას საქმინობდა პირველი პილოტი ქალი ამელია ერჰარტი და რისთვის იღწვოდა აქტიურად?

image


ამელია ერჰარტი პირველი პილოტი ქალია, რომელმაც სრულიად მარტო იფრინა 1932 წელს. ამელია მშვენიერი მწერალიც იყო. მისი სათავგადასავლო ჟანრის წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკაში.


ამელია აქტიურად იღწვოდა იმისთვის, რომ ქალის როლი გაზრდილიყო როგორც პოლიტიკაში, ისე მეცნიერებაში. ამერიკის მაშინდელი პირველი ლედი ელეანორ რუზველტი იმდენად მოიხიბლა ამელიას პიროვნებით, რომ ფრენის შემსწავლელ კურსებზეც კი დაიწყო სიარული.


1937 წელს ამელიამ უკანასკნელი რეისი განახორციელა, ახალგაზრდა ქალი და შტურმანი ფრედ ნუნანი წყნარი ოკეანის თავზე ისე გაუჩინარდნენ, რომ მათ კვალსაც ვერ მიაგნეს. ამელია ერჰარტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკაში დღემდე უამრავი მითი და ლეგენდა დადის.









0
45
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0