x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
პილატუსბანი – ყველაზე ციცაბო რკინიგზა მსოფლიოში
პილატუსბანი მსოფლიოში ყველაზე ციცაბო რკინიგზად ითვლება. მატარებელი მთელ მარშრუტს ქალაქ ალპნახიდან პილატუსის მწვერვალამდე ნახევარ საათში გადის, გზად ჩერდება. ყველაზე საშიში მონაკვეთია ბოლოში, როდესაც მატარებელი გვირაბებში შედის, ხოლო შეშფოთებული ტურისტები სავარძლებს ეჭიდებიან.



სწორედ აქ იწყება ნამდვილი შვეიცარიული ექსტრემი.



image

image




პილატუსი – მთა შვეიცარიის ალპებში, ერთ–ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი. მთის მწვერვალზე მოხვედრა შეგიძლიათ სამი გზით: დაკბილული რკინიგზით (ალპნახიდან), საბაგიროთი (კრიენსიდან) ან ფეხით. ნებისმიერი მეთოდით ასვლა დაგიტოვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, მთავარია, ამინდში არ შეცდეთ. აქ, კი ამინდი ცვალებადია. წვიმას გაუფრთხილებლად ცვლის მზიანი ამინდი და პირიქით. ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ასე ხდება.



image



პილატუსბანი ძველი რკინიგზაა, რომელიც 1889 წელს გაიხსნა, ხოლო 1937 წელს ელექტრიფიცირებული იყო.



image



რკინიგზის მშენებლობა განხორციელდა ინჟინრის, ედუარდ ლოხერის პროექტის მიხედვით. საინტერესოა, რომ მან წარმოადგინა პროექტი ორი ჰორიზონტალურად მოძრავი დაკბილული ბორბლით, უცნაური უწოდეს. დღეს სისტემა Locher ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმია რკინიგზაზე.



image



ცნობისთვის: დაკბილული რკინიგზა რელსიანი ტრანსპორტის სახე, რომლის ვაგონები აღჭურვილია ერთი ან მეტი დაკბილული ბორბლით. ისინი მოძრაობისას ირთვება. ჩვეულებრივ რელსებს შორის არის დაკბილული რელსი, რომელსაც ეჭიდება ვაგონების დაკბილული ბორბლები. ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს რელსებზე უკეთ მოჭიდებას, 16%–მდე ან მეტად მშრალ პირობებში და 14%–მდე სველ პირობებში.



image



დღეს მსოფლიოში 150–ზე მეტი დაკბილული რკინიგზაა. მუდმივად გამოიყენება (ზამთარში და ზაფხულში) – დაახლოებით 60 გზა. ყველა მოქმედი გზების 50% შვეიცარიაშია.



image



ამ ქვეყანას აქვს ასეთი გზების მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება, საკუთარი წარმოების ყველაზე თანამედროვე მოძრავი შემადგენლობა და ყველაზე ციცაბო გზები (28% და 48% დახრილობა). გარდა ამისა, შვეიცარიის გზები ძირითადად მომგებიანი და ეკონომიურია.



image



ავსტრიას, გერმანიას, უნგრეთს და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებს (ბრაზილია, ვენესუელა, ჩილე) ასევე შეუძლიათ დაიკვეხნონ დაკბილული გზებით.



image



ასეთი გზები გამოიყენება, როგორც ტურისტული მარშრუტი მთიან რაიონებში გადასაადგილებლად, ასევე როგორ სამოქალაქო სამგზავრო ტრანსპორტი (მაგალითად, ბუდაპეშტში, ციურიხში, შტუტგარტში).



image



პილატუსბანის მარშრუტზე გადის 10 ვაგონი, თითოეული 40 კაციანი ტევადობით. გზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა საათში 340 ადამიანია. მოძრაობის საშუალო სიჩქარე 9-12 კმ/სთ.



image



ვაგონების შიდა ნაწილი სუფთაა, ინტერიერი გასული საუკუნის 50-იანი წლების სტილშია. თვალშისაცემია მექანიკური ფანჯრის ამწევი და წარწერა „ხელი არ გაყოთ ფანჯრიდან“. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გზის ზოგიერთ მონაკვეთში, ფანჯრიდან ხელის გაწევისას მთის ყვავილები შეგიძლიათ მოკრიფოთ ან კლდეს შეეხოთ.



image

image

image

image



ვაგონში უნდა იჯდეთ პილატუსის მწვერვალისკენ პირით. მარცხენა მხარეს არის მთების, კლდეების, მდელოების, ტყეების პეიზაჟები, ხოლო მარჯვენა მხარეს – ტბის და დასახლებული უბნების საოცარი ხედები.



image



გარშემო ისმის ძროხების ზარების რეკვა. მათ, ვისაც აინტერესებს მატარებლის ტარების პროცესი, შეუძლია დაჯდეს პირველ ვაგონში და მძღოლის მუშაობას დააკვირდეს.



image



30 წუთი წამებში გადის. მატარებელი მოკლე გაჩერებებს აკეთებს.



image



ერთ–ერთია სადგური Amsigen. რამდენიმე წუთით ჩერდება. აქ შეგიძლიათ ფერმერებისგან ყველი შეიძინოთ. სახლში შეგიძლიათ შეხვიდეთ და ყველი დააგემოვნოთ. თუმცა მატარებელი დეგუსტატორებს არ ელოდება, მოუწევთ მორიგი მატარებლის მოსვლას დაელოდონ.



image



მარშრუტის ბოლო მონაკვეთი ყველაზე ამაღელვებელია - კლდეებში გამოჭრილი გვირაბების გავლა, ეს არის იგივე დახრილობა 48%.



image



თავში იბადება კითხვა: „რამდენ ხანს ვიფრენთ, თუ მუხრუჭი გაფუჭდება?“ ხუმრობა! სხვა რამეზე იფიქრებთ, არ დაგივარდეთ ფოტოკამერა და არ დაიზიანოთ კისერი მორიგ გვირაბში შესვლისას. მატარებლით მოგზაურობის ერთადერთი მინუსი, რომელსაც ყურადღება შეგიძლიათ არ მიაქციოთ, დაკბილული ბორბლების ხმაურია.



image



მწვერვალზე რა არ არის – სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუვენირების მაღაზიები გარე და შიდა დასათვალიერებელი მოედნები და 5 საფეხმავლო ბილიკი 60 მეტრამდე სიმაღლის სხვაობით.



image



რა გააკეთოთ? მატარებლით მოგზაურობისას ფანჯრიდან პეიზაჟები დაათვალიერეთ და ფოტოები გადაიღეთ.

როგორ მივიდეთ? ალპნახი მდებარეობს პილატუსის მთის ძირში. იქ მოხვედრა შესაძლებელია მატარებლით ლუცერნიდან (დაახლოებით 30 წუთი) ან ბორნით მისადგომი #2 (1 საათი).

აღჭურვილობა: ფანჯრიდან ხელის გაწევის და ალპური ყვავილების დაკრეფის დიდი ცდუნების მიუხედავად, ამის გაკეთება არ შეიძლება.



image



ინფრასტრუქტურა: მატარებელი შედგება 10 ვაგონისგან.

როგორ გააუმჯობესოთ თქვენი შთაბეჭდილებები: ჩამოდით ერთ-ერთ შუალედურ გაჩერებაზე და იყიდეთ ყველი ადგილობრივი ფერმერებისგან. მართალია, მაშინ მოგიწევთ გვიანობამდე დარჩენა და შემდეგი მატარებლით გამგზავრება.

შესვლის საფასური: 68 შვეიცარიული ფრანკი.



image



სამუშაო საათები: 8:10-დან 17:50-მდე. უკან დაბრუნების ბოლო მატარებელი 18:45 საათზე გადის.

სად გავატაროთ ღამე: ქალაქ ლუცერნში ან სასტუმროში პილატუსის მთაზე.

რა უნდა ჩამოიტანოთ სუვენირად: ყველი ადგილობრივი ფერმერებისგან, უამრავი ფოტო და შთაბეჭდილებები.



image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვინ არის ყველაზე გულადი? – ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი მსოფლიოში

2. ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში?

3. თავბრუდამხვევი ექსპერიმენტი: თვითმფრინავი გამჭვირვალე იატაკით

4. 20 ულამაზესი ხიდი, რომლებიც თითქოს ზღაპრების წიგნში იპოვეს

5. ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია

6. საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე

7. 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

8. სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს

9. ეს არ არის ამერიკული მთები, არამედ გიჟური ხიდი იაპონიაში

10. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
394
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
394