x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანეკდოტები რელიგიურ თემაზე

image

*** გზის პირას დგას ორი იეჰოვას მოწმე ტრანსფარანტით:" მობრუნდი უკან სანამ გვიან არაა, ღმერთი გიშველის", გზად მიმავალი სატვირთოდან თავი გადმოყო მძღოლმა "წადი თქვენი სექტანტი დედაც..." მიაძახა და გაზს მოუმატა..რამდენიმე წამში მკვეთრი მუხრუჭის და მტვრევა ბრაგვანის ხმა გაისმა..ერთმა იეჰოველმა მეორეს გადაულაპარაკა:-ისე უნდა მოკლედ დაგვეწერა, "ხიდი დანგრეულია".

image

***კაცი მოკვდება და ღმერთის სამჯავროზე გაჰყავთ, სად გაუშვან სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში.ღმერთი ეკითხება აბა მითხარი ხორციელი ცხოვრების დროს რა სიკეთე გაგიკეთებიაო.მამაკაცმა უპასუხა: მათხოვარს 10 თეთრი მივეციო.

-კიდეო?-ეკითხება ღმერთი.....დაფიქრდა მამაკაცი, ჰო გამახსენდა კიდევ 10 თეთრი მაქვს მიცემული მათხოვარისთვისო....კიდე? -ეკითხება ღმერთი....."სულ ესაა, სხვა ვერაფერს ვიხსენებო"-უპასუხა მამაკაცმა.

ღმერთმა ასისტენტს გადაულაპარაკა:"თუ ძმა ხარ ერთი დაუბრუნე ამას 20 თეთრი და ჯოჯოხეთში გაუშვი".

image

*** საიქიოში სამჯავროზე ანგელოზებთან ერთად მიქელ-გაბრიელი სუფრას უზის და განსჯის ადამიანების სამოთხე-ჯოჯოხეთში განაწილების საკითხს.უცებ კარი გაიღება, შემოვარდება ვიღაც ტიპი, დაავლებს ერთ ჭიქა ღვინოს ხელს გადაჰკრავს და უკან გავარდება..გავა რამდენიმე წუთი, ეს ტიპი ისევ შემოვარდება ისევ ერთ ჭიქა ღვინოს ხელს დაავლებს გადაჰკრავს და გავარდება გარეთ ისევ და ასე რამდენჯერმე, ბოლოს შეწუხებულმა მიქელ-გაბრიელმა ანგელოზს გადაულაპარაკა:"ვინაა ეს კაცი ხელს მიშლის მუშაობაში"...ანგელოზმა ჩაულაპარაკა:"ეს კაცი რეამინაციაში წევს და ხან მოდის ხან მიდის".

image

***კაცი წყალში იხრჩობა, მოვა მაშველი ნავი მოდი ამოგიყვანოთო..კაცი კატეგორიულად უარს ეტყვის "მორწმუნე კაცი ვარ ღმერთი გადმარჩენსო"..მოვიდა მეორე მაშველი კატერიც..კაცმა იგივე უპასუხა "ღმერთი გადმარჩენსო"..მესამე ნავიც უარით გაისტუმრა....ბოლო-ბოლო დაიხრჩო.

მოხვდა საიქიოში და ღმერთი ნახა.მამაკაცმა უფალს საყვედურით მიმართა:"ღმერთო როგორ მწამდა შენი, მეგონა გადამარჩენდი და შენ კი რა მიქენიო."

ღმერთმა გაკვირვებით შეხედა, მერე სიაში ჩაიხედა და უპასუხა:"ააა, შენ ის ხარ სამჯერ ნავი რომ გამოგიგზავნე და სამჯერვე უარი თქვიო?!"

image

*** გარდაიცვალა მონაზონი მარგარიტა და შეცდომით ჯოჯოხეთში მოხვდა.აღშფოთებული ურეკავს წმინდა პეტრეს:"წმ. პეტრე მოხდა საშინელი შეცდომა, შეუძლებელია, რომ მე ჯოჯოხეთში გავეგზავნეთ".წმ. პეტრე დახმარებას დაპირდა, თუმცა ბევრი საქმეების გამო გადაავიწყდა მისი სამოთხეში გადაყვანა.

მეორე დღეს მონაზონი ისევ ურეკავს პეტრეს:"მიშველეთ გთხოვთ მომაშორეთ აქაურობას, ხვალე აქ დაგეგმილია საზიზღრობა-ორგია, დასწრება ყველასთვის სავალდებულოა".

პეტრე ისევ დაჰპირდა დახმარებას, თუმცა მაინც არაფერი იცვლება..მესამე დღეს მარგარიტა კვლავ ურეკავს პეტრეს:"მე ვარ ისევ მარგარიტა, ისე ძალიანაც ნუ გაირჯებით, აქაც კარგია."

image

***მამაო ღამით თავსხმა წვიმაში მოდის ორღობეში თან საშინლად ქუხს და ელავს..ამ დროს მოულოდნელად ვიღაც კაცი ჩაუხტება წინ, მუხლებზე დაეცემა, გადაიღეღავს გულმკერდს და შესძახებს "დამლოცე მამაო!!!"..შემკრთალი მამაო შეხედავს კაცს და ჩაიბუტბუტებს: "დამილოცნიხარ შენი გიჟი დედა მ..."

image

*** პასტორი ქადაგების დროს:" დაო ჩემნო მე გთხოვეთ რომ ჩვენი მოთხოვნილებები მინიმუმამდე დაგვეყვანა....მაგრამ მათში არ მიგულისხმია მინი-კაბები".

image

*** იეჰოვას მოწმე კარზე აკაკუნებს:"არ გინდათ თქვენს სახლში შემოუშვათ იესო?"

სახლის პატრონი:"იესო შემოვიდეს, დანარჩენებმა დაახვიეთ."

image

*** მღვდელი მხატვარს შენიშვნას აძლევს:"სად ნახეთ, რომ ანგელოზს ფეხსაცმელები აცვია?"

მხატვარი მღვდელს: "თქვენ სად ნახეთ, რომ ანგელოზს ფეხსაცმელები არ აცვია?"

image

*** ერთი მღვდელი მეორეს ელაპარაკება:"წარმოგიდგენია? გუშინ ეკლესიაში შემოვიდა ქალი, არც თავზე ჰქონდა მოხვეული მანდილი და თან სიგარეტს ეწოდა..აღშფოთებისგან კინაღამ ლუდის ქილა გამივარდა ხელიდან."

image

*** მომაკვდავ ქურდთან მღვდელი მივიდა:"-შვილო ჩემო, სიკვდილის წინ მოინანიე ყველა ცოდვები, რომ შენთვის სამოთხის კარი გაიღოს."

-რა? ქვეყანაზე არ არსებობს კარი, რომელიც მე არ გამიღია".

image

***

ქურდი აღსარებას აბარებს - მამაო, შენ რომ მანქანაში ოქროს ჯვარი გქონდა

მე მოგპარე; ეკლესიაში რომ დიდი ოქროს ჯვარი იდგა ისიც მე მოვიპარე,

კისერზე ოქროს ცეპი და ჯვარი მე მოგპარე. ვინანიებ მამო და პატიებას

ვითხოვ.

- მიპატიებია შვილო ჩემო - მიუგო და დაემშვიდობა მღვდელი.

- მოიცა მამაო, ასე უბრალოდ ჩავაბარე აღსარება? ჯვარს არ ვემთხვიო?

- რაც ჯვრები მქონდა შენ მომპარე და თუ გინდა აგერ მემთხვიე ეხლაო!

image

***გურული გარდაიცვალა და საიქიოში მოხვედრილმა სამოთხეში გამწესება მოითხოვა.

– კი, ბატონო, მარა, ჯერ საიქიოს განაწესი უნდა შეასრულოო.

დათანხმდა გურული. მოკლედ დააბარინეს, დაათოხნინეს, გააწმენდინეს, დაახეხინეს და დაარეცხინეს ყველაფერი… ბოლოს სიქაგაცლილს, სამოთხე განაღდებული რომ ეგონა, უთო მიაჩეჩეს.

– აი რაია? მე მოვკტი თუ გავთხოვდი?! – იკივლა გურულმა.

0
160
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0