x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია" - პროკურატურა "კაბუს" შესახებ განცხადებას ავრცელებს
image

საქართველოს პროკურატურამ ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის მსახიობსა და მომღერალს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" ბრალდება წარუდგინა:



"პროკურატურამ ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია. კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს."-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კაბუმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1, 28 გრამს.


თავად რეპერი ბრალს არ აღიარებს.



"ჯერ ბრალის წარდგენა არ მომხდარა, ბრალის წარდგენის ვადა იწურება დღეს და ველოდებით შეტყობინებას ბრალდების მხარისგან. რაც შეეხება ბატონი კახას პოზიციას, მასთან მხოლოდ ერთხელ ვიმყოფებოდი გუშინ ვიზიტად და ის აცხადებს, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ვინ არის ეს ქალბატონი, რა მოხდა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გაირკვევა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ", - ამბობს მომღერლის ადვოკატი.



შეგახსენებთ, კაბუ 2018 წელს საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, მა­შინ სპე­ცო­პე­რა­ცია ევ­რო­პის ორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ 4 ქარ­თვე­ლი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი".კაბუ იქვე ერთი წლის განმავლობასი იხდიდა სასჯელს.

0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0