x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
(ვიდეო) ქეით მიდლტონის ცეკვები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა
image
41 წლის უელსის პრინცესა 2011 წელს, პრინც უილიამზე დაქორწინებამდე სამეფო ღონისძიების ჩარჩოში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებზე მოგზაურობდა. ასეთი სამუშაო ხანდახან ცოტა გართობას მოითხოვს და კეიტ მიდლტონს არასოდეს უთქვამს უარი ცეკვაზე. ახლა მისი ყველა ნაბიჯი ერთ ვიდეოშია თავმოყრილი, რომელიც უკვე ვირუსულად გავრცელდა. ამის შესახებ People წერს.



ახალი ვიდეო გამოაქვეყნა ინსტაგრამის ანგარიშმა KateMiddleton_Turkey და გააზიარა The_Blazing_Royals-მა ტიკტოკზე. იქ თავმოყრილია პრინცესას საცეკვაო მოძრაობები რამდენიმე წლის განმავლობაში.



კლიპი მხიარულად იწყება იმით, რომ კეიტი 2022 წლის თებერვალში კოპენჰაგენში ვიზიტის დროს დანიის დედოფალ მარგრეტეს უახლოვდება. ქეითი ფრთხილად მიუახლოვდა დედოფალს უკეთესი ფოტოს გადასაღებად. მოგვიანებით ტიკტოკის მომხმარებლებმა მას "მოცეკვავე პრინცესა" შეარქვეს.



სხვა კლიპში ნაჩვენებია პრინცესა ქეითი, რომელიც ასრულებდა ტრადიციულ ცეკვას ადგილობრივ ქალებთან ერთად ტუვალუში, პრინც უილიამთან ერთად ტურნეში დედოფალ ელიზაბეთის ბრილიანტის იუბილეზე 2012 წელს.



კლიპში ასევე წარმოდგენილია ქეით მიდლტონი, რომელიც ცეკვავს დათუნია პადინგტონთან ერთად, ასევე, მხიარული ცეკვა დედოფალ ელიზაბეთის პლატინის იუბილის საპატივცემულოდ გამართულ დღესასწაულზე 2022 წლის მარტში. იქ უილიამმა და ქეითმა აჩვენეს თავიანთი სვლები ბელიზში გარიფუნას ტრადიციულ ფესტივალზე.


image

რა თქმა უნდა, წყვილი ბავშვებთან ერთად ცეკვავს. წლების განმავლობაში უილიამმა და ქეითმა არაერთხელ აღნიშნეს მათი ერთადერთი ქალიშვილის ცეკვის სიყვარულისწ შესახებ.



უელსის პრინცისა და პრინცესას შვილებმა შესაძლოა მემკვიდრეობით მიიღეს ცეკვის სიყვარული მათი გარდაცვლილი ბებიისგან, პრინცესა დიანისგან.


image


”დედაჩემი ყოველთვის ცეკვავდა, მას უყვარდა ცეკვა.” - იხსენებს პრინცი უილიამი.


0
280
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0