x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კონტეინერში მცხოვრები მოხუცი, რომელსაც ტელევიზორიც კი არ ჰქონდა, მულტიმილიონერი გამოდგა
image


ამერიკელი მოხუცი, რომელიც ტრაილერის კონტეინერში ცხოვრობდა ინტერნეტისა და ტელევიზორის გარეშე, აღმოჩნდა, რომ მილიონერი იყო. ამის შესახებ New York Post (NYP) იუწყება.


82 წლის ჯეფრი ჰოლტმა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ჰინსდეილში, ნიუ-ჰემფშირი, პატარა ქალაქში, სადაც დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ის ცხოვრობდა ბორბლებიან კონტეინერში, არ ჰქონდა ტელევიზორი, არც ინტერნეტი და შესაბამისად არც მანქანა ჰყავდა. დასახლებაში ჰოლტი გაზონის სათიბი მანქანით დახრიგინობდა.

image


ამა წლის ივნისში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცმა უთხრა თავის საუკეთესო მეგობარს ედვინ სმიტს, რომ მან რამდენიმე წარმატებული ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგადაც დაუგროვდა 3, 8 მილიონი დოლარი. ჰოლტმა ჰკითხა, რა გაეკეთებინა ამ ფულით, რადგან შვილები არ ჰყავდა და ცოლსაც დიდი ხნის დაშორებული იყო. სმიტმა ურჩია მეგობარს "ეფიქრა საზოგადოებაზე".


შედეგად, ჰოლტმა ფული დასახლებას უანდერძა, რამაც მისი მეზობლები გააოცა. ”მე რაღაცნაირად შოკირებული დავრჩი როდესაც გავიგე, რომ მთელი ფული ჩვენს ქალაქს მოხმარდება”, - თქვა სმიტმა.


პატარა ქალაქის, ჰონსდეილის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ჰოლტს უყვარდა გაზონების კრეჭვა და ხშირად ეხმარებოდა მეზობლებს სიმბოლურ ფასად. ამასთან, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოხუცს დიდი ქონება ჰქონდა.


მოგვიანებით, მისმა დამ ელისონმა, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს, თქვა, რომ მამამ მათ ასწავლა ფულის ყაირათანად მოხმარება. ქალმა ასევე დასძინა, რომ ჰოლტს ბავშვობაში დისლექსიის გამო უჭირდა სწავლა, მაგრამ "გარკვეულ სფეროებში ძალიან ჭკვიანი იყო".

image

ფოტოზე: ჯეფრი ჰოლტი ახალგაზრდობაში


მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ჰოლტი დაინტერესებული იყო ისტორიით და აგროვებდა კლასიკური მუსიკის ჩანაწერებს. ელისონმა ასევე განაცხადა, რომ ძმას არასოდეს უსაუბრია მასთან ფულზე, მაგრამ ხშირად ეკითხებოდა, სჭირდებოდა თუ არა დახმარება.

image

ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოულოდნელი თანხები ადგილობრივი ორგანიზაციების გრანტებზე დაიხარჯოს და მათთვის სპეციალური კონკურსი გამოაცხადა.

0
309
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0