x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც პუშკინის იშვიათი წიგნები მოიპარეს
image

საფრანგეთში, ბიბლიოთეკებიდან პუშკინის წიგნების ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Le Journal du Dimanch იტყობინება.




გამომძიებლების თქმით, საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი 24 და 26 წლის და მამაკაცი 44 წლის) არიან კრიმინალური ქსელის წევრები რომლებიც მთელ ევროპაში სპეციალიზირებული არიან რუსული კლასიკური ლიტერატურის იშვიათი გამოცემების ქურდობაზე.



ბანდამ პირველი წიგნები ამა წლის ივლისში მოიპარა ლიონის Ecole Normale Supérieure (ENS) ბიბლიოთეკიდან . მაშინ ბიბლიოთეკარებმა აღმოაჩინეს, რომ მკითხველების მიერ დაბრუნებული ტომები შეცვლილი იყო ყალბი წიგნებით.




10 ოქტომბრის ღამით, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში (Inalc) შესვლისთვის(ქვემოთ ფოტოზე) ქურდებმა გამოიყენეს ძალაყინი და იქიდან ათი წიგნი წაიღეს. სწორედ ეს ეპიზოდი დაეხმარა სამართალდამცავებს კრიმინალების კვალზე გასვლაში, რადგან 9 ოქტომბერს ორმა კაცმა ითხოვა პუშკინის პირველი გამოცემების დათვალიერება, რომელიც შემდგომში გაქრა.

image

ეჭვმიტანილები საფრანგეთის პოლიციის კულტურული ფასეულობების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა 20 ნოემბერს დააკავეს. კიდევ ერთი სავარაუდო თანამზრახველი, რომელიც აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ნახეს, 8 ნოემბერს ბელგიაში დააკავეს.


ის დააკავეს ლიტვის ხელისუფლების მოთხოვნით, რადგან ეჭვობენ, რომ მან ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ნიკოლოზ გოგოლის, მიხეილ ლერმონტოვისა და ალექსანდრე პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარა.


გამომძიებლების თქმით, მოპარული წიგნების საერთო ღირებულება დაახლოებით 440 ათასი ევროა.ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციას განუცხადა, რომ ბანდა ანონიმური მომხმარებლის შეკვეთის შემდეგ პუშკინის წიგნებზე ნადირობდა.

1
259
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
2023, 25 ნოემბერი, 17:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1