x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერის სიცოცხლის უცნობი დასასრული, კანიბალების მსხვერპლი თუ ზვიგენების მსხვერპლი?
image
1961 წელს როკფელერების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი, მეცნიერი მაიკლ როკფელერი უგზოუკვლოდ დაიკარგა სამეცნიერო ექსპედიციის დროს, ჰოლანდიის ახალ გვინეაში.


არის ჰოპოთეზა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ასმატების ტომის ხალხმა ის შეიპყრო, თავი მოაჭრა და მეცნიერი შეჭამა.


ასმატების ტომი კანიბალიზმით იყო დაკავებული და არც როკფელერის "შესანსვლაზე" იტყოდნენ უარს.

1970-წლამდე ასმატებს არ ჰქონდათ რეგულარული კონტაქტი ცივილურ სამყაროსთან. მხოლოდ მისიონერების ვიზიტის შემდეგ გაეცნენ ისინი ნაჯახს, დანას და სხვა მეტალის იარაღებს.



მაიკლ როკფელერი, რომელიც პირველი ამერიკელი მილიარდელის ჯონ როკფელერის შვილთაშვილი იყო, დაიბადა 1938 წელს ამერიკელი ბანკირის ნელსონ ოლდრიჩ როკფელერის ოჯახში.

საინტერესოა, რომ მაიკლს როკფელერს გამცილებლები არ ურჩევდნენ ასმატების ტომის მონახულებას, რადგან ასმატები თვლიდნენ, რომ მათ მიერ მოკლული და შეჭმული ადამიანის სული გადადიოდა მკვლელის სხეულში. მიუხედავად ამისა როკფელერი მაინც ჩავიდა ასმატებთან, მაიკლი ეცნობოდა კანიბალი ტომის კულტურას და ცხოვრების წესს.


ასმატების ტომის შამანთან შეხვედრისას მაიკლს შამანმა უთხრა, რომ მის სახეზე "სიკვდილის ნიღაბს" ხედავდა.

შამანმა ასევე უთხრა, რომ თეთრი ადამიანის შეჭმა აუმჯობესებდა ასმატის ტომის წარმომადგენლის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.


დღემდე არაა დადგენილი, თუ რა შეემთხვა მაიკლს როკფელერს. არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთერთი ვერსიით ის ასმატების ტომმა შეჭამა, თუმცა ეს ვერსია კატეგორიულად უარყო ასმატების შამანმა, როცა მაიკლს როკფელერის ძებნა დაიწყო. მისი თქმით, მისმა ტომმა როკფელერი მიიღო, როგორც მეგობარი. თუმცა არც ის დაუმალავს, რომ როკფელერის სახეზე "სიკვდილის ნიღაბს" აშკარად ხედავდა და მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო.


მეორე, ყველაზე გავრცელებული ვერსიით როკფელერს კანოე გადაუბრუნდა და ის და მისი გამცილებლები ზვიგენების ლუკმა გახდნენ.


მიუხედავად როკფელერების ოჯახის უზარმაზარი მონდომების და მცდელობისა, მაიკლ როკფელერის კვალი დაიკარგა და მისი დაკარგვის რეალური მიზეზი დღემდე უცნობია.

image




0
191
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
191