x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უსახლკარო ქალმა პორნოკარიერა წამოიწყო და მილიონერი გახდა
image

ამერიკელმა ქალმა პორნოკარიერა სიღარიბის გამო დაიწყო და მილიონერი გახდა. მან თავისი ამბავი Daily Star-ს უამბო.



37 წლის იტალია ტორნაბენე(Italia Tornabene), რომელიც ბრიანა დაიმონდის ფსევდონიმით არის ცნობილი, 17 წლის ასაკში დედა გახდა, თუმცა მალევე მიატოვა ქმარი. ის ცხოვრობდა ლოს ანჯელესის ღარიბ რაიონებში და ერთხელაც საერთოდ უსახლკაროდ დარჩა და იძულებული გახდა შვილთან ერთად მანქანაში ეცხოვრა.


მიუხედავად იმისა, რომ ტორნაბენემ უმაღლესი განათლება მიიღო, სიღარიბეს ვერ დააღწია თავი. მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ყოფილი ქმრის ნათესავი სასამართლოს გზით ცდილობდა შვილის წართმევას. ამ პერიოდში ამერიკელი ქალი შემთხვევით შეხვდა მეგობარს, რომელიც სტრიპტიზ კლუბში ცეკვავდა და იქ წავიდა სამუშაოდ, რათა ადვოკატის გადასახდელი თანხა შეეგროვებინა.



მოგვიანებით ტორნაბენემ ნორმალური სამსახურის პოვნა სცადა და 10 წელიც კი გაატარა საჯარო სამსახურში. თუმცა, იქ ხელფასი მცირე იყო და ამერიკელმა კვლავ დაიწყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა სტრიპტიზ კლუბში. სამუშაოზე მან ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო და ცეკვა ვეღარ შეძლო.

image

მალე ქალმა ინტერნეტში იპოვა პლატფორმა, სადაც ავტორები აქვეყნებდნენ ეროტიკული ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს, სწორედ იქ გახსნა იტალია ტორნაბენემ აკაუნტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი უკვე იღებდა დღეში ათას დოლარს. დროთა განმავლობაში ტორნაბენმა შექმნა გვერდები ათეულობით მსგავს რესურსზე, გააფორმა კონტრაქტები სამოდელო სააგენტოსთან და ზრდასრული კონტენტის მწარმოებლებთან და გამოიმუშავა მილიონ დოლარზე მეტი.


image

„მე ვიყიდე ოქრო, მიწა, ხელოვნების ნიმუშები, აქციები და ჩავდე ინვესტიცია ჩემი ბრენდის პოპულარიზაციისთვის. მე ვქმნი მომავალს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, ხოლო პროცენტები გამუდმებით ილექება ჩემს ანგარიშზე“, - თქვა ტორნაბენემ.

მან ასევე თქვა, რომ სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში ყოფნის დროს, საუკეთესო არის არა თავად ფული, არამედ როცა აღარ გაქვს შიში, რომ აღარ დაკარგავ სახლს ან ხვალ იმის შიში არ გექნება, რომ შენ და შენი შვილი მშიერი არ იქნებით.


image

0
310
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0