x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
„თითქმის 30 წლის წინ“ -ვისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს მაია ასათიანი?
image


ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინსტაგრამზე ძველ ფოტოს აზიარებს.

„თითქმის 30 წლის წინ“ - ასე დაასათაურა ტელეწამყვანმა ფოტო, სადაც ის ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთადაა გადაღებული.
image
დაახლოებით ერთი თვის წინ მაია ასათიანმა "ინსტაგრამზე" გამომწერის კითხვას:" ნანუკასთან აღარ მეგობრობთ?" ასეთი პასუხი გასცა:
"ძალიან ახლო მეგობრები ჩვენ არასდროს ვყოფილვართ, თუმცა უკვე 27 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, 18 წლისები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით "ალიონში". ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს მას შემდეგაც, რაც ტელევიზიაში აღარ ვართ და სწორედ ნანუკას შედეგი რომ ვნახე, შემდეგ გადავწყვიტე აბდომინოპლასტიკა - ანუ მუცელი მოვიჭერი" - პასუხობს მაია ასათიანი გამომწერის კითხვას, არიან თუ არა ის და ნანუკა ჟორჟოლიანი მეგობრები.

მაია და ნანუკა ერთი თაობის ჟურნალისტები არიან. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ ტელეკომპანიაშიც მუშაობდნენ და ერთმანეთის "კონკურენტებიც" იყვნენ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას ყოველთვის ინარჩუნებდნენ.



მაია ასათიანმა ისიც აღიარა, რომ აბდომინოპლასტიკის გაკეთება (მუცლის ოპერაცია) სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანის ანალოგიური წარმატებული ოპერაციის შემდეგ გადაწყვიტა.

image

შეგახსენებთ, მაია ასათიანის ჟურნალისტური კარიერა 15 წლის ასაკიდან იწყება იყო, საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.თუმცა უპირველეს ყოვლისა ცნობილი გახდა აპოლიტიკური ტელეშოუთი" პროფილი", რომელიც 2007 წლიდან გადიოდა, ჯერ ტელეკომპანია "მზის", შემდეგ "რუსთავი-2"ის, ბოლოს კი ცოტა ხნით "ტვ პირველის" ეთერში აგერ უკვე ორი წელია დაიხურა და როგორც ჩანს საბოლოოდ.მაია ასათიანი ასევე თამაშობდა ფილმში "ოცნების ქალაქი"(2010წელი)

0
398
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0