x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რაღას გაყარეს ეს „კანონიერი ქურდები“ ქვეყნიდან მაშინ? დაბრუნდით ქურდებო, ნამდვილები მაინც იყავით" - მაკა რაზმაძე
image

ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე მუსიკოსის და სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ა­ლი­თი შო­უ­ს, "პრა­იმ ჰა­უ­სის" მონაწილის, კოსტა რაზმაძის დაჭრას სოციალური ქსელით ეხმაურება.


"კოსტა სანიკიძე დაჭრეს საკუთარ სახლში, ახალგაზრდა კაცი და მანამდე პოლიციაში ყოფილა მისული მოკვლით მემუქრებიან მიშველეთო.ვიდეო უდევს პოლიციიდან გამოსულს და იქ რაც კომენტარები უწერიათ ახალგაზდებს მსგავსი ტექსტები არ ვიცი...ჩააქვესკნელეს ადამიანი რას ქვია პოლიციას მიმართეო და საშინელებებს უწერენ.ჩემი თაობის ხალხს ედავებოდბენ ე.წ. " ქურდულ მენტალიტეტს და " შავ გაგებას" და ახლა რაც ამ კომენტარებში წავიკითხე ჩვენი თაობა სად მივა...დაჭრილ კაცს ედავებიან რას ქვია პოლიციასთან თანამშრომლობო;რა ვიცი რა....რაღას გაყარეს ეს " კანონიერი ქურდები" ქვეყნიდან მაშინ?დაბრუნდით ქურდებო, ნამდვილები მაინც იყავით"-წერს მაკა რაზმაძე.



კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში ცივი იარაღით დაჭრეს. სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში მიაყენეს. კლინიკა „ჰელსიკორში“ მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

როგორც მისი მეგობრებიდან გახდა ცნობილი, კოსტა ამ დროისთვის კონტაქტურია და გონს მოვიდა.

თუ რა გახდა მისი დაჭრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

0
557
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0