x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საოცარი ხილი, რომლის შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ
image


ამ ხილის შეძენა, ყველა გაგებით, რთულია – ის ზოგჯერ უჩვეულოდ გამოიყურება, მცირე რაოდენობით მოჰყავთ, საგემოვნო თვისებითაც გამორჩეულია და ყოველთვის ძვირი ღირს.

ხოლო, როდესაც პროდუქტი ძალიან ძვირია, ის მაშინვე დელიკატესი ხდება და ადგილს სასურველი პროდუქტების სიაში იკავებს. აქ სწორედ 5 სახეობის ხილს წარმოგიდგენთ, რომელიც ყველასთვის სასურველი და ამავდროულად, რთულად საშოვნელია:


ბუდას ფორმის მსხალიimage


მედიტაციის ფორმის მსხალი, რომელიც ბუდის ქანდაკებას ჰგავს, 1 ცალი – 9 დოლარი ღირს. ფიგურული ხილის გამოყვანა, როგორც ამბობენ, ახალი "ხილი" არ არის. მაგრამ, ჩინელი ფერმერი Xian Zhang Hao საქმეს ფანტაზიით მიუდგა და ხილის ფორმების მწარმოებელი კომპანია – Fruit Mold Company–ს, მსხლისთვის, ბუდის ქანდაკების ფორმები დაუკვეთა. ეს კომპანია, სხვადასხვა ხილისთვის, საოცარ ფორმებს ქმნის. მაგ., გულის ფორმა – საზამთროსთვის, ან ჯუჯის ფორმა – ვაშლისთვის და ა. შ.


ვაშლი Sekai Ichiimage


Sekai Ichi – ის სახელი, როგორც "საუკეთესო მსოფლიოში" ითარგმნება. ის იაპონიაში 1974 წელს გამოიყვანეს და საგემოვნო თვისებებით, ჩვეულებრივი ვაშლისგან, არაფრით განსხვავდება. მაგრამ, საოცარი ზომები აქვს. Sekai Ichi–ის ერთი ვაშლი, შეიძლება, 900 გრამამდე იწონიდეს. იაპონელ მწარმოებლებს მისი მოყვანა ძვირი უჯდებათ და ამიტომ, თითო ვაშლის ფასი – 20 დოლარს აღემატება.


ციტრუსის სუმო
image


ამ ხილმა სახელი მისი ფორმის გამო მიიღო, რომელიც სუმოისტის თავს წააგავს, მისი დამახასიათებელი ვარცხნილობით. ფორთოხლის სამშობლოც იაპონიაა. ის გასული საუკუნის 70–იან წლებში გამოიყვანეს და ნამდვილად რომ, იდეალური მახასიათებლები გააჩნია: გიგანტური ზომა, კარგი არომატი, არის ძალიან ტკბილი და თესლიც არა აქვს.

ციტრუსის 1 შეკვრა, რომელშიც 6 ფორთოხალია, იაპონიაში 80 დოლარი ღირს.



მანგო Taiyo no Tamagoimage


მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი მანგოც იაპონიაშია შექმნილი. არის ძალიან ტკბილი და გემრიელი. მისი მოყვანა მხოლოდ წინასწარი შეკვეთებით ხდება და შესაბამისად, ფასიც ძალიან მაღალია: ჩვეულებრივი შეფუთვა, რომელშიც მხოლოდ 2 მანგოა მოთავსებული, აუქციონზე, 2 000 – 3 000 დოლარად იყიდება.


ყურძენი Ruby Romanimage

და ისევ იაპონური პროდუქტი. ის 2008 წელს გამოიყვანეს და ყველაზე ძვირიანი პროდუქტია, რომლის შესახებაც ოდესმე გსმენიათ.

ლალისფერი წითელი ჯიშის, წარმოუდგენლად ტკბილი ყურძენი, რომლის მტევანი, დაახლოებით 700 გრანს იწონის, ცალობით იფუთება და აუქციონის წესით იყიდება. ის იმდენად იშვიათია, რომ ერთხელ, ერთი შეფუთვა, 8 400 დოლარად გაიყიდა.


გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* რატომ აღარ მიდიან მთვარეზე?! – NASA–ს საიდუმლო

* ძნელი დასაჯერებელია, რომ რეალურია – საოცარი ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VI ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
561
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0