x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერების კვლევა: როგორ იმოქმედა ჩინგიზ ხანის მიერ ხალხის დახოცვამ პლანეტაზე?
image
ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ მონღოლთა დაპყრობამ შესაძლოა გამოიწვია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შემცირება. მეცნიერები ამ დასკვნამდე მივიდნენ ანტარქტიდის ყინულის ბირთვის ანალიზის შემდეგ.



მკვლევარებმა, რომლებიც ანტარქტიდის ყინულის ბირთვებს აანალიზებდნენ, აღმოაჩინეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის ვარდნა 1200-დან 1470 წლებში, რაც დაემთხვა ჩინგიზ ხანის აზიაში შეჭრას და ევროპაში "შავი ჭირის" დროს. კიდევ ერთი ნახშიროჟანგის დონის ვარდნა მოხდა 1560-1680 წლებში, რაც დაემთხვა ამერიკის დაპყრობას და ჩინეთში მინგის დინასტიის დაცემას, წერს IFLScience.




მთავარი კითხვა, რომელიც მკვლევარებმა დასვეს, იყო თუ არა ამ მოვლენების დროს ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვანი დანაკარგი ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზეზი? იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნაკლები ხალხის შემთხვევაში, ტყეების განადგურება შენელდებოდა, რაც საშუალებას მისცემდა უფრო მეტი ხე გაზრდილიყო, შესაბამისად ნახშირბადიც დაგროვდებოდა.



ამის გამოსაკვლევად მეცნიერებმა შეისწავლეს ცვლილებები მიწათსარგებლობის გლობალურ ნიმუშებში 800 წლიდან დღემდე ისტორიული სასოფლო-სამეურნეო რუქებისა და მოსახლეობის მონაცემების გამოყენებით. ოთხ მოვლენას შორის, მონღოლთა დაპყრობამ ჩინგიზ ხანის მეთაურობით ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლიმატზე.





მონღოლთა არმიის დესტრუქციულმა დაპყრობებმა განაპირობა 142, 000 კვადრატული კილომეტრი ტყის ხელახალი ზრდა, ატმოსფეროში განსაცვიფრებელი 684 მილიონი ტონა ნახშირბადის დაგროვება და გლობალური გამონაბოლქვის შემცირება 0, 183 ნაწილ მილიონამდე.


შედარებისთვის, შავმა ჭირმა, ამერიკის დაპყრობამ და მინგის დინასტიის დაცემამ შედარებით მცირე გავლენა მოახდინა ატმოსფერულ ნახშირბადზე და შეამცირა იგი შესაბამისად 0.026 ppm, 0.013 ppm და 0.048 ppm.




ამ შედეგების მიუხედავად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ არცერთ ამ ისტორიულ მოვლენას არ შეუძლია სრულად ახსნას კლიმატის ცვლილებები, რომლებიც დაფიქსირებულია ძველ ყინულის ბირთვებში. ხეებს საუკუნეები სჭირდება სიმწიფის მისაღწევად. ადამიანთა პოპულაციას მოუწევს აღორძინება, რათა განაახლოს განადგურებული ტყეები, სანამ ახალი ზრდა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ნახშირბადის დონეზე.



თუმცა, კვლევა ვარაუდობს, რომ მხოლოდ მონღოლთა დაპყრობამ შეძლო პოტენციურად აენაზღაურებინა ემისიები მსოფლიოში, რაც გამოიწვევდა CO2-ის ემისიების ზრდის დროებით შეჩერებას. თუმცა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩინგიზ ხანის გავლენა კლიმატზე, მიუხედავად იმისა, რომ შესამჩნევია, ძალიან მცირეა ყინულის ბირთვებში.




ისტორიულ პერიოდებში ატმოსფერული ნახშირბადის მნიშვნელოვანი შემცირება, სავარაუდოდ, გამოწვეულია ბუნებრივი ფაქტორებით, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევები და არა ადამიანის აქტივობა.



მიუხედავად იმისა, რომ ჩინგიზ ხანის როლი ნახშირბადის სეკვესტრაციაში მომხიბლავია, კვლევა ხაზს უსვამს ისტორიულ მოვლენებსა და ბუნებრივ ფაქტორებს შორის რთულ ურთიერთობას, რის შედეგადაც ყალიბდება ჩვენი პლანეტის კლიმატი.

0
352
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0