x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გალაკტიონის ლექსი სტალინზე
image

17 ნოემბერი დიდი გალაკტიონის დაბადების დღეა.მის იუბილესთან დაკავშირებით გაგაცნობთ ქართული პოეზიის მეფის ლექსს სტალინზე, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არა აქვს და აშკარად ჩანს, რომ ლექსში შემოქმედებითი მუზა საერთოდ არ იგრძნობა, ლექსი შეკვეთით და იძულებით არის დაწერილი, პრობლემა, რომელიც 1930 -იან წლებში ყველა პოეტს შეეხო.ეს ის პერიოდია, როდესაც ყალიბდება სტალინის კულტი და პარალელურად იწყება მასობრივი რეპერესიები.



ლექსი სათაურით "მხოლოდ მსოფლიო" 1936 წელს დაიწერა, სწორედ ამ წელს მეორედ დააპატიმრეს მისი მეუღლე ოლღა ოკუჯავა(პირველად ტროცკიზმის ბრალდებით 1929 წელს დააპატიმრეს), ხოლო 1941 წელს დახვრიტეს, 1956 წლიდან ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 1957 წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს.


მხოლოდ მსოფლიო...




“მხოლოდ მსოფლიო, გენიალურ ჰარმონიის აზრს

ვემსახურებით ჩვენი საქმით, ჩვენი კალმებით,

ის ჰარმონია დამკვიდრდება, ის ჰარმონია!

აი, პირველი: რითაც, სტალინ, მოგესალმებით!


მსახვრალი ხელი რომ არხევდა მსოფლიო აკვანს,

კაცობრიობა, ჯერ ყმაწვილი, მასში სტიროდა.

ძნელ არტახებში, უბოლოო წვასა და დაგვას

თან სდევდა დარდი მისწრაფებათ უნაპიროთა.


მაგრამ გაისმა მკაცრი ნანა სხვაგვარ ღრუბელის,

ძარღვდაჭიმული ნებისყოფა, სასტიკი ზიზღი!

ადამიანის, ბორკილიდან თავისუფალის -

დამკვიდრებისთვის დაიღვრება კვლავ ბევრი სისხლი.



ხუთ მეექვსედზე სიხარულით ნაპერწკლებს მატებს

ხმა გამარჯვების, ახალ დროშის, ახალ ლექსების,

ძველ დედამიწას, ძველს სიმღერებს, ძველს ფოლიანტებს

ახარებს შუქი დედამიწის ერთ მეექვსედის.



ყოველი ქვეყნის მშრომელების ბელადო: ვაშა.

სტალინთან გული საგულეში ჩვენ გვეგულება,

თხუთმეტმა წელმა საქართველოს გაურიჟრაჟა

სტალინისადმი სიყვარული და ერთგულება!



მხოლოდ მსოფლიო გენიალურ ჰარმონიის აზრს

ვემსახურებით და სტალინი ჩვენი ღონეა."


1936 წელი.

0
408
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0