x
image
ქეთი1988
Mediator image
15 შემზარავი ფოტოსურათი ისტორიებით, რომლებსაც ახსნა ვერ მოუძებნეს

Გჯერათ მოჩვენებების? რა თქმა უნდა, პარანორმალური ფენომენების ფოტოგრაფიული მტკიცებულებების უმეტესობა ყალბი აღმოჩნდება ხოლმე, მაგრამ ზოგიერთის უარყოფა მაინც შეუძლებელია. ეს საშინელი ფოტოები ამ უკანასკნელის მაგალითია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, კაცობრიობა ცდილობს ახსნა უპოვოს ამ ფოტოებს, რომლებიც საშინელებას შთააგონებენ და განსაკუთრებით შთამბეჭდავ ადამიანებს ძილს ართმევენ.image

1. 1974 წლის 13 ნოემბერს რონალდ დეფეომ მოკლა მამა, დედა, ორი და და ორი ძმა ამიტივილში, ლონგ აილენდი, ოუშენ ავენიუ 112. მკვლელობიდან ცამეტი თვის შემდეგ სახლი ლაცების ოჯახმა იყიდა. მაგრამ 28 დღის შემდეგ სახლი ნაჩქარევად დატოვეს ნივთების წამოღების გარეშე. ახალი სახლის მეპატრონეების თქმით, მთელი ყოფნის მანძილზე მათ ატერორებდა სხვადასხვა ზებუნებრივი ფენომენი. მოჩვენება ბიჭის ეს ფოტო გადაღებულია 1976 წელს.image

2. 1998 წლის 17 აგვისტოს დენის რასელმა ბებია მიიყვანა ოჯახურ პიკნიკზე. ეს ფოტო სწორედ იმ დღესაა გადაღებული, საქმე იმაშია, რომ მოხუცის უკან არავინ იდგა. დაბეჭდილ ფოტოზე დენისმა შენიშნა ბაბუა, რომელიც 12 წლის გარდაცვლილი იყო.image

3. ისტორიის მიხედვით, კუპერების ოჯახმა 1950-იან წლებში იყიდა სახლი ტეხასში, მოაწყო წვეულება და გადაიღო რამდენიმე ოჯახური ფოტო. როდესაც ფოტოები დამუშავდა, მათზე გამოისახა უცნაური ფიგურა, რომელიც თითქოს ჭერზე იყო ჩამოკიდებული. არსებობს ვარაუდები, რომ ეს არის სახლის მოკლული ყოფილი მფლობელის აჩრდილი.image

4. ს ფოტო 1907 წლით თარიღდება და მასზე გამოსახულია არსება სახელად “კადბოროზავრი". თვითმხილველების თქმით, მეთევზეებმა შეძლეს ამ მითიური ურჩხულის დაჭერა ვაშინგტონის შტატის სიეტლის სანაპიროზე მდებარე წყლებში.image

5. საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში ვიდეოკამერამ დააფიქსირა პაციენტის სხეულზე მუქი ფიგურა. რამდენიმე საათის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.image

6. 1910 წლის ივლისში კენტუკის შტატის ჯეფერსონის ოლქში ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიუმი გაიხსნა. იმ დროს ექიმებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ანტიბიოტიკები თავიანთ არსენალში, ამიტომ ავადმყოფთა 95% ამ დაწესებულების კედლებში გარდაიცვალა. N502 ოთახში 2 თვითმკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ექთანი ფანჯრიდან გადმოხტა. მეორემ, სახელად მერი ლიმ, ორსულობის დროს თავი ჩამოიხრჩო. ამბობენ, რომ მან ტუბერკულოზის გამო თავი მოიკლა. მას შემდეგ მისი მოჩვენება ახლა მიტოვებულ სანატორიუმში დადის.image

7. 1964 წელს ბრიტანელმა ჯიმ ტემპლტონმა გადაიღო თავისი ქალიშვილი Solway Firth-თან სეირნობისას. ტემპლეტონები ამტკიცებდნენ, რომ მათ გარდა მდელოზე სხვა არავინ იყო. ფოტოების შემუშავების შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა გამოავლინა მამაკაცის ფიგურა სკაფანდრში, რომელიც გოგონას უკან იდგა.image

8. 1959 წელს მერი ჩინერი ეწვია დედის საფლავს და გადაუღო ფოტოსურათი ქმარს, რომელიც მას მანქანაში ელოდა. როდესაც ფირი გაამჟღავნეს, უკანა სავარძელზე ქალის ფიგურა გამოჩნდა, რომელიც ოჯახმა მერის გარდაცვლილ დედად ჩათვალა. და ექსპერტებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ეს ფოტო ყალბია.image

9. ფილმის “სამი მამაკაცი და ახალშობილი"-ს ყურებისას, ერთ-ერთ სცენაში ბიჭი ჩანს, რომელიც ფარდებს მიღმა იმალება. აღმოჩნდა, რომ გადაღებები ტარდებოდა სახლში, სადაც რამდენიმე წლის წინ ბავშვი გარდაიცვალა. ფილმის შემქმნელების თქმით, ამ სცენაში სულაც არ არის მოჩვენება, არამედ მსახიობი ტედ დენსონის მუყაოს მანეკენი, რომელიც შემთხვევით კადრში მოხვდა.image

10. ლეგენდის თანახმად, რაინჰემ ჰოლის ყავისფერი ლედი არის ლედი დოროთი უოლპოლის აჩრდილი, რომელიც დაქორწინდა ჩარლზ თაუნშენდზე, მე-2 ვიკონტ ტაუნშენდზე, ის ცხოვრობდა ნორფლოკში, ინგლისში, 1700-იანი წლების დასაწყისში. ამბობენ, რომ ქმარმა ღალატში დასდო ბრალი ერთ-ერთ კოშკში გამოკეტა. მას შემდეგ დოროთის სული ხშირად ჩანდა რეინჰემ ჰოლის სახლში.image

11. 1796 წელს სენტ-ფრანსისვილში, ლუიზიანაში აშენებული მირტლების პლანტაცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ადგილად ამერიკაში. სასახლეში მრავალი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ძალადობრივი გზით. თვითმხილველები საუბრობენ უცნაურ ხმებზე, სარკეებზე ხელების ანაბეჭდებზე, ფორტეპიანოზე სპონტანურ დაკვრაზე და პლანტაციაზე დაკარგული სამკაულების შესახებ. ცნობილია ქლოეს აჩრდილი, ის იყო მონა, რომელიც სასტიკად მოკლეს და მისისიპში ჩააგდეს.image

12. 1996 წელს მსახიობი ტერი აიკ კლანტონი გადაიღეს კოვბოის სამოსში არიზონას შტატში, ტომბსტოუნში, ბუთჰილის სასაფლაოზე. მამაკაცის მარჯვნივ შეგიძლიათ ნახოთ ველური დასავლეთის დროინდელი ფიგურა, მაგრამ გადაღების დროს იქ არავინ იყო...image

13. ეს ფოტო გადაღებულია 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს. ესკადრილიის ჯგუფური პორტრეტი, რომელიც რატომღაც ასახავს აერომექანიკოს ფრედი ჯექსონს, რომელიც ავარიაში დაიღუპა ორი დღით ადრე. აღსანიშნავია, რომ ჯექსონის დაკრძალვა სწორედ იმ დღეს შედგა.image

14. ქორწილის ფოტოგრაფი ნილ სენდბახი ემზადებოდა ახალდაქორწინებულთა გადასაღებად, ჰერტფორდშირში, ინგლისში. ფოტოგრაფმა გადაიღო მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე სატესტო ფოტო და ეკრანზე დაინახა თეთრი ფიგურა, რომელიც არ იყო გადაღების დროს. ნილი ესაუბრა ქალაქის მოხუცებს და მათ უთხრეს, რომ ხანდახან ხედავენ პატარა ბიჭის აჩრდილს თეთრ ღამის პერანგში.image

15. 1975 წელს დაიან ბერტელოტი, მისი ქმარი პიტერი და მათი ვაჟი მივიდნენ ნორფოლკში (ინგლისი), უორსტედის ეკლესიაში. ეს ფოტო იქაა გადაღებული, მხოლოდ გადაღების დროს დიანას უკან სკამზე არავინ იჯდა. მოგვიანებით ამ ეკლესიის მსახურმა მოჩვენებაზე ისაუბრა. ეს არის თეთრი ქალბატონი, რომელიც ხშირად სტუმრობს ეკლესიას და ეხმარება ადამიანებს დაავადებების განკურნებაში.image

0
273
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0