x
image
Yoona
როგორ მუშაობს ტუალეტი თვითმფრინავში ან რატომ არ შეიძლებოდა ადრე ცისფერი ყინულის ჭამა
ტომპსონების ხანდაზმული წყვილი ფლორიდაში (შტატი აშშ–ში) საკუთარი სახლის ვერანდაზე ისვენებდა და უსიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა მათ თავზე გადაფრენილი თვითმფრინავიდან სახლის სახურავზე და გაზონზე ნედლი ნავთობის მსგავსი ბლანტი ლაფი ჩამოიღვარა. გადაწყვიტეს, რომ ეს ძრავის ზეთია ან რაღაც სხვა პროდუქტი, რომელიც ავიაციაში გამოიყენება. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ პენსიონერები აღაშფოთა. მათ აცნობეს, რომ შავი ლაფი თვითმფრინავის ტუალეტიდან იყო. შესაძლებელია ეს? რა თქმა უნდა, რადგან გარეთ 1950–იანი წლები იყო. როგორ მიდის საქმე ახლა?



image



როგორ გამოჩნდა "ნავთობის წვიმა" და ცისფერი ყინული?



ტომპსონების შემთხვევა ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა. ასეთი "უხერხულობა" მთელ მსოფლიოში ხდებოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ სამგზავრო თვითმფრინავებში ტუალეტები ძალიან მარტივად იყო შექმნილი. უნიტაზი დაკავშირებული იყო მილთან, რომლის მეშვეობით მთელი ნარჩენი ჩარეცხვისას ბორტს ტოვებდა. 60-იანი წლების დასაწყისში იმდენი ჩივილი იყო უსიამოვნო სიურპრიზების შესახებ, რომ რაღაცის შეცვლა საჭირო გახდა.



image




ასე გაჩნდა რთული სისტემა ანტისეპტიკით, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სამყაროში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობდა. ტუალეტი იყო სისტემა სადეზინფექციო სითხის რეზერვუარით. სწორედ მას იყენებენ დღეს ბიოტუალეტებში. ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ცისფერი ხსნარი განავალს შლიდა. ამის შემდეგ სითხე გარეთ იღვრებოდა.



image



ეს კონსტრუქცია სრულყოფილისგან შორს იყო. მაღალ სიმაღლეზე ანტისეპტიკი წყლით და განავლით ხშირად იყინებოდა. ამის გამო ტუალეტის ნარევი გარეთ ცისფერი ყინულის სახით გამოდიოდა. ასეთ ხორგს უფრო მეტი პრობლემის გამოწვევა შეეძლო, ვიდრე უსიამოვნო ლაფს. ღრუბლებიდან ჩამოვარდნილ ყინულს ადამიანის მოკვლა ან სახლის სახურავის ჩატეხვა შეეძლო.



კემპერის ტუალეტი



1976 წელს ამერიკელმა ინჟინერმა ჯეიმზ კემპერმა გამოიგონა ვაკუუმური ტუალეტი, რომელიც დღემდე გამოიყენება. პირველად ასეთი ტუალეტი თვითმფრინავებში დაამონტაჟა კომპანიამ Boeing 1982 წელს. უსიამოვნო ხმა, რომელიც თვითმფრინავის ტუალეტიდან გვესმის, კემპერის სისტემის გამართულ მუშაობაზე მიგვითითებს. ჩარეცხვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ სარქველი იხსნება, რომელიც უნიტაზს მილსადენიდან ჰყოფს. მასში ტუმბოთი ვაკუუმია შექმნილი, ამიტომ ნარჩენები იქ ხვდება.



image



ამის შემდეგ ტუალეტის ნარჩენები მილის მეშვეობით თვითმფრინავის უკანა მხარეს მიემგზავრება. იქ ხვდება რეზერვუარში, სადაც ჩაფრენამდე ინახება. აეროპორტში თვითმფრინავთან მიდის საკანალიზაციო სატვირთო მანქანა და ავზს ცლის. აქედან კი ტუალეტის ნარჩენები კანალიზაციაში ხვდება.



image



თითქმის ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი სისტემა თავის ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. თუმცა სუსტი მხარეებიც აქვს. ერთ–ერთი მათგანია გადაჭარბებული მომთხოვნელობა. ზოგჯერ მგზავრი შემთხვევით ან განზრახ უნიტაზში სხვადასხვა საგანს აგდებს. ამის გამო სისტემა იჭედება, ხოლო მისი გაწმენდა მხოლოდ დედამიწაზე დაშვებისას შეიძლება. ასეთი გაუმართავი ტუალეტი ჩაფრენამდე იკეტება. სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევები, როცა ტუალეტის პრობლემების გამო თვითმფრინავს ავარიული დაშვება მოუწია!



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საზოგადოებრივი ტუალეტი - გამოსვლა არ მოგინდებათ

2. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

3. 12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

4. იმოგზაურე მარტივად - 20 საუკეთესო გადაწყვეტილება ბევრი ნივთის ჩემოდანში ჩასატევად

5. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

6. მოგზაურობაში მაცივრის მაგნიტი წაიღეთ! სასტუმროში დაგჭირდებათ

7. 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

8. ხელის პირსახოცს არ შეეხოთ. სასტუმროს საიდუმლოებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ

9. რა დაემართება დედამიწას, თუ მასზე მთელი ყინული გადნება?

10. ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში?

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
782
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
782