x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
იცოდით ამ ლამაზმანებს სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული?
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



დაზღვევა არის ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ დაგიცვათ თქვენ, თქვენი ოჯახი ან თქვენი ბიზნესი გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯებისაგან. დაზღვევის დახმარებით შესაძლებელია პოტენციური რისკების დადგომის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება ან მისი შემცირება.



დაზღვევა არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც წინასწარ განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ, სადაზღვევო ორგანიზაცია აგინაზღაურებთ შესაბამის ზიანს.


ვინაიდან გარეგნობაზე ზრუნვა ვარსკვლავებისთვის თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ისინი საკუთარი სხეულების გარკვეულ ნაწილებს აზღვევენ იმ მოტივით, რომ თუ შემთხვევით და მოულოდნელად რაიმე სახის ზიანი მიადგათ, სადაზღვევო გამოასწორებს ამ პრობლემას.


მოდით, ვნახოთ ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულში?



იცოდით ამ ლამაზმანებს სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული?




1. მაილი საირუსი. image

მომღერალს და მსახიობს ძალიან უყვარს საკუთარი ენა და სწორედ ამიტომაც აქვს მას ის დაზღვეული 1000000$-ად.





2. რიჰანა. image

კაშკაშა ვარსკვლავმა როგორც ჩანს თინა ტერნერს მიბაძა და საკუთარი ფეხები კოლოსალურ თანხად, 500 000 $-ად დააზღვია.





3. ჰაიდი ქლუმი. image

ერთ-ერთი უბედური შემთხვევის დროს მან დაიზიანა ფეხი, რომელზეც ნაწიბური დარჩა, რისშემდეგაც გადაწყვიტა მისი დაზღვევა 2 000 000$-ად.





4. ჯენიფერ ლოპეზი. image

მომღერალი და მსახიობი ძალიან ბევრი წლის წინ სწორედ საკუთარი უკანალით გახდა უფრო მეტად ცნობილი, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ მან ის დააზღვია, გაგიკვირდებათ და 300 000 000$-ად.





5. კიმ კარდაშიანი. image

კიმმა რა თქმა უნდა უკანალი დააზღვია 21 000 000$-ად.





6. მადონა. image

პოპ-დივა სულაც არ ფიქრობს პენსიაზე გასვლას და განსაკუთრებით ზრუნავს გარეგნობაზე. მან 2 000 000$-ად მკერდი დააზღვია.





7. ტეილორ სვიფტი. image

ტეილორი ახალგაზრდა და ჯანმრთელია, მაგრამ ვინ არის დაზღვეული? ამიტომ, საკუთარი ფეხები 40 000 000$-ად დააზღვია.





8. მერაია ქერი. image

მომღერლის მთავარი ღირსება როგორ ჩანს არა ხმა, არამედ ფეხებია. ის მან 1 მილიარდ $-ად დააზღვია.





9. კაილი მინოუგი.image

მომღერალმა უკანალი დააზღვია 5 000 000$-ად.





10. ჯულია რობერტსი. image

ღიმილი 30 000 000$-ად. ლამაზმან ჯულიას არა სხეულის ცვლილების, არამედ მისი მომაჯადოვებელი ღიმილის დაკარგვის ეშინია.



0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0