x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლიორ სუშარდი -ეშმაკის მოგზავნილი შარლატანი თუ ფენომენალური გენია?(ვიდეო)
image

ლიორ სუშარდი- ადამიანი-ფენომენი, მენტალისტი(ფსიქოლოგიური გამოცდის და ტელეკინეზის ოსტატი), დაიბადა 1981 წლის 6 დეკემბერს თელ-ავივში, დაამთავარა ჰაიფის უნივერსიტეტი, ჰყავს ორი უფროსი ძმა. ამჟამად პატარა მყუდრო სახლში მეუღლესთან და პატარა ცუგასთან ერთად ცხოვრობს.


მომავალი მეუღლე 2012 წელს გაიცნო თავის გასაოცარი ნიჭის წყალობით:გამოიცნო მისი ტელეფონის ნომერი.შემდგომ ლიორმა მომავალი ბავშვის სქესიც გამოიცნო.



ლიორს მთელი მსოფლიო იცნობს, იგი იყო სტუმრად ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიცაა ლარი კინგი, ბილ კლინტონი.მან გააოცა ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა მიკ ჯაგერი, რიანა, ბილ გეიტსი, ბარბარა სტრეიზანდი, ლეონარდო დი კაპრიო, ჯონ ბონ ჯოვი, ალა პუგაჩოვა და სხვები. მას აკრძალული აქვს კაზინოში შესვლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.



image

იგი მაყურებლების შოკირებას ახდენს მთელს მსოფლიოში.მას შეუძლია მოღუნოს კოვზები, გადაადგილოს საგნები, გამოიცნოს თუ რა საგანი უდევს დარბაზში მყოფ მაყურებელს, მას შეუძლია არა მარტო წაიკითხოს სხვისი აზრები, არამედ გაიძულოთ იფიქროთ იმაზე რაც მან ჩაიფიქრა.


ლიორ სუშარდი: „როცა ექვსი წლის ვიყავი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან დახვეწილი ინტუიცია მაქვს. მაშინაც შემეძლო კოვზის შეხების გარეშე გადაადგილება. ჩემი მშობლები გულწრფელად შეშინდნენ: „რა ჯანდაბა? Რა ხდება?" სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ განვსხვავდებოდი სხვებისგან და დავიწყე ამით თამაში. ”


თუმცა ბევრი სპეციალისტი დღემდე კამათობს ვინაა ლიორ სუშარდი, ადამიანი, რომელსაც ექსტრაორდინალური თვისებები გააჩნია თუ შარლატანი?


ასეა თუ ისე, უფრო ბევრი კითხვის ნიშნები ისმება ვიდრე პასუხები, ამიტომ უმეტესობას მიაჩნია, რომ სუშარდი არის ადამიანი-უნიკუმი.ჩვენ კი მოდით გადავხედოთ მის გამოსვლებს.











0
215
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0