x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეს პარაზიტი ჩვენი სახის კანის ფორებში ცხოვრობს და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
image
ადამიანის ორგანიზმში უამრავი ბაქტერია და პარაზიტი ბუდობს, ჰიგიენის დაცვას უპირველესი ადგილი უკავია არასასურველ ბაქტერიებთან და პარაზიტებთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ ყველა სახის ბაქტერიის და პარაზიტისგან თავის დაცვა ძალიან რთულია, რადგან უამრავი მიზეზი არსებობს პარაზიტების ჩვენს სხეულში და სხეულზე მოხვედრისათვის.



ადამიანის დაუცველ თვალებში, წარბ-წამწამებშიც ხშირად ხვდება ბაქტერიები, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავთ.



ზედა სურათზე ნაჩვენები მატლის მსგავსი პარაზიტი "დემოდექსი" მარტო არ "გვტოვებს" და მუდამ ჩვენი "თანამგზავრია".



ეს პარაზიტი რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ბინადრობს ჩვენი სახის კანის ფორებში და თმისძირებში ცხოვრობს.




მიკროსკოპული პარაზიტი "დემოდექსი" ტკიპაა, მისი ზე მინიატურული ზომების მიუხედავად მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.



საუბარია სხეულის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბინადრობს ეს პარაზიტი. მეცნიერების ხანგრძლივი კვლევებით დადგენილია, რომ დედამიწის მოსახლეობის 95%-ი, ეროვნების, რასის და საცხოვრებელი კლიმატური გარემოს განურჩევლად მუდმივად თან "ატარებს" ტკიპა-პარაზიტ "დემოდექსს".



"დემოდექსის" წინააღმდეგ გამოიყენება სახის ფორების დამცველი კრემი, რომლის ავკარგიანობაზე მე არ ვისაუბრებ არაკომპეტენტურობის გამო.



ტკიპა-პარაზიტი "დერმოდექსი" ციფრული, მრავალჯერადი გადიდების ფუნქციის მქონე მიკროსკოპის ლინზების ქვეშ.

imageimage




0
109
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
109