x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მოსკოვში სპეციალურად ჩეჩნებისთვის ამზადებენ "ჯიჰადის მანქანას"

image

ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კონსტრუქტორები ჩეჩნეთის დაკვეთით ამზადებენ საბრძოლო ავტომობილს სახელწოდებით „ჯიჰადის მანქანა“.. ამის შესახებ ТАСС-ს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ადამ ხაკიმოვმა განუცხადა.


"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ბრძანების საფუძველზე შეიქმნება მსუბუქი მანევრირებადი საბრძოლო მანქანა სპეციალურად ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის ( როგორც რუსეთის მთავრობა უწოდებს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს) „ჯიჰადის მანქანა". მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეთანხმებას უკვე ხელი მოეწერა", - განმარტა მან.

image

ავტომობილის წარმოებას ჩეჩნეთში "ჩეჩენავტოს" ქარხანაში გეგმავენ. მის ტესტირებას საკუთარ თავზე აიღებს რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი (გუდერმესი).



ცნობისათვის, ეს არ არის პირველი საბრძოლო მანქანა, რომელიც სპეციალურად ჩეჩნური სპეცრაზმისთვისაა შექმნილი.


2018 წელს გამოვიდა საბრძოლო ბაგი "Чаборз-M6". იგი შეიქმნა რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ.(ქვემოთ ფოტოზე)

image



ეს არის მანქანა ოთხივე გამწევი ბორბალით და 320 ცხენის ძალით. მანქანაზე შესაძლებელია განთავსდეს შვიდი სპეცრაზმელი სრული აღჭურვილობით.


ჩრდილო-დასავლეთის სამხედრო ზონაში ზაპოროჟიეს მიმართულებით "Чаборз-M6" ბაგებმა თავი გამოიჩინეს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ რაკეტსაწინაარმდეგო კოპლექტი "კორნეტით" და ავტომატური ყუმბარმტყორცნები "პლამიათი".

2
598
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
598
  
2023, 17 ნოემბერი, 2:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
2023, 12 ნოემბერი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2