x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლა სე#სებზე ხომ არ ვიტყოდი?!" - დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნინია კაკაბაძეს შორის

image


"ტაბულას" დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილსა და ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ამჯერად, ჩერგოლეიშვილის მიერ ნინია კაკაბაძისთვის მიძღვნილ ლაივს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად ადრესატი გამოეხმაურა და მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს "იაფფასიანი "ტრიუკი" უწოდა:


"სხვა ადამიანებისთვის მინდა ავხსნა, ვინც შესაძლოა სწორად ვერ გაიგო ჩემი სიტყვები და რაც ალბათ ნაწილობრივ ჩემი ბრალია, რადგან შესაბამისი და უფრო ზუსტი სიტყვა ვერც მაშინ მოვძებნე და არც ახლა ვიცი. კერძო? რა ვიცი აბა!:))


პირადი ცხოვრება გარდა ინტიმური ურთიერთობებისა, ამასთანავე გულისხმობს ყველაფერს, რაც არ არის საჯარო! ჩვენი კერძო საუბრები თუ მიმოწერა (რისი გამოყენებაც ამ "სუბიექტს???? ძალიან უყვარს. “შენ რომ ინბოქსში მწერდი ისაო, შენ რომ (კერძო საუბარში) მითხარი ესაო და ა.შ.) ასევე პირადი თუ კერძო ცხოვრების დეტალებია, როდის და რომელი ოლიგარქის, ბიზნესმენის, პოლიტიკოსის დროს რა პრივილეგიებით ვსარგებლობ თუ პირიქით როგორ ვიჩაგრები???? ესეც ხშირად არ ჩანს საჯაროდ. მოკლედ ბევრი, ბევრი ამბავი ჩვენს შესახებ, რომელიც არ არის საჯაროდ გაცხადებული და ცნობილი.


ახლა იმის გაყიდვა რომ მე ვინმეს სექსების ამბები მაინტერესებს, რომელიც სხვათაშორის ხშირად საჯაროა, ნამეტანი იაფფასიანი “ტრიუკია”, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა.????"- წერს ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში.


image


ჟურნალისტის პოსტს მალევე გამოეხმუარა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის საპასუხო პოსტსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"ნინია კაკაბაძე ისე ასრიალდა საკუთარ მოსაქმებულზე, მემუარების წერა გამოაცხადა ამორალურად.


“ეხა სექსებზე ხოარ ვიტყოდი” - დგას, თავს იმართლებს და მორიგ ბრალდებას ისვრის, თითქოს ჩემს პირად ისტორიებს რომ ვიხსენებ, ესაა დანაშაული.

გარდა ამორალურობისა, საოცარ უმეცრებას ავლენს ეს ეგოთი გაპეყილი “ინტელიგენტი”.

(ხვალ დავუთმობ ელიტის უმეცრებას ლაივს - ახლა ფანდრაზერისთვის მაკიაჟზე მივდივარ)".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თამარ ჩერგოლეიშვილმა პოსტი გაავრცელა, სადაც იმის შესახებ წერდა თუ როგორ "შეუვარდა" მას კედელზე ნინია კაკაბაძე და ბევრი უსიამოვნო კომენტარის შემდეგ თავადვე დაბლოკა. ამასთან დაკავშირებით, ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივიც დაანონსა, სადაც მისი თქმით, ის ფართო გაგებით პოლიტიკური ელიტის პრობლემებზე ნინია კაკაბაძის მაგალითზე ისაუბრებდა:

"ნინია კაკაბაძე შემომოვარდნია კედელზე, ფეკალიებში ცურავ, შენს პირად ცხოვრებაზე ბევრი ვიციო იძახა და მერე დამბლოკა (which is fine - მე აქამდეც დაბლოკილი მეგონა ჩემი თავი, ვერ ვხედავდი).

მე ეს დრამა 20 საათის დაგვიანებით გავიგე - მაგრამ მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი პრობლემაა შიგ თავმოყრილი და ბევრი საკითხის გაშლის შესაძლებლობას მაძლევს

ამიტომ ლაივში გავარჩევ ნინიას კომენტარს 20:00 კენ.

ოღონდ ფეიჯიდან ვაკეთებ ლაივებს და იქ მოდით ვისაც გაინტერესებთ - აი დავლინკე ????‍♀️

ცხადია ნინია არაა თემა, თემა ის საკითხებია რასაც ნინიას ტანტრუმი ავლენს.

წინასწარ დაწერე ხოლმეო და ვწერ."- დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.

პ.ს. ჩერგოლეიშვილის მიერ დაანონსებული ლაივის ნახვის მსურველები შეგიძლიათ მითითებულ ლინკს მიჰყვეთ:

https://www.facebook.com/Tamar.Chergoleishvili/videos/1470991100407495







0
535
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
535