x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"სიტყვა "გოიმი" ბიბლიაში გვხდება სამჯერ და სამივეჯერ ნიშნავს.."-დავით ქართველიშვილი

imageპოლიტიკური პარტია "ხალხის წევრი", ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"სიტყვა "გოიმი" ბიბლიაში გვხდება სამჯერ და სამივეჯერ ნიშნავს "წარმართს" ან "წარმართულს". თანამედროვე გაგებით და საქართველოსთან მიმართებით, ამ კატეგორიას თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ როგორც ქვეყნისთვის არატრადიციული სარწმუნოებრივი თუ მსოფლმხედველობითი შეხედულებების მქონე, ასევე ახალი "მცნებების" შემქმნელი და მატარებელი საზოგადოების ნაწილი, ვინც დღეს "გენდერულ მრავალფეროვნებას", "სქესობრივ ორიენტაციას", "ფემიციდს" თუ სხვა ნეოწარმართულ სწავლებებს ქადაგებს, ნერგავს ადამიანის ცნობიერებაში ამ მცნებათა "კანონიკურობას", ახდენს მათ პოპულარიზაცია/პროპაგანდას და ადამიანის უფლებების დაცვის სფერო, მხოლოდ ამ სიმახინჯეთა დაცვამდე დაჰყავს.
image

საქართველოში ამ გაუკუღმართებულობების თაყვანისმცემლები ამავდროულად "გლობალური ომის პარტიის" ("გოპ") მარიონეტებს, ანუ "გოპ-ნიკებს" წარმოადგენენ. სწორედ ისინი დგანან მცნებათა აღრევის, სიმართლის თავდაყირა დაყენების, "ჩემი - შენ გითხარის" პრინციპების პრაქტიკის სათავეში, რაც აქტიურად ინერგება ჩვენთან უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში. ამ "გოპ-ნიკების" ე.წ. "პოლიტიკური" ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის სულ რაღაც ცხრა წელიწადში, რუსეთის ნეოიმპერიალისტური მადა საქართველოში დააკმაყოფილა უკლებლივ ყველა მიმართულებით (ტერიტორიული, სამხედრო, ეკონომიკური, სადაზვერვო და ა.შ.) - დღეს აქეთ გვდებს ბრალს "მონობასა" და "რუსეთუმეობაში".
image
მცნებათა მსგავსი აღრევა ეწია ტერმინ "გოიმსაც" - როდესაც საუკუნოვანი ტრადიციების, მრწამსის, კულტურის მიმდევრებს ამკობდნენ ამ დამამცირებელი "იარლიყით", მაშინ, როდესაც ამ ტერმინის დედააზრის მატარებლები თავად იყვნენ და არიან. დღეს უეჭველი, კანონიკური (და არა აპოკრიფული) "გოიმია": "გოპ-ნიკების" მიერ მართული ფსევდოლიბერალიზმის ნებისმიერი წარმომადგებელი საქართველოში - რიგითი ამომრჩევლიდან მათ ე.წ. "პოლიტიკოსებამდე".
image
დღეს, მადლობა ღმერთს, "გოიმების" მასა საქართველოში აღარ წარმოადგენს იმ კრიტიკულ ნიშნულს, რომლის პიკმა გადაიარა და ამ პროცესების უტყუარი ინდიკატორია ჩვენი "გოიმების" პოლიტიკურ ველზე მიმდინარე "აფეთქებების და თვითდაზიანებების სერიალი". მოძრაობა "ხალხის ძალა" ქვეყნის ამ "დე-გოიმიზაციის" პროცესებს სწორედ იმ მომენტში ჩაუდგა სათავეში, როდესაც საქართველოში "წისქვილებთან ბრძოლის" არადამაჯერებლობამ, გვაიძულა თავად "მეწისქვილესთვის" გამოგვეცხადებინა ომი.
image
დღეს ქვეყანაში ამ ურჩხულის საბოლოოდ დამარცხების ჟამი დგება, დღეს ქართველი "გოიმების" ნაწილის მაინც - ნათელ, "მამაპაპისეულ" მხარეზე გადმოყვანის დრო დგება, რა თქმა უნდა ქრისტესმიერი სიყვარულით მათ მიმართ და დაუნდობელი მიდგომით ანტიქრისტეს ტახტმაშენებლებთან მიმართებით. დღეს საქართველოში "გოპ-ნიკების" მიერ წაქეზებული და დაფინანსებული "გოიმების", მათთვის სახიფათო და მომაკვდინებელი ტყვეობიდან და მძევლობიდან გამოყვანის პერიოდი იწყება. დღეს "გოიმობა" არა თუ უკვე "ტეხავს" - ის სულის გადარჩენის საქმეში დამღუპველია და განწირულია გარდაუვალი დამარცხებისთვის. საქართველო არასდროს არ იყო "გოიმების" ქვეყანა - და აწი უკვე აღარც იქნება."-წერს ქართველიშვილი.
0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0