x
image
ქეთი1988
Mediator image
ზეციური სამეფოს-ჰარამხანები - იერარქია და სხვა ,,ჩინური ცერემონიები"

ყველამ კარგად იცის თურქული და სპარსული ჰარამხანების შესახებ, რომლებზედაც არაერთი ლექსი და რომანია დაწერილი, ასევე გადაღებულია ისტორიული დრამები. მაგრამ ცოტას სმენია ჩინური ჰარამხანების შესახებ, რომლებიც ყურადღების ღირსია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, ოსმალეთის სულთნების ჰარამხანებზე გაცილებით დიდი და მასშტაბური იყო.image

უძველესი დროიდან ზეციურ იმპერიაში ქალი საკუთრებად ითვლებოდა. ბევრი ქალის ყოლა ბატონისთვის პრესტიჟის საკითხი იყო, სტატუსის თვალსაზრისით. ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ნებისმიერს, თუნდაც პატარა მაღაზიის მფლობელს, შეეძლო საკუთარი ჰარამხანის შექმნა. მეტიც, გლეხებს და მუშებსაც კი ჰყავდათ სხვა ქალები, მაგალითად როდესაც სხცა სოფელში მიდიოდნენ სამუშაოდ, ნორმა იყო ოფიციალური ცოლის ნაცვლად სხვა ქალი ენახათ დროებით.

იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა დიდი ჰარამხანის შექმნის საშუალება ჰქონოდა ფინანსურად, ჩინელი ხალხი ვალდებული იყო ჰქონოდა იმ ზომის და მასშტაბის ჰარამხანა, რაც მას სტატუსით ენიჭებოდა. ქვეყნის ყველა მცხოვრებს, გარდა ზეციური იმპერატორისა, შეეძლო ჰყოლოდა მხოლოდ ერთი კანონიერი ცოლი. მაგრამ ხარჭების რაოდენობა წოდებასა და გარემოებებზე იყო დამოკიდებული.image

თავადებს და არისტოკრატებს რომლებსაც ცოლები ჰყავდათ, მაგრამ 30 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მემკვიდრე არ ეყოლათ, ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ სახლში ერთი ხარჭის მიყვანა, თუ 35 წლის ასაკში თავადების ოჯახის შთამომავალს არ ეყოლა ვაჟი, არც ცოლისგან და არც ხარჭისგან, მაშინ მას სამი ქალის აყვანის უფლება ჰქონდა, ხოლო არისტოკრატული ოჯახების მემკვიდრეებს კი ორი ქალის.image

უბრალო 40 წლის მცხოვრებს რომლის ცოლს არ შეეძინა, შეეძლო მიეღო ნებართვა, სახლში ერთი ხარჭის შემოყვანაზე, რათა გაეგრძელებინა ოჯახის ხაზი და საშინაო საქმეებში დახმარებოდა.

მაღალჩინოსნებსა და მაღალი რანგის მთავრებს უფლება ჰქონდათ ჰარამხანაში მიეყვანათ “ნიუიუე" - არტისტი ქალები, რომლებიც გაწვრთნილი იყვნენ ცეკვაში, სიმღერაში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაში. მათი ოფიციალური ამოცანა იყო პატრონისა და მისი სტუმრების გართობა დღესასწაულებზე და სხვა სპეციალურ ღონისძიებებზე. ასევე ნიუიუეები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ ყველას, ვისზეც მათი ბატონის წყალობა ვრცელდებოდა.

ამ ლამაზმანების ბედი კიდევ უფრო სავალალო იყო, ვიდრე ხარჭების ბედი - ისინი უუფლებო სათამაშოები იყვნენ. მათ ყიდულობდნენ, ყიდდნენ, ქრთამად გადასცემდნენ. ბევრი გოგონა სიცოცხლის განმავლობაში ათობით მფლობელს იცვლიდა და სილამაზის დაკარგვის შემდეგ, ასაკის მომატებასთან ერთად ქუჩაში რჩებოდნენ საარსებო წყაროს გარეშე.image

ხარჭებისა და ნიუიუეს გარდა, ჩინელი თავადაზნაურების სახლებში ცხოვრობდა ათობით და ზოგჯერ ასობით მოახლე, რომლებიც ემსახურებოდნენ მთელ ოჯახს. ამრიგად, კანონით მოთხოვნილი მხოლოდ ერთი ცოლისა და 2-3 ხარჭის ყოლის დროს, თავადს, მინისტრს ან სამხედრო ლიდერს შეეძლო ლამაზმანთა მთელი არმიის ჰარამხანათი სარგებლობა და ზოგჯერ სიმპათიური მამაკაცებიც კი ჰყავდათ. მოსიყვარულე მშობელს იშვიათად სურდა, რომ შვილი ჰარამხანაში მოხვედრილიყო, ცდილობდნენ თავიანთი ქალიშვილების დაქორწინებას, თუმცა ბევრი ქალისთვის, ცოლის სტატუსიც არ იყო სახარბიელო. სხვის ოჯახში მოხვედრისას ქალი ავტომატურად ხდებოდა ოჯახის უკანასკნელი წევრი, რომლის მოვალეობებშიც შედიოდა ახალი ნათესავების ახირების შესრულება, ასევე ათობით ყოველდღიური, ხშირად ძალიან რთული პრობლემის გადაჭრა. ქალი მცირე შეღავათებს მხოლოდ ვაჟის გაჩენის შემდეგ იღებდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი უფლებები ძალიან მოკრძალებული იყო.

გარდა შრომისა, ცოლები ხშირად ასრულებდნენ ქმრის ოჯახის წევრების უცნაურ და არაჯანსაღ მოთხოვნებსაც კი. იყო შემთხვევები, როცა ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალი ძუძუთი არა მარტო ბავშვს, არამედ სიმამრსაც და დედამთილსაც კვებავდა. ზეციურ იმპერიაში სჯეროდათ, რომ დედის რძე აბრუნებს ახალგაზრდობას და მოხუცებიც არ უშვებდნენ ხელიდან ამის შესაძლებლობას. “დამნაშავე" ცოლის მოკვლა უყოყმანოდ შეეძლო არა მარტო ქმარს, არამედ ოჯახის რომელიმე უფროს წევრსაც – ქმრის მამას ან დედას, ძმას თუ დას. ასეთი რეპრესიები ისჯებოდა კანონით, მაგრამ სასჯელი შემოიფარგლებოდა სიმბოლური ჯარიმით ან ჯოხით რამდენიმე დარტყმით.image
ეს სიტუაცია ყველაზე ცუდი იყო ღარიბი ოჯახების გოგონებისთვის, რომელთა მშობლებმა ქალიშვილის მზითევი ვერ გადასცეს. ასეთ შემთხვევებში ბავშვს 8-10 წლის ასაკში აძლევდნენ მომავალი მეუღლის ოჯახს, ის ხდებოდა მსახური და ხშირად ოჯახის ყველა წევრის სექსუალური სათამაშო. გაჭირვებული ოჯახები, რომლებსაც საპატარძლოსთვის მზითევის ხარჯები არ ჰქონდათ, სახლში ობოლი გოგონა მიჰყავდა. გოგონა ჯერ სახლის საქმეებში ეხმარებოდა ოჯახს, შემდეგ კი უფროსი ვაჟის ცოლი ხდებოდა.image
ღარიბი ოჯახებისთვის ქალიშვილის დაბადება ნამდვილი კატასტროფა იყო. ბავშვის საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფის მიზნით, ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად მიეყიდათ იგი მდიდარი ვაჭრის ან დიდგვაროვანის ჰარამხანაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ხარჭად გახდომისას გოგონას გადარჩენის შანსი ეძლეოდა, რადგან შიმშილის წლებში გლეხის ოჯახებში უსარგებლოდ მიჩნეულ გოგოებს პირველებს ართმევდნენ საკვებს.

საიმპერატორო ჰარამხანა

იმპერატორს, რა თქმა უნდა, ჰქონდა ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ჰარამხანა ჩინეთში. ვინაიდან მონარქი ზეცის ძედ ითვლებოდა, მას ბევრის ნებას რთავდნენ. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტი ცოლი და ხარჭა ჰყავდა იმპერატორს თავის ჰარამხანაში, მით უფრო ძლიერად და გაბედულად ითვლებოდა.image

ისევე როგორც ყველაფერს ზეციურ იმპერიაში, იმპერიულ ჰარამხანას ჰქონდა თავისი მკაცრი წესრიგი. იერარქიის სათავეში იმპერატრიცა იყო, რომელსაც მოჰყვებოდა რიგითი ცოლები, შემდეგ კი ხარჭები. ისინიც იყოფოდნენ რამდენიმე კატეგორიად. სხვადასხვა ეპოქაში იმპერატორებს შეეძლოთ ჰყოლოდათ ოფიციალური ცოლების განსხვავებული რაოდენობა - 4-დან 40-მდე. ბოლო საუკუნეებში შემოიფარგლებოდნენ 4 მეუღლით, რაც სიმბოლოა 4 კარდინალური მიმართულებისა და 4 სეზონის. მთავარ ერთად ისინი ადგენდნენ ციფრ 5-ს - ამდენივე იყო სტიქიები, ძირითადი ფერები და გემოვნების შეგრძნებები. მაგრამ, ცოლების გარდა, იმპერატორს გარშემორტყმული ჰქონდათ სხვა ქალები, ხარჭები, მოახლეები, მოცეკვავეები, მომღერლები.

იმპერატორის ჰარამხანა ეშმაკურად იყო მოწყობილი - თითოეულ ცოლს ჰყავდა 12-მდე მოახლე, უმაღლესი კატეგორიის ხარჭას - 8, მეორე კატეგორიის ხარჭას- 6, მესამეს - 4 და ყველაზე დაბალი კატეგორიის ხარჭებს - 2. რა თქმა უნდა, ყველა ერთ სასახლეში ცხოვრობდა. საიმპერატორო სასახლეში ქალების რაოდენობა 40 000-საც აღწევდა.image


0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0