x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"იტალიური ვილა" - ერთი ულამაზესი თბილისური სახლის ისტორია
imageეს სახლი გერონტი ქიქოძის ქუჩა № 11-მდებაროებს და ქალაქელებმა მას "იტალიური ვილა" შეარქვეს, სახლი ნავთობით მოვაჭრე ბიზნესმენი ძმების, არკადი და არშაკ მილოვების დაკვეთით აშენდა, არქიტექტორი იყო თბილისელი გაბრიელ ტერ-მიქელოვი, რომლის შექმნილია ასევე სასტუმრო „მაჟესტიკი“ (დღევანდელი „თბილისი მერიოტი) და რკინიგზელთა კულტურის სახლი (დღევანდელი ეროვნული მუსიკალური ცენტრი)


ქუჩამ ოთხი სახელი გამოიცვალა: თავიდან მას კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის სახელი ერქვა, შემდეგ გენერალ პასკევიჩის, შემდეგ საქართველოს ბოლშევიკების ლიდერის - ფილიპე მახარაძის, ბოლოს კი - გერონტი ქიქოძის.

image

შენობა შთამბეჭდავი ექსტერიერით მუდმივად იქცევს გამვლელების ყურადღებას. მოდერნიზმის ეპოქაში აშენებული ეს სახლი რენესანსის პერიოდის არქიტექტურის ნიშნებსაც მრავლად ატარებს, რის გამოც ქალაქის მოსახლეობამ მას თავიდანვე "იტალიური ვილა" შეარქვა. თაღოვანი, მონუმენტური ფასადი, მაღალი ჭერი, მასიური კარ-ფანჯრები და ლამაზი აივნები შენობას ქალაქის ერთ-ერთ უნიკალურ და სახასიათო არიქტექტურულ ძეგლად აქცევს.


image

მილოვებმა მხოლოდ მესამე სართული დაიტოვეს თავისთვის, თუმცა აქ არასდროს უცხოვრიათ. ერთი სართული გენერალ ტამამშევს უყიდია, რომელიც სამხედრო იურისტი იყო. ქვედა სართული ინგლისურ კლუბს ეკუთვნოდა. ზედა სართულზე 1920 წელს რაღაც პერიოდი კიროვი ცხოვრობდა, რომელიც რუსეთის ელჩი იყო მენშევიკურ მთავრობაში.

image

1921 წლიდან, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ სახლის მაცხოვრებლებიც შეიცვალნენ. მილოვებს შენობის დათმობა მოუხდათ და ის პარტიულმა ელიტამ დაიკავა. ამ შენობაში ცხოვრობდნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები, ფილიპე მახარაძე და მამია ორახელაშვილი. მოგვიანებით ასევე ორახელაშვილის სიძე, ცნობილი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე.

image

30-იანი წლებიდან ეს შენობა არაერთ ტრაგიკულ ამბავთან არის დაკავშირებული. 1937 წლის რეპრესიებისას სახლიდან ოპერაში რეპეტიციაზე წასული ევგენი მიქელაძე თეატრშივე აიყვანეს და ხალხის მტრად შერაცხულს, დახვრეტა მიუსაჯეს.

37 წელს დახვრიტეს მისი სიმამრიც, პირველი თაობის ბოლშევიკი, მამია ორახელაშვილი. მას კონტრრევოლუციურ საქმიანობაში დასდეს ბრალი. როგორც ამბობენ, სინამდვილეში ორახელაშვილზე და მიქელაძეზე შური ბერიამ იძია, რომელსაც წლების წინ ევგენის მეუღლე, ქეთუსია მოსწონებია და მას უარი უთქვამს. თავად ქეთუსია ამ ამბების დროს ყაზახეთში გაუშვეს გადასახლებაში.

image

ფილმ „მონანიებას“ სწორედ ეს ისტორია უდევს საფუძვლად.

image

კომუნისტურ რეპრესიებს ვერც ფილიპე მახარაძის ოჯახი გადაურჩა.მის ქალიშვილებს 1937 წელს მეუღლეები დაუხვრიტეს. 1941 წელს ავადმყოფობის შედეგად ფილიპე მახარაძეც გარდაიცვალა. ომის პერიოდში ამ სახლში ფილიპეს მეუღლე და ორი დაქვრივებული ქალიშვილი ცხოვრობდა. უფროსი შვილი, არჩილი რამდენიმე წლის წასული იყო იტალიაში და იქ "ფიატის" ქარხანაში მუშაობდა. კრიზისის გამო იმ პერიოდში ოჯახს ინვენტარის ნაწილის გაყიდვა მოუხდათ.

image

image

დღეს ამ შენობაში სულ ორი ოჯახი შემორჩა, რომლთა წინაპრებიც აქ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ მათგანი 67 წლის არჩილ ამირანაშვილია. ის ფილიპე მახარაძის შვილთაშვილია და ამ სახლში მცხოვრები მეოთხე თაობის წარმომადგენელია. სახლი მას და მის ძმას ეკუთვნის, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ ის და მეუღლე ცხოვრობენ.

image

მეორედ ნივთების გაყიდვა 90-იანებში მოუწიათ, ისევ რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო.


image

„ერთი პერიოდი, 90-იანების ბოლოს მთელი შენობის გაყიდვაზე იყო საუბარი, საფრანგეთის საელჩოს უნდოდა შესყიდვა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ფასები არ იყო მისაღები ფრანგებისთვის და გადაიფიქრეს. მოგვიანებით, მეც ვფქირობდი, ხომ არ გამეყიდა და სხვაგან მეყიდა. ვითომ ვეძებდი ბინებს, ბევრი სახლი ვნახე, მაგრამ გული არსად მიმივიდა. სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ყველა მცდელობაზე სახლი გაყიდვას გადაურჩა. მიყვარს აქაურობა და სხვაგან ალბათ ვერც ვიცხოვრებდი. ქუჩაში რომ გადავიხედავ, ყველა ნაცნობია. ადრე მეტრომდე მისვლას ნახევარ საათს ვანდომებდი, იმდენი ნაცნობი მხვდებოდა ხოლმე.“ -აღნიშნა არჩილ ამირანაშვილმა.



წყარო: aldagi.ge

0
131
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0