x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რას გულისხმობენ საცურაო კოსტიუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
საცურაო კოსტიუმის გაგონებაზე ბევრი მაშინვე წარმოიდგენს ქსოვილის პაწაწინა ნაჭერს და წვრილ თასმებს, მაგრამ საცურაო კოსტიუმი განსხვავებულები არსებობს.



image


უფრო მეტიც, მათი დიზაინი დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში მიღებულ კულტურასა და ნორმებზე. გავარკვიეთ, რა ტანსაცმელს ატარებენ ქალები სანაპიროზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.



საფრანგეთი

image


ფრანგი ქალბატონები უპირატესობას ანიჭებენ მარტივ საცურაო კოსტიუმს, რომელიც ბუნებრივ ფორმებს ხაზს უსვამს. უყვართ ღრმად ჩაჭრილი მთლიანი საცურაო კოსტიუმი (ასე ფეხები უფრო გრძელი ჩანს), ფიალები შემავსებლის გარეშე. ყურადღებას აქცევენ საცურაო კოსტიუმის მასალას. ის ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს.



იტალია

image

ეს ქალები დასასვენებლადაც საუკეთესო სამოსს ირჩევენ. კომფორტს არ მისდევენ და სანაპიროზე ხშირად ჩნდებიან სანდლებით ტანგეტა ძირზე. მთავარი ხომ სილამაზეა. სანაპირო სტილს ყოველთვის ავსებენ აქსესუარით. იტალიელ ქალს ძალიან უყვარს ჭყეტელა საყურე და უცნაური მოსაცმელი.



იაპონია

image

ადგილობრივ სანაპიროზე ხშირად შეგიძლიათ ნახოთ გოგოები ჩვენთვის ჩვეულ საცურაო კოსტიუმებში, მაგრამ იაპონელი ქალების უმეტესობას ურჩევნია წყალზე დასვენებისას ჩაიცვას შორტი, მაისური ან საერთოდ გრძელმკლავიანი მაისური ელვა შესაკრავზე და შარვალი.



რატომღაც, ბევრი ქალი საკუთარ გარეგნობაში დარწმუნებული არაა, ამიტომ საჯაროდ გაშიშვლებას ერიდება. ასევე იაპონიაში კანზე საგულდაგულოდ ზრუნავენ. როგორც ცნობილია, არც ერთი საშუალება არ გვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, როგორც ტანსაცმელი.



ფილიპინები

image

ადგილობრივები საცურაო კოსტიუმებს მხოლოდ კერძო აუზებსა და ფიტნეს კლუბებში იცვამენ. საჯარო სანაპიროზე შორტს და მაისურს უპირატესობას ანიჭებენ. ეს გამოწვეულია კონსერვატიული შეხედულებებით და საკუთარ გარეგნობაში თავდაუჯერებლობით. თუ სანაპიროზე დაინახეთ ქალი ბიკინში, სავარაუდოდ, მაღალი კლასის წარმომადგენელია.



ბაჰრეინი

image

ბაჰრეინი ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა სპარსეთის ყურეში. თუმცა აქ მაინც არის მკაცრი წესები, რომლის მიხედვითაც ქალი საჯარო სანაპიროზე საცურაო კოსტიუმით ვერ გამოჩნდება. ის მთლიანად ჩაცმული უნდა იყოს. სხვა საქმეა კერძო აუზი და კურორტი. როგორც წესი, იქ ასეთი შეზღუდვები არაა.



მაროკო

image

მაროკოს სანაპიროზე შეგიძლიათ შეხვდეთ ქალებს კლასიკურ საცურაო კოსტიუმებში, მაგრამ ეს მაინც იშვიათად ხდება. ადგილობრივი ქალების უმეტესობა იცვამს ლეგინსს და მსუბუქ ტოპს ან ე.წ. ბურკინს (საცურაო კოსტიუმი, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს სხეულს და შიშველს ტოვებს მხოლოდ ტერფებს, ხელისგულებს და სახეს).



ბრაზილია

image

ბრაზილიელები, პირიქით, ირჩევენ ბიკინს პრინციპით „რაც ნაკლები ქსოვილი, მით უკეთესი“, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მიიღოთ ლამაზი, თანაბარი რუჯი გარანტირებულად.



კორეა

image

კორეელი ქალების ახალგაზრდობის ერთ–ერთი მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ მზისგან კანის დაცვას სერიოზულად ეკიდებიან. ამ მიზეზით ბიკინი კორეაში იშვიათია.

როცა საქმე სანაპიროზე დასვენებას ეხება, კორეელი ქალი უპირატესობას ანიჭებს გრძელ მკლავებს ან საერთოდ ჰიდროკოსტიუმს. ბიკინს იზომებენ მხოლოდ ფოტო გადაღებებზე, წვეულებებზე და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში.

სტილისადმი დამოკიდებულება ქვეყნიდან ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ჰოლანდიაში ქალები გიჟდებიან ლეგინსებზე და თითქმის ყველაფერთან ერთად ატარებენ. აი, იტალიელები ელეგანტური აქსესუარის სახლიდან არ გამოდიან.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 13 რამ, რასაც მშვიდად ვიცვამთ, ნამდვილი ფრანგი ქალები – არასოდეს

2. ლონდონელების 9 მოდური ხრიკი, რომელთა წყალობით ავდარშიც ბრწყინავენ

3. მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ

4. 42 წლის ბიონსე: გრემის 32 ჯილდოს რეკორდსმენის ყველაზე თამამი კოსტიუმები

5. 30 მტკიცებულება, რომ მოდის ინდუსტრიის ყველაზე ექსცენტრიული სამოსი ბუნებით იყო შთაგონებული

6. ისინი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ, შოპინგზე კი მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურებიან

7. ცნობილი ქალები, რომლებიც ბიჟუტერიას ატარებენ და მაინც მდიდრულად გამოიყურებიან

8. კაბებმა, რომელსაც ქვედა საცვლის გარეშე იცვამენ, მოდის სამყარო დაიპყრეს

9. მინი ქვედაბოლოს ისტორია ჩინური ქრონიკებიდან მადონამდე და ბრიტნი სპირსამდე

10. 20 ელეგანტური კაბა წითელი ხალიჩიდან, რომლებსაც გინდა საათობით უყურო

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი




0
673
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
673