სხვა სანუკვარი ნუგბარი 2012, 8 ოქტომბერი, 21:36 გაოცდებით რომ გაიგოთ რამდენ საშინელებას ჭამს ადამიანი. ეს საშინელი(როდესღაც) არსება ახლა უკვე მოხარშული და მადისაღმძვრელი საჭმელია. ვერ გეტყვით, რომ მე მომწონს, მაგრამ ვისთვისაცაა დამზადებული, ის სიამოვნებით ჩაახრამუნებს (სავარაუდოდ ღამურას წვნიანია). ადამიანის ნაჭამ გველ-ბაყაყს და ლოკოკინას ხომ ალბათ სათვალავიც აღარ აქვს. რაც გინდათ ის თქვით, დელიკატესი დელიკატესად რჩება. ეს საკვები ცოცხალი მაინც იყო ოდესღაც. ეს გოგონა გემრიელად ჩაკბეჩილი ღრუბლით, ბრიტანელი კერი ტრებილკოკია, რომელიც სწორედ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით იკვებება. ვერ გეტყვით რა გემოს ატანს, მაგრამ ქაფზე და საპონზეც არ ამბობს უარს. კერი მკურნალობის კურსს გადის, მაგრამ სანუვარ ნუგბარს ჯერ ვერ გადაეჩვია. ეს კი ფლორიდელი ტემპესტ ჰენდერსონია. ის კერისგან განსსხვავებით მხოლოდ საპნით იკვებება.(ნეტავ ღრუბელი არ მოეწონა, თუ არ გაუსინჯავს?) მისი უცნაური დაავადება აიძულებს, კვირაში ხუთი ნაჭერი საპონი ჭამოს. ამ დაავადებით დასნეულებულნი მიირთმევენ: ლითონს, ცარცს და თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ჯაგრისსაც კი. ასეთ ავადმყოფებს დიდხანს უწევთ ექიმებთან მკურნალობა და ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. 119 4-ს მოსწონს
|