x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
"არ ვარ მოსყიდულიო.. "რავარია"?! ამ ქალისგან ქუდიც აღარ დარჩა პოლიციელის"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტის წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიციას არაერთგვაროვან გზავნილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "უტიფარს" უწოდებს:


"ხატია დეკანოიძეს მოვუსმენე ( ცოტა ხნით ცხადია), აზროვნების (პოლიტიკური) ხარისხი ასეთია: " გეფიცებით არ ვარ მოსყიდული და არც უმწიფარიო". "არ ვიცი რატომ დამაბრალეს უმწიფრობაო "????"გვარების დასახელება მომთხოვესო და პარტნიორებს და კონკრეტულ გვარებს ხომ არ დავასახელებო, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდათო, ბარემ ერთად დავაბრალებ ოპოზიციას გვარების დასახელების გარეშეო“.


არა რა …უმწიფარი და თან ყველაფერთან ერთად პლუს უტიფარი ყოფილი პოლიციელი “რავარია”?!ამ ქალისგან ქუდიც აღარ დარჩა პოლიციელის, “ყარს”საცეცები ოცნებასთან ერთად …….."- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებთან დახურულ შეხვდრებზე პირდაპირ მიანიშნებენ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს:

"ბევრი მორალური სასამართლო უნდა მოვაწყოთ ტყუილებზე დაფუძნებული, ყალბი, გავჩუმდეთ ვინც ყველაფერი იცის და ვმოძღვროთ ხალხი. გაყიდული “ძუკნები” უნდა ვუწოდოთ და ამ დროს ვინც ყველაფერი იცის და ჩუმად არის – იმან ილაპარაკოს ჭკვიანი სახით.?


რა ითქვა ახალი, რაც უამრავმა ადამიანმა არ იცოდა? არ ირჩეოდა ჩუმად? დღემდე იწერება? დღემდე არ ირჩევა საჯაროდ?.


პარარელურ სამყაროში რომ ვცხოვრობთ ყველა და ხალხსაც იქ ვაცხოვრებთ – იმიტომ “დავამარცხეთ” ქართული ოცნება.


ყველამ ყველაფერი იცის და ამ დროს ყველა ჩუმადაა.. ჩემი დიდი შეცდომა მიშელის ხელმოწერაზე არასწორი პოზიციაა. სალომე სამადაშვილი “გაასამართლეს” მაშინ და სხვები. შეცდომა აღმოჩნდა.


ახლაც, გამოდით და თქვით სიმართლე, რომ ეს შიშები არსებობს და ლეგიტიმურია. მაგრამ სტატუსი გვჭირდება."- დაწერა დეკანოიძემ, რომლის სტატუსსაც პოლიტიკოსებს შორის დიდი გამოხმაურება მოყვა.







0
286
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
286