x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უკვე "მარტო" აღარ არის – მაკოლეი კალკინი მამა გახდა

ალბათ, ცოტა თუ არის, ვისაც თავისი დროის, საკულტო საახალწლო ფილმი – «მარტო სახლში» არ უნახავს. ის ბავშვის თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომელიც შემთხვევით, სახლში დარჩათ... და სწორედ ამ დროს, მისი სახლის გაქურდვა 2 კრიმინალმა გადაწყვიტა.

ფილმის შინაარსის, რა თქმა უნდა, აქ არ მოვყვებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ის ეკრანებზე 33 წლის წინ გამოვიდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი – მაკოლეი კალკინი, მაშინ 10 წლის იყო.


ბრწყინვალე მომავალიimage


ფილმი კარგი გამოვიდა და კინოგაქირავებაში, ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა... და ეს იმ ფონზე, რომ მისი ბიუჯეტი მხოლოდ 20 მლნ. დოლარი იყო. თავად მაკოლეი კალკინი კი, რამდენიმე პრესტიჟულ ჯილდოზე იყო ნომინირებული და კინოკრიტიკოსების აზრით, მომავალში, ბრწყინვალე კარიერა ელოდა. თუმცა, მათი წინასწარმეტყველება არ ახდა...

საქმე იმაში იყო, რომ მაკოლეი იმ კატეგორიას არ ეკუთვნოდა, ვინც ქუჩაში ან სკოლაში შემთხვევით შენიშნეს და გადასაღებ მოედანზე მიიყვანეს. მისი მამა კრისტოფერი ბროდვეის მსახიობი იყო და მისი კარიერა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ხოლო, მაკოლეის დაბადების მომენტისთვის, ის თეატრიდან საერთოდაც გამოაგდეს. მოგვიანებით, მან მუშაობა კათოლიკურ ეკლესიაში, მომარაგების მენეჯერის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. ხოლო, პარალელურად, საკუთარი შვილების ჰოლივუდში «დასაქმებას» ცდილობდა. მართალია, ის მსახიობი აღარ იყო, მაგრამ ხელოვნების სფეროსთან გარკვეული კავშირები ჰქონდა. როგორც კი, საბავშვო ქასთინგის შესახებ, რამეს გაიგებდა, მას შვილი კინოსტუდიაში მიჰყავდა... და მსგავსი შემთხვევა უამრავი იყო, რადგან კალკინების ოჯახში 7 ბავშვი იზრდებოდა. თუმცა, მხოლოდ მაკოლეის გაუმართლა, რომელიც ქასთინგებზე 4 წლიდან დაჰყავდა. მას ჯერ ეპიზოდურ როლებს აძლევდნენ, შემდეგ კი, მთავარი როლიც მისცეს და მსოფლიომაც გაიცნო...


დასასრულის დასაწყისიimage


«მარტო სახლში» შესრულებული როლისთვის, პატარა მსახიობს 100 ათასი დოლარი გადაუხადეს და ეს მისი კარიერის დასასრულის დასაწყისი გახდა...

მაკოლეის მამას ჰონორარი ეცოტავა და შვილის მენეჯერი და აგენტი თავად გახდა. ყოველი ფილმის გადაღების წინ, ის ჰონორარს, წინა ფილმებთან შედარებით, ზრდიდა და შედეგად, «მარტო სახლში–2»–ში შესრულებული როლისთვის, კალკინს 4, 5 მლნ. დოლარი გადაუხადეს. თუმცა ეს, კინომწარმოებლებისთვის, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ფილმის პროდიუსერებს, კრისტოფერის პათოლოგიური სიხარბის გამო, კალკინთან საქმის დაჭერა აღარ უნდოდათ.

შექმნილი სიტუაციის გამო, ოჯახში გამუდმებით უთანხმოება იყო და მაკოლეი, სახლში და სამუშაოზე დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, თავად ამბობდა როლებზე უარს. მიუხედავად ამისა, მამა მას ქასთინგებზე სიარულს მაინც აძალებდა, დედა კი, ყოველთვის შვილის მხარეს იყო... და ბოლოს, მეუღლეებმა ისე იჩხუბეს, რომ საქმე განქორწინებამდე მივიდა.


კინომ ოჯახი დაანგრიაimage


თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. უნდა გადაწყვეტილიყო ვინ იქნებოდა ბავშვების მეურვე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო – ვინ განაგებდა მაკოლეის თანხებს. სასამართლო 2 წელს გაგრძელდა და ბავშვები და ფული დედას დაუტოვეს. ხოლო მამა, ამის შემდეგ, ოჯახის ცხოვრებიდან საერთოდ გაქრა.

როდესაც ყველაფერი დასრულდა და ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა, მაკოლეი უკვე 17 წლის იყო... და უნდა ითქვას, რომ იმ დროს ის, კარიერაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა: ეწეოდა, სვამდა და აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარდა. ამის გამო, თეატრიდან კი გააგდეს. შემდეგ, ყოფილმა მსახიობმა, სრულიად «შემთხვევით», ბავშვობის მეგობარზე იქორწინა. გოგონა ფიქრობდა, რომ მას იმ ორმოდან ამოათრევდა, სადაც ის, ასე ჯიუტად მიემართებოდა.


უბედურება მარტო არ მოდის...image


თუმცა, მან ამის გაკეთება ვერ შეძლო და ქმარი წლინახევრის შემდეგ მიატოვა. ამის შემდეგ, მაკოლეიმ საფუძვლიანად «აუშვა» – ის ფილმებში ცოტას თამაშობდა და ბევრს ერთობოდა. ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სუიციდის რამდენიმე შემთხვევა – ეს ის გამოცდილება იყო, რაც ოდესღაც პერსპექტიულმა მსახიობმა 35 წლის მანძილზე დააგროვა.

რაღაც მომენტში, ის მიხვდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და მავნე ჩვევებთან ბრძოლა დაიწყო. სამოქმედო ასპარეზად კი ინტერნეტი აირჩია, სადაც დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდა. პარალელურად კი, საკუთარი შოუს გაკეთებას შეეცადა, სადაც რეგულარულად იმ ადამიანებს იწვევდა, რომლებსაც ბავშვობის პერიოდიდან იცნობდა.



«სინათლე გვირაბის ბოლოს»image


თანდათანობით, მაკოლეის ცხოვრებამ მოწესრიგება დაიწყო... და უფრო მეტიც, მას ფილმში როლიც კი შესთავაზეს. მართალია, მეორე ხარისხოვანი, მაგრამ მაინც. ხოლო, ერთხელ, გადასაღებ მოედანზე, მან მსახიობი და რეჟისორი ბრენდა სონგი გაიცნო... პრესა, დიდი ხნის მანძილზე, მათი ურთიერთობის დეტალების გარკვევას ცდილობდა და ბოლოს დაადგინეს, რომ მათ შორის, რომანტიკული ურთიერთობა არსებობდა. ხოლო, 2021 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა.


ყველაფერი კარგად იქნება...image


გასულ წელს კი, ინფორმაცია გავრცელდა, რომ მაკოლეი მამა მეორედ გახდა. ჟურნალისტების შეკითხვებზე, მან პირდაპირ უპასუხა, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც პასუხისმგებლობიანი მეოჯახეა და რომ ოჯახზე ძვირფასი მის ცხოვრებაში არაფერია და არც შეიძლება რომ იყოს...

წელს, ერთ დროს, ყველაზე პოპულარულ ბავშვ–მსახიობს 43 წელი შეუსრულდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რეალური ისტორიული ფაქტები, რომლებიც ბოდვას და ტყუილს უფრო ჰგავს

* აღმოჩენილია უფრო ძველი დოკუმენტი, ვიდრე შუმერული ჩანაწერებია – საიდან გავჩნდით პლანეტაზე და როგორ მივაღწიეთ ასეთ განვითარებას?

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (III ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0