x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
როგორ იცვლებოდა ქალის თეთრეულის მოდა 100 წლის განმავლობაში
image


ინტიმური თეთრეული მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გარდერობის განუყოფელი ნაწილია, რომელზეც როგორც წესი მოდის ცვლილებები ყველაზე მეტად აისახება. ბოლო 100 წლის განმავლობაში ქალთა გარდერობის ამ განუყოფელმა ატრიბუტმა იმდენი სახეცვლილება განიცადა რომ 1940-იანი წლების ფოტოსურათების თვალიერებისას ძნელად დასაჯერებელია რომ ქალებს მსგავსი სახის თეთრეულის ტარება უწევდათ. მოდით ვნახოთ თუ რა ტრანსფორმაცია განიცადა ქალის საცვალმა ბოლო 100 წლის განმავლობაში.





1. საყვარელი კაბები (1910-1920 წწ)


image


რასაც ახლა ზაფხულში ვატარებთ, ადრე საცვლებს ეძახდნენ. ეს იყო მუხლამდე სიგრძის მაქმანებიანი კაბები, რომელთან ერთადაც ასევე მოდურად ითვლებოდა წინდების ტარებაც, რომელიც როგორც წესი, მუხლის თავს არ სცდებოდა. დღესდღეობით, ასეთი საცვლების ნახვა ქუჩებში სულ უფრო ხშირად არის შესაძლებელი, თუმცა ამჯერად, უკვე მოდური კაბის სახით.





2. კომფორტული შორტები (1920-1930 წწ)


image


და აი, დადგა აღვირახსნილი გართობისა და ცეკვის დროც, ამიტომ კაბები, რომლებიც ამ მხრივ მთლად პრაქტიკული არ იყო, მაღალ შორტებად და კომფორტულ ბიუსჰალტერებად გადაკეთდა. ასეთი კომბინაცია ასევე შესანიშნავად უსვამდა ხაზს ქალის სხეულის ფორმებსაც.





3. ბიუსტჰალტერის განვითარება (1930-იანი წლები)


image


პირველად სწორედ მაშინ დაიწყეს დიზაინერებმა ფიქრი ბიუსტჰალტერის კომფორტულ ფორმაზე, ვინაიდან კორსეტები სრულიად არაპრაქტიკული იყო, პირველი ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდისთვის ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ასრულებდა უკვე ბაზარზე 1930-იან წლებში გამოჩნდა.




4. ბიუსტჰალტერის მოდერნიზაცია (1930-1940 წწ)


image


ამ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა - გაჩნდა ლითონის დეტალებით გაწყობილი ბიუსჰალტერები, სქელი ქსოვილისგან დამზადებული კონუსის ფორმის აზღუდები, და პირველად, მაღაზიის დახლებზე უბრიტელო ლიფებიც გამოჩნდა.





5. ქსოვილების მრავალფეროვნება (1950-1960 წწ)


image


მერლინ მონროს სექსუალობამ დიზაინერები შთააგონა ექსპერიმენტები არა მხოლოდ ფორმაზე, არამედ მასალაზეც ჩაეტერებინათ, ასე გაჩნდა პირველი მაქმანის, შიფონისა და ატლასის კომპლექტები.





6. კეკლუცობის დრო (1960-იანი წლები)


image


60-იანი წლების ქალის თეთრეული განსაკუთრებული რომანტიკულობითა და სითამამით გამოირჩეოდა. რომანტიკული ნაკეცები, ყვავილებითა და ბაფთებით გაფორმებული აზღუდები - აი, რით იწონებდნენ თავს იმდროინდელი მოდის მოყვარულები.





7. მაქმანებიანი კომპლექტები (1970-იანი წლები)


image


70-იანი წლებში თეთრეული უკვე ხდება უფრო თამამი, გამჭვირვალე და ასევე მინიმალისტურიც. მისი დიზაინი გამოირჩევა სიმარტივითა და სიმსუბუქით, მთავარი აქცენტი კი მაქმანზე კეთდება.





8. თეძოს ხაზი (1980-1990 წწ)


image


სწორედ ამ ეპოქაში დაიწყო აქცენტის გაკეთება თეძოებზე, შესაბამისად, სხეულის ამ ნაწილს საცვლებშიც ხაზი განსაკუთრებულად ესმებოდა. თეთრეულის შესაქმნელად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფაქტურის მასალები, დიზაინერებს ასევე ფერთან დაკავშირებული ექსპერიმენტებიც არ აშინებდათ.






9. სექსუალობის ბუმი (1990-იანი წლები)


image


90-იანებში თეთრეული ხდება აგრესიულად სექსუალური, თუმცა ამავდროულად ყველა კომპლექტი საგულდაგულოდ გააზრებული და არა ვულგარულია.




10. ყოველგვარი მორიდების გარეშე (2000-იანი წლები)


image


მშფოთვარე ნულოვანებში მოდურად საცვლების დემონსტრირება ითვლებოდა. ვარსკვლავები განზრახ ახდენდნენ თავიანთი ტრუსების რეზინის ჩვენებას, რომლებიც დაბალწელიანი ჯინსის შარვლებიდან ჰქონდათ ამოწეული, ასევე საკმაოდ ტრენდულად ითვლებოდა ნახევრადგამჭვირვალე პერანგების ტარებაც.





11. საზღვრების წაშლა (2010-იანი წლებიდან დღემდე)


image


დღესდღეობით, სრულიად ნორმალურად ითვლება მაგალითად, პენუარის სტილის კაბაში გარეთ გასვლა. იგივე ეხება სხეულის ტიპსაც: "პლუს" ზომის მოდელები ახლა პოპულარობის პიკზე არიან.








0
408
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
408