x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სიგიჟეები, რომლებსაც ძველი ბერძნები სჩადიოდნენ

image


ძველი ბერძნების მემკვიდრეობამ უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. ეს ეხება ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს: მედიცინიდან დაწყებული ხელოვნებით დასრულებული, თუმცა გარდა ამ ყველაფრისა, ძველ საბერძნეთში ისეთ სიგიჟეებსაც სჩადიოდნენ, რომელთა დაჯერებაც უბრალოდ შეუძლებელია. დღეს სწორედ ოთხ მათგანზე ვისაუბრებთ.


უცნაური ძველბერძნული მედიცინა


image


საიდუმლო არ არის, რომ "მედიცინის მამა" ჰიპოკრატე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, თუმცა მის მიერ აპრობირებული დიაგნოსტიკური მეთოდები ზოგისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა.ასე მაგალითად, ზუსტი დიაგნოზირებისთვის ხშირად ჰიპოკრატე პაციენტის შარდის ნიმუშის გარდა, ასევე ყურიდან გოგირდის სინჯს იღებდა.



ცემინება როგორც კონტრაცეფციის მთავარი მეთოდი


image

ძველი ბერძნები კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, თუმცა მათ შორის ალბათ ყველაზე უცნაურად მაინც ცემინება ითვლება, დიახ, დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ - ც ე მ ი ნ ე ბ ა! არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად სქესობრივი აქტის შემდეგ ქალს მყისიერად უნდა ჩაებუქნა და რაც შეიძლება ძლიერად უნდა დაეცემინებინა. ეფესოს ცნობილი მკურნალის სორონას აზრით, ეს მეთოდი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზა იყო.



კანის გათეთრება


image


ძველ საბერძნეთში მოდაში ფერმკრთალი სახის კანი იყო, ხოლო ქალბატონებს სახეზე ყოველთვის ასეთი თეთრი ფერი რომ ჰქონოდათ ამისთვის კანზე სხვადასხვა შემადგენლობის ტოქსიკურ ნივთიერებებს ისვამდნენ, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმის სერიოზულ ინტოქსიკაციას იწვევდა და "მოდის" მიმდევრებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც უქმნიდა.




"ძვირფასი" ოფლი


image


თანამედროვე საზოგადოებაში სხეულის არასასიამოვნო სუნი ცუდ ტონად ითვლება და, როგორც წესი, ის შეუმჩნეველი არც გარშემომყოფებისთვის რჩება. თუმცა, ძველ საბერძნეთში ყველაფერი პირიქით იყო, ოფლის სუნი ქალებს ძალიან მოსწონდათ, რადგან ის თქვენ წარმოიდგინეთ და, მამაკაცის სიძლიერესთან და მამაცობასთან ასოცირდებოდა.










0
738
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
738