x
image
Yoona
შეიძლება თუ არა პირადი ნივთების გაყიდვა: 3 მიზეზი, რატომ არ ღირს ამის გაკეთება
ახლა პირადი ნივთების გაყიდვა ძალიან, ძალიან მარტივია. სპეციალურად ამ მიზნით მრავალი თემატური საიტი და ფორუმია შექმნილი. თუმცა ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც ეზოთერიზმით სერიოზულად დაინტერესებული არიან, ამის გაკეთებას მკაცრად არ გვირჩევს. რას ეფუძნება მათი თვალსაზრისი?



შეიძლება თუ არა პირადი ნივთების გაყიდვა: აკრძალვის მიზეზები

image

განვიხილოთ ძირეული მიზეზები, რატომ არ არის რეკომენდებული პირადი ნივთების გაყიდვა პრინციპში.



ენერგეტიკის დაკარგვა


შეიძლება ისე გაყიდოთ პირადი ნივთი, რომ თქვენი ნაწილი არ დაკარგოთ? არა! საქმე იმაშია, რომ ჩვენი ენერგეტიკა გადადის ნივთებზე, რომელთაც ხშირად ვიყენებთ. სწორედ ამიტომ, მათმა გაყიდვამ ადამიანის ბიოველში გაუმართაობა შეიძლება გამოიწვიოს. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლილება, დეპრესია.



image


სხვისი ზეგავლენა

აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ნივთები შეიძლება შეიძინოს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცდილობენ რაიმე სახის ზიანი მოგვაყენონ. ნივთების მეშვეობით თქვენზე ნეგატიურ გავლენას მოახდენენ.



პირადი ინტერესი

ნივთების გაჩუქებაში ცუდი არაფერია. უარესია, როცა ადამიანი ასეთი ემოციური იმპულსით სარგებლის მიღებას ცდილობს.



პირადი ნივთების გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ყიდვა?

image

ახლა ვისაუბროთ შეიძლება თუ არა მეორადი ტანსაცმლის და ნივთების ყიდვა. ეკონომიკური კრიზისის გამო ხალხის შემოსავალი საგრძნობლად იკლებს, ამიტომ ბევრი უარს ამბობს ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე და მეორადების მაღაზიებს სტუმრობს. ამის გაკეთებაც არ ღირს.



სხვისი ბედი

სხვისი ნივთის ტარებით ადამიანი თითქოს მისი ბედის მორგებას ცდილობს. ასე ცხოვრება წარმოუდგენელი გზით შეიძლება განვითარდეს. რისკი, რომ ცვლილებები უარყოფითი იქნება, გაცილებით მაღალია.



image


ბიორიტმის დარღვევა

სხვისი ნივთის ყიდვით იმ ადამიანის ხასიათის ნაწილსაც ვიღებთ. ჩვენი ბიორიტმი ამას ძალიან განიცდის, ამიტომ ასეთი შენაძენის გაკეთება არ ღირს.



თავმოყვარეობა

რა თქმა უნდა, იმის გაცნობიერება, რომ თქვენს გარდერობში სხვისი ნივთებია, თავმოყვარეობას ძლიერ ურტყამს. თავდაჯერებულობა ქრება, თითქოს არც არასდროს ყოფილა. ადამიანი უფრო ჩაკეტილი ხდება.

პირადი ნივთების გაყიდვა მარტივია და ამით საკმაოდ სოლიდური თანხის მიღებაც შეიძლება. ოღონდ ამის გაკეთება რეკომენდებული არაა.



აქ შეგიძლიათ ნახოთ 5 რამ, რისი გასესხებაც და ვალად აღება არ შეიძლება.

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
25