x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ჩინეთში უპილოტო საჰაერო ტაქსები ახლა უკვე ოფიციალურად იფრენენ
image

ჩინურმა კომპანია EHang-ს მფრინავი უპილოტო ტაქსით კომერციული გადაზიდვები დაიწყო, ოფიციალური ნებართვა უკვე გაცემულია.


საფრენოსნო ტესტები 2017 წლიდან მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში მათ 4 ათასი საცდელი ფრენა განახორციელეს. ტაქსი იტევს ორ მგზავრს და შეუძლია განავითაროს 130 კმ/სთ-მდე სიჩქარე და იფრინოს ერთ დამუხტვაზე 30 კმ მანძილი.. შესანიშნავი გამოსავალია საცობების თავიდან ასაცილებლად!


Guangzhou EHang Intelligent Technology Company Limited ან EHang Holdings Limited, შემოკლებით EHang (ჩინურად: 亿航智能) არის ჩინური თვითმფრინავების მწარმოებელი კერძო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებაზე, ეს არის სამგზავრო, სატვირთო, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო და სათვალთვალო მიზნებისათვის.


კომპანია 2014 წელს დაარსდა, შტაბ-ბინა მდებარეობს გუანჯოუში, ხოლო ძირითადი საწარმოო ობიექტები არის იუნფუში.

image

მისი პირველი ინვესტორები იყვნენ სარისკო კომპანიები GGV Capital, GP Capital და ZhenFund. 2016 წლის დასაწყისში კომპანიამ წარმოადგინა თავისი პირველი სამგზავრო დრონი, Ehang 184, ხოლო 2017 წელს გამოაცხადა უპილოტო საჰაერო ტაქსის სერვისის განვითარების შესახებ ქალაქ დუბაიში და ნევადას შტატში.


2018 წლის ნოემბერში EHang-მა გადაწყვიტა ლიონში კვლევითი ცენტრის აშენება და ასევე ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ავსტრიულ ავიაკოსმოსურ ჯგუფთან FACC.


2020 წლის მარტისთვის, EHang-მა პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ქალაქებთა გუანჯოუსთან, ლინცთან, სევილიასა და ლირიასთან, რათა განავითაროს ურბანული საჰაერო საპილოტე პროგრამები.


2021 წლის თებერვალში კომპანიას ბრალი დასდეს თაღლითობაში, რის შემდეგაც EHang-ის აქციები 63%-ით დაეცა.


2021 წლის ივნისში კომპანიამ იაპონიაში უპილოტო საჰაერო ტაქსის საცდელი ფრენა განახორციელა. 2023 წლის თებერვალში, ისევ იაპონიაში, აეროტაქსი უკვე მგზავრებითურთ გაფრინდა.


1
233
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
233
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:11
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1