x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ახალი სიცოცხლის დაბადების ჯადოსნური პროცესი, რომელიც ფოტოგრაფმა გვაჩვენა ჯერ კიდევ 1950–იან წლებში

ადამიანის დაბადება ნამდვილი სასწაულია, რომლითაც აღფრთოვანებას თანამედროვე მეცნიერებაც კი არ წყვეტს. მეცნიერები მთელ მსოფლიოში მუდმივად სწავლობენ ამ პროცესს, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ახალი დეტალი გაიგონ მის შესახებ. საბედნიეროდ, ინოვაციური ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა.



image


თუმცა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში შვედმა ფოტოგრაფმა და ამასთან მეცნიერმა ლენარტ ნილსონმა ნამდვილად შეუძლებელი გააკეთა. მან მოახერხა ემბრიონის ევოლუციის გადაღება ჩასახვიდან დაბადებამდე და ამასთან ინფორმაციული და ძალიან საინტერესო სურათების მიღება.



როგორ მოახერხა ეს ასეთ დაბალტექნოლოგიურ პერიოდში? რა თქმა უნდა, ლენარტმა წარმატებას მაშინვე ვერ მიაღწია. ექსპერიმენტი ჩაატარა სხვადასხვა ტექნიკაში და გამოიყენა მაკროლინზები. საუკეთესო შედეგის მიღება შეძლო ცისტოსკოპის მილის ბოლოზე მიკროკამერისა და მიკროილუმინატორის მიმაგრებით. ნაყოფის განვითარების პროცესის დარღვევის გარეშე, ფოტოგრაფმა დააფიქსირა ყველა ეტაპი, რომელიც ხდება ქალის საშვილოსნოში ორსულობის დროს.




ფოტოგრაფმა 10 წელი დახარჯა, რომ მაქსიმალურად კარგი ფოტოები მიეღო. 1965 წელს ფოტოები გამოაქვეყნა ჟურნალში LIFE (იმ დროს პოპულარული ჟურნალი აშშ–ში), რის წყალობითაც ნილსონმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. ნილსონმა შექმნა ნამდვილად საოცარი ფოტოები. მისი წყალობით ხალხმა პირველად შეძლო საკუთარი თვალით ეხილა ადამიანის სიცოცხლის წარმოშობა და ადრეული განვითარება.



სპერმატოზოიდი მოძრაობს ფალოპის მილში კვერცხუჯრედისკენ

image


ასე გამოიყურება კვერცხუჯრედი

image


საბედისწერო შეხვედრა

image


1965 წელს ლენარტ ნილსონმა გამოაქვეყნა ილუსტრირებული წიგნი სახელწოდებით „ბავშვი დაიბადა“, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ განვითარებადი ემბრიონის ფოტოებს, არამედ ექიმის ტექსტებს, ასევე რჩევებს მშობიარობამდე პერიოდისთვის. ამის შემდეგ ფოტოგრაფმა კიდევ რამდენიმე წიგნი გამოსცა. მათში აქცენტი ფოტოებზე იყო გამახვილებული.



სპერმატოზოიდი არღვევს კვერცხუჯრედის გარსს და მასში შედის.

image


1 კვირის შემდეგ ჩნდება ბლასტოცისტი – ემბრიონული უჯრედის ბურთი, რომელიც წარმოიქმნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან.

image

ჩანასახი გადადის საშვილოსნოში და ფიქსირდება.



8 დღის

image

ემბრიონი, საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე მიმაგრებულია.



22 დღის

image

იწყება განვითარების პროცესი. ნაცრისფერი ზონა ბავშვის ტვინი ხდება.



24 დღის

image

ემბრიონს უვითარდება პრიმიტიული გული. მას უკვე აქვს ორი კამერა (პარკუჭები). გული დიდ როლს ასრულებს ემბრიონის განვითარებაში, რადგან პასუხისმგებელია სისხლის მიმოქცევაზე, რომელიც ანაწილებს საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს ყველა პატარა განვითარებად ორგანოში.



4 კვირის

image

ემბრიონის ზომები დაახლოებით 7 მილიმეტრია. ახლა აქვს სხეული თავით და კუდით.



5 კვირის

image

5 კვირაზე ემბრიონი 9 მმ–მდე იზრდება. მას უჩნდება სახის მსგავსი, რომელშიც უკვე ამოიცნობა მომავალი პირის, ცხვირის და თვალების ღიობები.



6 კვირის

image

ემბრიონის ზომა დაახლოებით 22 მილიმეტრია.



7 კვირის

image

სხეული ზრდას აგრძელებს. ის, რაც ოდესღაც ნებისმიერი პრიმიტიული ძუძუმწოვრის ემბრიონს ჰგავდა, ახლა მინიატურულ ადამიანს ემსგავსება. თავის ქალის ძვლები ჯერ კიდევ ძალიან მკვრივი არაა, ამიტომ ტვინი თხელი ხრტილის გასწვრივ ჩანს. შუბლის არეში ჩანს ორი დიდი ბუშტოვანი სტრუქტურა, რომელიც მალე ტვინი გახდება.



8 კვირის

image

ამ ეტაპზე ნაყოფს დაახლოებით 30 მმ სიგრძე აქვს და დაახლოებით 8 გრამს იწონის. გული, ხელები, თავი და ფეხები განვითარებულია.



9 კვირის

image

ნაყოფი სულ უფრო ემსგავსება ადამიანს. თავის ქალას ძვლების შერწყმის ადგილებში წარმოიქმნება ბევრი სისხლძარღვი.



12-13 კვირის

image

ნაყოფის მარცხნივ არის ყვითელი პარკი, რომელიც უზრუნველყოფს ემბრიონის კვებას პლაცენტის სრულ ჩამოყალიბებამდე.



13 კვირის

image

სწრაფად მზარდი ემბრიონი საიმედოდ არის დაცული დედის საშვილოსნოში.



16 კვირის

image

თხელი კანიდან ჩანს სისხლძარღვების ქსელი. ნაყოფი იწყებს ხელების გამოყენებას, რომ შეისწავლოს საკუთარი სხეული და გარემო.



18 კვირის

image

ნაყოფის ზომა დაახლოებით 14 სმ–ია. ახლა გარე სამყაროს ბგერების აღქმა შეუძლია.



20 კვირის

image

იწყება თავის და ტანი თმით დაფარვა.



23 კვირის

image


26 კვირის

image

განვითარების ამ ეტაპზე ნაყოფის ზომა დაახლოებით 30 სანტიმეტრია.



36 კვირის

image

მალე ბავშვი მზად იქნება, რომ ამქვეყნად მოევლინოს.



ლენარტ ნილსონმა მეცნიერებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან მედიცინის და შემოქმედების გაერთიანება შეძლო, რამაც პერსპექტივაში შესაძლებელი გახადა ახალი ჰორიზონტების გახსნა ფოტოხელოვნებაში.


აქ შეგიძლიათ ნახოთ მაკროფოტოებში აღბეჭდილი უხილავი ცოცხალი სამყარო Nikon Small World-ის მონაწილეებისგან.

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
162