x
image
ქეთი1988
Mediator image
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხატვრები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს თავიანთი ნიჭის წყალობით

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი, ანუ დაახლოებით 650 მილიონი ადამიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. აამ ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, ვერ იტყვით, რომ ისინი შშმ პირებმა შექმნეს. ეს ხალხი ნამდვილად შთამაგონებელია. ისინი ცხოვრობენ ისეთ პირობებში, რომლებიც ზოგჯერ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ინვალიდობა არ გამხდარა დაბრკოლება მათი შემოქმედებისთვის.image

მარიუშ კეძერსკი ხელების გარეშე დაიბადა, მაგრამ მაინც მოახერხა ოცნების ახდენა და მხატვარი გახდა. image

ხუან გოფუმ ორივე ხელი დაკარგა ოთხი წლის ასაკში ძლიერი ელექტრო დარტყმის გამო. მაგრამ ამან არ შეაჩერა იგი ოცნების გზაზე და 12 წლის ასაკში მან ფეხებით ხატვა ისწავლა.image

აირის გრეისს აქვს აუტიზმი. როდესაც ლოგოპედი მუშაობდა გოგონასთან, რომელიც ძალიან ნელა სწავლობდა ლაპარაკს, მან მშობლებს ურჩია, აირისისთვის ხატვა ესწავლებინათ. აღმოჩნდა, რომ მას ნამდვილი ნიჭი აქვს.image

პიტერ ლონგსტაფი დაიბადა ხელების გარეშე, ის გახდა ტალიდომიდის მსხვერპლი, რომელიც დედამ ორსულობის დროს მიიღო. მაგრამ თავად არასოდეს თვლიდა თავს ინვალიდად და მარჯვენა ფეხით ხატვა ისწავლა.image

სამი წლის ასაკში სტივენ უილტშირს სავანტის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა კი ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი მეხსიერებიდან დეტალური სურათების დახატვით.image

ცერებრალური დამბლით დაბადებული პოლ სმიტი საბეჭდ მანქანაზე მხოლოდ ერთი თითის გამოყენებით ხატავს სურათებს.image


ჯეისი შეიტან ტენეტმა მარჯვენა ხელი 20 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგა და მას შემდეგ მხოლოდ მარცხენა ხელით ხატვა შეძლო. მაგრამ მისმა მეგობარმა, ინჟინერმა და დიზაინერმა, მისთვის პროთეზი შექმნა, რომლითაც მხატვარს ტატუს გაკეთება შეუძლია.image

რაკან აბდულაზიზ ქურდი საუდის არაბეთიდან ამტკიცებს, რომ ინვალიდობა არ არის დაბრკოლება შემოქმედებისთვის.image

ვიქტორინ ფლოიდ ფლუდი ბრმა ფოტოგრაფია, რომელმაც მხედველობა 26 წლის ასაკში დაკარგა.image

დუგ ჯექსონი დაიბადა ცერებრალური დამბლით და ხატავს ფუნჯით, რომელიც თავზე დამაგრებული აქვს ბინტით.image







0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0