x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
პელე და ქართველები -ერთი ფოტოსესიის ისტორია
image

23 ოქტომბერი ფეხბურთის მეფის, პელეს დაბადების დღეა, გასულ წელს, პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაგაცანით ორი ფოტოს ისტორია რუბრიკიდან "პელე და ქართველები", დღეს კიდევ ერთი ფოტოსესიის ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელიც ამჯერად პელეს და "სუხიშვილების" შეხვედრას შეეხება, რომლებიც საგასტროლოდ ბრაზილიაში იმყოფებოდნენ.



„ბრაზილიაში გასტროლებისას შეგვატყობინეს ჩვენთვის მოულოდნელი ამბავი: ფეხბურთის ლეგენდარულმა ვარსკვლავმა პელემ, რომელსაც გაეგო მის ქვეყანაში ქართველ მოცეკვავეთა სენსაციური გამოსვლების ამბავი, დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და მთელი ანსამბლი თავის მშობლიურ სანტოსში მიგვიწვია.


თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვების ამ ყველაზე სახელოვან სპორტსმენთან უშუალო შეხვედრის შესაძლებლობას თვით ადგილობრივი ფეხბურთის ფანატიკოსი მოყვარულნიც კი არიან მოკლებულნი, გასაგები იქნება ჩვენი მღელვარება და სიხარული…




დილის თორმეტი საათი იყო, როცა მივედით ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც ფეხბურთელთა ცნობილი კლუბის სანტოსის საწვრთნელი ბაზაც არის. მოედანზე გუნდის მთელი შემადგენლობა მწვრთნელ ანტონიოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. ზოგიერთი ფეხბურთელი ვიცანით. აი, მეკარე ჟილმარი – გუნდის ვეტერანი, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრები: ორლანდო, ზიტო, ედუ და ლიმა, მაგრამ ჩვენი მასპინძელი, თვითონ პელე სადღაა? იგი მინდორზე მოგვიანებით გამოვიდა, ღიმილით მოგვიახლოვდა და მოგვესალმა.

image

„დღეს ცოტა შეუძლოდ ვარ და სრული დატვირთვით არ ვვარჯიშობ“, – გვეუბნება პელე – „თქვენს შესანიშნავ ანსამბლზე ბევრი რამ მსმენია. აქ, ბრაზილიაშიც ბევრი ქება მოვისმინე თქვენზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ანსამბლი სანტოსსაც ეწვია. ძალია ცოტა დრო მაქვს თავისუფალი და თქვენს სპექტაკლს, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, მაგრამ კვირას აუცილებლად მოვალ თეატრში“, – გვპირდება შავი მარგალიტი.

image


ილიკო სუხიშვილი მოვერცხლილ ყანწს აწვდის პელეს საჩუქრად და უხსნის, რომ ამ სასმისით საქართველოში ღვინოს სვამენ. პელე იღიმება და თავს აქნევს: „მე არასოდეს ვსვამ მაგარ სასმელებს, მაგრამ ამ ყანწით კოკა-კოლას მაინც შევსვამ“.


მოაქვთ ახალი ბურთი, რომელზეც სანტოსის ყველა ფეხბურთელის ავტოგრაფია. პელე გვაძლევს ბურთს სამახსოვროდ და გვპირდება, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში სტუმრად. გვირიგებენ აგრეთვე სანტოსის სამახსოვრო ვიმპელებს და სამკერდე ნიშნებს.


ფეხბურთის მეფე ბოდიშს იხდის, ღიმილით გვემშვიდობება და უერთდება თავის გუნდს, რომელიც მოედანზე წვრთნას განაგრძობს.

image


კიდევ დიდხანს ვადევნებთ სტადიონის ტრიბუნიდან თვალს ბრაზილიის მრავალგზის ჩემპიონის, სანტოსის ვარჯიშს და ფეხბურთის მსოფლიო კერპს – ყველასთვის საყვარელ პელეს.


ქალაქი სანტოსი, 1968 წელი“.




ნაწყვეტი თენგიზ უთმელიძის ფოტოალბომიდან „სუხიშვილები – რომანტიკული ფოტომატიანე






1
270
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
270
  
2023, 25 ოქტომბერი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1