x
მეტი
  • 04.06.2024
  • სტატია:135102
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509442
"თქვე არიფებო! ჩემზე ცუდად რომ ბაზრობთ! ეგ მკიდია. უწესოები ხართ. "- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "გირჩის" წევრების, ვახტანგ მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას გადაცემაში "გირჩი პარლამენტში" მათ მიერ მის კრიტიკას ვრცელი პოსტით ეხმაურება და დეპუტატებს ცილისწამებაში ადანაშაულებს:



"Vakhtang Megrelishvili Iago Khvichia


ორღობევ.


ისევ აგრძელებთ ნახალკების ტენვას.
არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს იმაზე კეზერაშვილს, რაც თქვენ ჩემი ხელიდან გაკეთებული სამეგრელოში ნახეთ.


არც - ერთი - თეთრი!
ყველაფერი, რაც ჩემი შეხედულებებით დაიხარჯა, ვიშოვე პირადად მე გიგასთვის.


იცით როგორ?


პირველ რიგში გიგათი!
გიგა ძალიან კარგი, ხარისხიანი პროდუქტია - თუ პოლიტიკურ პროდუქტად შეხედავ!
ჯერჯერობით, არა მასმოხმარების სამწუხაროდ, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტი.
იცი რაცაა!


იცი, რომ არ შეგარცხვენს, რომც დამარცხდეს!
ლამაზად ივლი მაგასთან ერთად და ეს ჩემი, როგორც კამპანიის მენეჯერის თავდაჯერებისთვის და წარმატებსთვის მნიშვნელოვანია!


მეორე - წავიკითხე ბევრი წიგნი არჩევნებზე.
ამის შემდეგ, მოვიფიქრე ბევრი იდეა, რის გაკეთებასაც ამ არჩევნებში ვაპირებდი.
დავყავი პროექტებად.


დავთვალე როგორც ბენდუქიძემ მასწავლა.
ჩამოვიარე და ნაწილ-ნაწილ მოვაგროვე - ცოტას ვითხოვდი კონკრეტული საქმისთვის და არა არჩევნების საყიდელ მილიონებს.


ბევრი უარიც მივიღე - მაგრამ ეგეც წავიკითხე წიგნებში, რომ უარის არ უნდა შემეშინდეს და არც მეწყინოს!
მე მაგ დროს დაპირისპირებული ვიყავი თითქმის ყველა ლიდერთან ევროპულ საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა.


უგულავასთან დაპირისპირება იყო საჯარო 2019 წლიდან - უგულავას რომ სამარცხვინოდ ვთვლი, ეს იყო საჯაროდ ცნობილი და თავმოყვარე პოლიტიკურმა კომენტატორმა (ეს როლი მოირგეთ აშკარად), ეს უნდა იცოდეს.


თუ მისმენთ და ინფორმაციად იღებთ რასაც ვლაპარაკობ, წესით ისიც უნდა გესმოდეთ რომ უგულავასთან საჯარო დაპირისპირება კეზერაშვილთან დაპირისპირებასაც ნიშნავს, უბრალოდ ეს არ გამომქონდა საჯაროდ, იმიტომ რომ კოლატერალური მსხვერპლი იქნებოდა დიდი, იმდენად ახლო სოციალური ბმა მაქვს მისი ცოლის ოჯახთან პრეისტორიული ხანიდან - ბებიების დროიდან და არც გამოვიტანდი, ყველა ზღვარს რომ არ გადასულიყო მისი უმსგავსობა და ეგზისტენციური, ნულოვანი შედეგის ბრძოლაში არ გადაზრდილიყო.
ანუ პირიქითაა ასინეთებო ყველაფერი:


კეზერაშვილს საქციელი ბოლომდე სწორედ იმან დააკარგინა, რომ მან დაინახა - ტაბულასაც და ჩვენს სხვა პროექტებსაც, არსებობა მის გარეშეც შეუძლია და მას ჩვენზე არანარი ზემოქმედებს ბერკეტი არ აქვს.
ეს რაც შეეხება 2020 წელს.


ახლა რაც შეგეხებათ თქვენ, თქვე არიფებო!


მე როგორც ვხვდები, თქვენი რიტორიკით (მაგრად კი წვალობთ) - თქვენ კაი ბიჭებს ელაპარაკებით, აი ქუჩაში ვისაც ვერ ელაპარაკებოდით ბავშვობაში, იმათ განხილავთ თქვენს პოტენციურ ამომრჩევლებად ახლა
და მათთან დიალოგში ხართ, ანტინაც კაი ბიჭებთან.
ხოდა რადგან ოჯახში ვერ გასწავლეს და ვერც სკოლაში გასწავლეს, რომ ადამიანის ცილისწამება და გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით, მისთვის რაღაცეების დაბრალება სირცხვილია!


რადგან არც მოძღვარი გყავთ (ასე მგონია) და ვერ აგიხსნათ, რომ ცილსწამება ცოდვაა.
აი ეგებ მაგ ანტინაცმა კაი ბიჭებმა აგიხსნან, რომ დაუსაბუთებლად “ნახალკების ტენვა” ფარჩაკობად ითვლება.


ამიტომ, იმაზე მოთქმას, როგორ ემთხვევა თქვენი შინაარსი ჩვენსას და როგორ არ გამოგვდის თანამშრომლობა, ადექით და ამ სიბერეში ეცადეთ, საქციელი გაასწოროთ.


უსაქციელოები ხართ და ამიტომ არ გამოგვდის თანამშრომლობა.


არა იმიტომ რომ ჩემზე ცუდად ბაზრობთ! ეგ მკიდია.
არამედ იმიტომ, რომ უწესოები ხართ.
რა წესებითაც მე გავიზარდე, იმ წესებში თქვენი საქციელი არ ეწერება.


p.s. დანარჩენზე, ლაყბობა თუ არ დამეზარა, ლაივს გავაკეთებ.


გააჩნია ცეკვაზე როგორ დავიღლები."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.







0
443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
443