x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
6 სუპერმოდელი, რომლებმაც იდეალური ფიგურა ვერ შეინარჩუნეს
image


ერთ დროს ეს ულამაზესი ქალბატონები სახის სწორი ნაკვთებით, იდეალური სხეულითა და სიარულის საოცარი მანერით ჩვენი კერპები იყვნენ, სანამ ისინი ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანიდან მაცდურად გვიმზერდნენ, ჩვენ სავარჯიშო დარბაზებში საათობით ვიოფლებოდით, რათა მათ მცირედით მაინც დავმსგავსებოდით, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: წარმოგიდგენთ ყველასთვის საყვარელ ცნობილ სუპერმოდელებს, რომლებმაც იდეალური ფორმების შენარჩუნება მართალია ვერ შეძლეს, თუმცა ისინი კვლავაც მშვენივრად გამოიყურებიან, და რაც მთავარია თავს საკმაოდ თავდაჯერებულადაც გრძნობენ!



ჯემა უორდი


image


33 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი ჯემა უორდი მოდის სამყაროში ნამდვილ აღმოჩენად იქცა, და ამაში გასაკვირი არც არაფერია, ფაიფურის თოჯინის მსგავსი, ანგელოზის სახის მქონე მოდელმა გამოჩენისთანავე ყველას ყურადღება მიიპყრო. 2011 წელს კი ფილმ "კარიბის ზღვის მეკობრეებში" შესრულებული ქალთევზას როლით გოგონამ სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვა, სამწუხაროდ, ჯემამ საკუთარი იდეალური ფორმების შენარჩუნება ვერ შეძლო და წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად მან მოდის სამყაროში დაბრუნება მაინც შეძლო და დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ტოპ - მოდელად ითვლება.




ლინდა ევანგელისტა


image


"10 ათას დოლარზე ნაკლებად საწოლიდანაც კი არ ავდგები" - ეს ცნობილი ფრაზა 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სუპერმოდელს ლინდა ევანგელისტას ეკუთვნის, თუმცა ეჭვი მეპარება მას ეს სიტყვები ახლაც დაედასტურებინა. "დიდი ექვსეულისგან" განსხვავებით (ნაომი კემპბელი, კრისტი ტარლინგტონი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი) სუპერმოდელმა იდეალური ფორმების შენარჩუნება ვერ შეძლო. ცოტა ხნის წინ კი, ინტერნეტსივრცეში პაპარაცების მიერ გავრელებულ ფოტოებზე ერთ დროს პოპულარული მოდელის ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.




კრისი ტეიგენი


image


მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ამერიკელი მოდელი და ტელეწამყვანი კრისი ტეიგენი პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების სიებში ყოველთვის მოწინავე პოზიციებს იკავებს, გოგონას სხეულს იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, და ამას თავად კრისიც აღიარებს: "ზოგჯერ მეუღლის თანდასწრებითაც კი მიტირია, რომ სრულყოფილი სხეული არ მაქვს, ყველას ისეთი წვრილი წელი და დუნდულები აქვს, მეც მინდოდა მსგავსი მქონოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მინდა საკუთარ თავში დარწმუნებული და ბედნიერი ვიყო, ისევე როგორც თქვენ." მიუხადავად იმისა, რომ მოდელს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არაერთი კომპლექსი აწუხებს, სოციალურ ქსელში ის მშობიარობის შემდეგ, სხეულზე არსებულ სტრიების ფოტოებს მილიონობით ფოლოვერის წინაშე ყოველგვარი მორიდების გარეშე აზიარებს. გოგონას სითამამე მართლაც აღფრთოვანებას იმსახურებს.




ბარბარა პალვინი


image

მოდის სამყარომ უნგრელი ტოპ-მოდელი ბარბარა პალვინი სწორედ მაშინ როდესაც გოგონამ მონაწილეობა "Prada"- ს კოლექციის ჩვენებაში მიიღო და ბრიტანული "Vogue"-ის გარეკანზეც გამოჩნდა, თუმცა მოდელი დღესდღეობით, რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება: ბარბარამ წონაში საგრძნობლად მოიმატა, რასაც ჟურნალ "Sports Illustrated"-სთვის მისი საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებიც მოწმობს, თუმცა მოდელს საკუთარი ამჟამინდელი ფორმები სავსებით აკმაყოფილებს: "ვაუ, რამდენიმე კომენტარი წავიკითხე იმასთან დაკაშირებით რომ მსუქანი ვარ. რა თქმა უნდა, მე ისეთი გამხდარი აღარ ვარ, როგორც 18 წლის ასაკში ვიყავი, მაგრამ თავს მსუქნად მაინც არ ვთვლი!" - პასუხობს ბარბარა მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე.



ქეით მოსი

image


მოდის სამყაროში ქეით მოსი ალბათ, ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. სწორედ ეს არასტანდარტული გარეგნობის მქონე ბრიტანელი იქცა მთელი თაობის გოგონებისთვის თანამედროვეობის ერთგვარ "სტილის ხატად." ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, რომ არა სუპერმოდელის არაერთ მავნე ჩვევაზე დამოკიდებულება, თუმცა მიუხედავად ამისა, მრავალი წლის განმავლობაში ქეითი იდეალური ფორმების შენარჩუნებას მაინც წარმატებით ახერხებდა, თუმცა დროს თავისი მიაქვს: ბალანსი დარღვეულია, ხოლო 49 წლის ქეით მოსის სხეული დღესდღეობით, იდეალურისგან საკმაოდ შორს არის.




კელი ბრუკი


image


ბრიტანელი მსახიობი და ფოტომოდელი კელი ბრუკი მადის აღმძვრელი ფორმებით ყოველთვის გამოირჩეოდა, მეტიც, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ, მამაკაცებს შორის ჩატარებული კვლევის თანახმად, სწორედ კელის სხეული დასახელდა ყველაზე სრულყოფილად, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანელმა მოდელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, რაც მის ერთგულ გულშემატკივრებსაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ზედმეტი კილოგრამები მომხიბვლელ ქალბატონს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ის ასე პასუხობს: "ყველა თინეიჯერ გოგონას სურს მოდელივით გამოიყურებოდეს, მახსოვს ჩემი ფუმფულა მკერდის გამო რა განცდებში ვიყავი, თანამედროვე ქალებს კი საკუთარი ფორმების უკვე აღარ რცხვენიათ, პირიქით, ამაყობენ კიდეც."- აცხადებს მშვენიერი კელი ბრუკი.











0
572
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572