x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვიქტორიანული ეპოქის საშინელებანი: 6 ამაზრზენი ფაქტი ქალთა ცხოვრებიდან, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ქალების ყოფა მარტივი არასდროს ყოფილა, მაგრამ ფაქტებზე, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს მოგიყვებით, ნამდვილ შოკში ჩაგაგდებთ. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ!



ისტერიის მკურნალობა მასტურბაციის გზით


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვიქტორიანულ ეპოქაში ქალებს ისტერიისგან მასტურბაციის საშუალებით კურნავდნენ. გამჭრიახმა ექიმებმა შეამჩნიეს, რომ "ინტიმურ ზონაზე თითებით მასაჟი" ქალებზე არა მხოლოდ დადებითად მოქმედებდა, არამედ მას სასწაულებრივი შედეგიც მოჰქონდა. მეთოდი, რომელიც ქალებს გაღიზიანებისა და შფოთვისგან წამებში ათავისუფლებდა, სამედიცნო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა.


ქალის საცვალი ღია უბით


image


იმ ეპოქაში ქალის საცვლები (ე.წ. პანტალონები) სრულიად დამოუკიდებელი, ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომლებიც წელზე ღილის საშუალებით მაგრდებოდა, ქვემოთ კი, სრულიად თავისუფალი იყო, რაც "გარკვეულ" შემთხვევებში საკმაოდ მოსახერხებელი იყო და ქალბატონებს ზედმეტ პრობლემებსაც თავიდან აცილებდა.




მენსტრუაციის კოშმარები


image


რა თქმა უნდა, იმ პერიოდში რაიმე ჰიგიენური საშუალებების შესახებ ვერავინ იოცნებებდა, ამიტომ ქალები ძირითადად საკუთარი ხელით დამზადებულ ქსოვილის "საფენებს" იყენებდნენ ან რაც არ უნდა გაგიკვირდეთ პირდაპირ მრავალფენიან ქვედაბოლოებს ატარებდნენ (ალბათ, თავადაც მიხვდით რატომაც)




არავითარი ეპილაცია


image


იმ პერიოდისთვის სამართებელი ისევე როგორც დეპილაციისთვის საჭირო საცხები უკვე არსებობდა, თუმცა პირველი ძალიან გავრცელებული არ იყო, ხოლო მეორე საკმაოდ ტოქსიკურად ითვლებოდა, ამიტომ, როგორც წესი, ქალები თმას მხოლოდ სახიდან და ხელიდან იცილებდნენ, სხეულის დანარჩენ ნაწილებზე კი მათ საშინელი ჭარბთმიანობა აღენიშნებოდათ, თუმცა იმ დროს ეს არავის ანაღვლებდა.



განიერი კრინოლინი


image


მე -19 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში, მოდაში ძალიან განიერი კაბები შემოვიდა, ისინი იმდენად დიდი იყო, რომ ქალები ხშირად კარებშიც კი იჭედებოდნენ.



უმი ხორცის ნიღბები


image


ვიქტორიანელი ქალების აზრით, უმი ხორცი კანს გაახალგაზრდავებაში ეხმარეობდა და მას წარმოუდგენელ ელასტიურობას მატებდა. იმ ეპოქაში განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ უმი ძროხის ხორცის ნიღბები სარგებლობდა, რომლებსაც ქალები თხელ ნაჭრებად დაჭრილს სახეზე იფენდნენ.







0
603
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
603