x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ძრ**აი საკურველი!" - გელა ზედელაშვილი

image

"ძრევაი საკურველი!
image

კი არ დავიძვრებით, დავიძრებითო... თანაც ჭორვილისკენ კი არა, ჭორვილაშიო... ანუ ჭორვილაში ჩავალთ და იქიდან დავიძრებით საკურველადო... ამ დროს იძახის, რესპუბლიკის მოედნიდან დავიძრებითო.
image
ეს ქალი წერაში, კითხვასა და ლაპარაკში თავის ბელადსა ჰგაამს, ხეირიანად წერა, კითხვა და ლაპარაკი რომ იცოდეს, ეგ უფრო იქნებოდა საკურველი.
არა, რაააა... გინდა უწიგნო ბიბლიოთეკა გახსენი, გინდა - მავზოლეუმი, გინდა - მუზეუმი, გინდა - უნივერსიტეტი, გინდა - ბიძია თომას ქოხი, როცა თავში ნამჯა გიყრია, მაინც არაფერი გამოგივა.
image
გითხრათ, რა მოხდება?
image
ჩაბოდიალდებიან ჭორვილაში, დაიწყებენ დროშების ფრიალსა და ბუშტების გაშვებას, გამოეკიდებიან იქაურები, კუდებით ქვებს ასროლინებენ, ქოშებს ბეჭებზე მიარტყმევინებენ, შეიძლება ერთი-ორჯერ შემოულაწუნონ კიდევაც და... დაიწყებენ ჯღნავილს, დემოკრატია საფრთხეშია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავან, ბიძინა ივანიშვილის სოფელში პლურალიზმი საერთოდ არ არსებობსო.
image
რაც მთავარია, ახლა აშშ-ის ახალ ელჩს უნდა აჩვენონ, როგორი ბოროტია ბიძინა ივანიშვილი.
image
მა რაააა, მეტი ვერაფერი მოუფიქრებიათ და მა სხვანაირად როგო იქნება?
ფუჰ, თქვენი, დაგიფსათ იდეებზე დეპუტატმა მაჭუტაძემ!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელია, ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში აქცია დააანონსა:
image
"დღეს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს დემოკრატიისგან, რომელიც ღიად აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მეგობრებო, დროა გავასწოროთ სამიზნე და გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტები, არამედ თავად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები რუსებით ჩაანაცვლოს და ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად რამდენი ჩვენი მოქალაქე მიდის ემიგრაციაში და რამდენი რუსი სახლდება ჩვენს ქვეყანაში.
დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, ანუ დებიძინიზაცია. ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, 11 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს და ჩვენს მოქალაქეებს ვეღარ გააქცევს ჩვენი ქვეყნიდან. დღეს არ არის დაყოფის დრო. ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები“-განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
0
509
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0