x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
რა იარაღებით იბრძოდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში?

1095 წლის 27 ნოემბერს რომის პაპმა ურბან II-მ კლერმონის საბჭოში ისეთი ქადაგებით გამოვიდა, რომ მთელი რაინდული ევროპა გაერთიანდა ერთი მიზნისთვის. საბჭოს დასრულების შემდეგ ურბან II-მ საკუთარ სიტყვაში საზოგადოებას ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა ღვთის ქალაქის (იერუსალიმის) მუსულმანებისგან გასანთავისუფლებლად, შეჰპირდა, რომ ამით ცოდვები მიეტევებოდათ, ვალები ჩამოეწერებოდათ და ა. შ. ასე დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმდროინდელი იარაღისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.image

1. რომანული ხმალი

ამ ტიპის ევროპული ხმალი ძალიან გავრცელებული იყო გვიან შუა საუკუნეებში. დასავლეთ ევროპაში. ის ექსკლუზიურად ეკუთვნოდა რაინდული კლასის წარმომადგენლებს - რადგან ის ძვირი იყო და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თუ ისე ფუნქციონალური. "რომანული" ხმლები უფრო მეტად გამოიყენებოდა დამხმარე იარაღად, მაგრამ იყო მფლობელის რაინდული სტატუსის ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი.image

2. შუბები

კავალერიის შუბი კავალერიის მთავარ იარაღად იქცა. მე-12 საუკუნის ბოლოს რაინდებ მიხვდნენ, რომ შუბი სხეულზე უნდა მიეჭირათ, რაც აძლევდა უფრო მეტ სიმკაცრეს და წარმოუდგენელ დამრტყმელ ძალას. image

3. საბრძოლო ნაჯახი

მჭიდრო ბრძოლისთვის ჯვაროსანმა რაინდმა ამჯობინა ძველი კარგი საბრძოლო ნაჯახის გამოყენება. ნორმანული ნაჯახი ჭრიდა თითქმის ყველა ტიპის ჯავშანს; ერთი წარმატებული დარტყმით შესაძლებელი გახდა მოწინააღმდეგის უნაგირიდან ჩამოგდება და ფეხით მსუბუქად შეიარაღებული მეომრის გატეხვაც კი ორ ნაწილად. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ დასავლელმა მეომრებმა ოდნავ შეცვალეს ნორმანული ნაჯახის პირები, უფრო ფუნქციონალური ფორმა ისესხეს აღმოსავლელი ხალხებისგან.image

4. მორგენშტერნი

მისი დიზაინის სიმარტივის გამო, ეს მომაკვდინებელი იარაღი ძალიან გავრცელებული იყო უბრალო მოსახლეობაში, მაგრამ რაინდებიც სიამოვნებით იყენებდნენ მას. ჯვაროსნებმა ამჯობინეს "დილის ვარსკვლავის" კავალერიული ვერსიის გამოყენება, შემცირებული სახელურით.image

5. არბალეტი

მტრის ქვეითებისგან დასაცავად, რაინდებმა მშვილდოსნების რიგები მოათავსეს ცხენის წყობის წინ. ჯვაროსნული ცხენოსნები იყენებდნენ არბალეტებს: ისინი სჯობდნენ მშვილდებს დისტანციით, სიზუსტით და სროლის სიმძლავრით.image


3
163
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
163
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:10
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 17 ოქტომბერი, 17:54
რაც შეეხება დღევანდელობას,ისრაელში მყოფი ქართველები მშვიდად უნდა იყვნენ,რადგან ქართველთა წარსული არის მათი სიმშვიდის გარანტი. ქართველი არასოდეს ყოფილა მტერი ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის და მით უფრო ებრალების. ჯერ კიდევ დავით ულუმ დაუდო საფუძველი ამ ამბავს და შედეგ გაგრძელეს ჩვენმა ჯარმა საერთაშორისო მისიებში.

რაც შეეხება კონკრეტულად ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს,ეს არის ძველი ჯვაროსნული ლაშქრობების გაგრძელება და იერუსალიმის სამეფოს ანალოგის შექმნის მცდელობა. როგორც მაშინ,ახლაც ხელოვნურად შეიქნა რაღაც წარმონაწმნი,რომელსაც ვიღაცეებმა ძალა მიანიჭეს და ეგონათ გამოუვიდოდათ. იერუსალიმის სამეფომ თითქმის 100 წელი შეძლო არსებობა,ხოლო ისრაელს ჯერ დრო აქვს,მთელი 25 წელი აქვს მარაგში,თუმცა მგონია რო ისრაელი მალე შეწყვეტს არსებობას.
2023, 17 ოქტომბერი, 17:48
ავტორ,ჯვაროსნული ლაშქრობის მიზეზი იყო ახალი სავაჭრო გზების გაჭრა და იტალიური ქალაქების ეკონომიკური სიძლიერის უზრუნველყოფა,რაც იდეაში გამოუვიდათ. სტატიაში დასახელებული არის საბაბი მხოლოდ,რითაც ფანატიკოსები და გაურკვეველი აზროვნების ხალხი გარეკეს წმინდა მიწაზე. არც რომის პაპს და არც იქ მებრძოლი რაინდების უმრავლესობას არც ქრისტეს საფლავი ადარდებდა და არც ქრისტიანები. ჯვაროსნული ომების პერიოდში,მხოლოდ ერთი ქვეყანა და მისი მონარქები გამოდოდნენ ქრისტიანების დამცველებად,ეს ქვეყანა იყო საქართველო,ხოლო მონარქი უპირველესად თამარ დედოფალი. თამარმა გაიგზავნა სალ-ად-დინის მოთხოვნის(არა თხოვნის) წერილი,სადაც მოუწოდებდა ქრიტიანთა უფლებების დაცვისკენ და იქვე გამოთქვამდა მზაობას,თვითონ ეკისრა ქრისტიანების დაცვა წმინდა მიწაზე. როგორც ისტორიული წყაროები გვატყობინებენ,სულთანი დათანხმდა თამარის მოთხოვნას და ქართველებს მიეცათ უფლება დაეცვათ ქრისტიანები. ამით აიხსნება ის ამბავი,ქართველი რაინდები იარაღით გადადგილდებოდნენ წმინდა მიწაზე,თვით ეკლესიებშიც. არ არის დადასტურებული ოფიციალურად,თუმცა არსებობს მოსაზრება,რომ ქრისტიანთა დამცველი რაინდი ტამპლიერი და ამ ორდენის წევრი იყო გიორგი დიმიტრის ძეც(შემდგომში გიორგი ბრწყინვალე). ამაზე ბევრი რამე მიუთითებს,გიორგი ტახტის მემკვიდრე იყო,თუმცა 1318 წლამდე ტახტზე არ ასულა,როცა 1289 წელს დიმიტრი II მონღოლებმა დასაჯეს.
0 1 3