x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
10 მტკიცებულება, რომ კარმა არსებობს

ბავშვობიდან ყველას სიკეთის გამარჯვება და ბოროტების დასჯა გვსურს... და თითქმის ყოველთვის, ეს კონკრეტული ადამიანების ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ხან, თითქოს ბედისწერა უბიძგებს ადამიანს ამა თუ იმ საქციელისკენ... აქ 10 ისტორიას გთავაზობთ, ადამიანების მიერ უანგაროდ გაღებული სიკეთის შესახებ, რომელიც საჭირო მომენტში, მათ უკან დაუბრუნდეთ.


ბიჭი გაიზარდა და თავისი გადამრჩენის ქმარი გადაარჩინა
image


4 წლის როჯერ ლაზე 1965 წ. მშობლებთან ერთად, სანაპიროზე იყო და კინაღამ წყალში დაიხრჩო. მის გადასარჩენად, ალისა ბლეიზმა ჩაყვინთა, ბავშვი წყლიდან ამოიყვანა და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა... 9 წლის შემდეგ, 13 წლის მოზარდმა ქალის კივილის ხმა გაიგო, რომელიც დახმარებას ითხოვდა და ამბობდა, რომ მისი მეუღლე იხრჩობოდა. როჯერი გასაბერი ნავით იმ ადგილამდე მივიდა, სადაც მამაკაცის ხელი ჩანდა და ნავში აიყვანა. მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაიგო ალისამ ბიჭის გვარი და მიხვდა, რომ მათ შორის გარკვეული კავშირი იყო.


ჯეიმს ჰარისონმა სისხლი გაიღო და ორი მილიონი ბავშვი გადაარჩინა
image


14 წლის ასაკში, ჯეიმსი კვდებოდა და მხოლოდ სისხლის გადასმამ გადაარჩინა. გამოჯანმრთელების შემდეგ, მან პირობა დადო, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, სისხლს სხვებისთვის გაიღებდა... და 18 წლის ასაკიდან, მუდმივი დონორი გახდა. ამასთან, აღმოჩნდა რომ, მისი სისხლი უნიკალური იყო – ის ანტისხეულებს შეიცავდა, რომელიც რეზუს–კონფლიქტს აღმოფხვრიდა დედასა და მის მუცლად მყოფ ბავშვს შორის. მისი სისხლისგან დამზადებული პლაზმა წამალი იყო და თავისი 70 წლიანი ცხოვრების მანძილზე, მან 2 მილიონზე მეტი ბავშვი და მათ შორის, საკუთარი შვილიშვილიც გადაარჩინა. მის ქალიშვილს რეზუს–კონფლიქტი ჰქონდა და მხოლოდ მამის სისხლით დამზადებული წამლით მოევლინა მისი შვილი ამ ქვეყანას.

ჯეიმსი არასოდეს გახდებოდა ბაბუა, წლების წინ, დონორობის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო.


ჰოლოკოსტის გმირები ბოსნიაში გენოციდს გადაურჩნენimage


1941 წელს გერმანელებმა სარაევო დაიკავეს. ებრაელი კავილოების ოჯახი განწირული იყო. მაგრამ, მუსულმანმა მეზობლებმა მუსტაფა და ზეინებ ჰარტაგებმა ისინი შეიფარეს, რამდენიმე დღე მათზე ზრუნავდნენ, ხოლო შემდეგ, საზღვარზე ჩუმად გადაიყვანეს.

50 წლის შემდეგ, ჰარტაგების ოჯახი ისევ სარაევოში ცხოვრობდა და როდესაც მუსულმანების გენოციდი დაიწყო, ისრაელის ჰოლოკოსტის მემორიალის თანამშრომლებმა დიპლომატიური კავშირები აამოქმედეს და ჰარტაგების ოჯახის ყველა წევრი ისრაელში გაიყვანეს, რითაც ისინი დაღუპვას გადაარჩინეს.


მამაკაცი იმიტომ გადარჩა, რომ დონორი გახდაimage


ერთხელ ჯიმ ბეკერმა მთელი თავისი დანაზოგი საყვარელი გუნდის მატჩის ბილეთის შესაძენად დახარჯა. ასეთი საქციელის გამო, სინდისის დასამშვიდებლად, მან უანგარო სიკეთის გაღება გადაწყვიტა და სისხლი ჩააბარა. შემდეგი 20 წლის მანძილზე, ეს ტრადიციად ექცა და სტადიონზე ყოველი წასვლის შემდეგ, ის სისხლს აბარებდა.

1975 წ. მას ჰემოქრომატოზი დაუდგინეს. ამ დაავადების დროს, ორგანიზმი იმდენ რკინას გამოიმუშავებს, რომ ადამიანის მოწამვლა შეუძლია. ასეთი დონორის სისხლი სხვისთვის სახიფათო არ არის – ის მხოლოდ მისი პატრონისთვის არის საშიში. ხოლო მკურნალობა – რეგულარული სისხლის გამოშვებაა. ასე, რომ, დაავადებაზე ეჭვის გარეშე, ჯიმმა თავი 20 წლის მანძილზე, უბრალოდ, უცხო ადამიანების დახმარების სურვილით გადაირჩინა.



საბურავი გამოცვალა და ინფარქტით არ გარდაიცვალაimage


2011 წელს ვიქტორ გეისბრეხტი, მეუღლესთან ერთად, დასასვენებლად მიდიოდა. მაგრამ, გზის პირას, ლიზა მაიერი და სარა ბერგი ავტომობილი შენიშნა. ქალები დაბნეულები იდგნენ და არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ დაშვებული საბურავისთვის. ვიქტორმა მანქანას სათადარიგო საბურავი დაუყენა და გზა გააგრძელა. რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე სარამ და ლიზამ დაინახეს ვიქტორის მანქანა გაჩერებული და ამბის გასაგებად შეჩერდნენ. სწორედ ამ დროს, მანქანიდან ვიქტორის მეუღლე გადმოვიდა, რომელიც ყვიროდა რომ მის მეუღლეს გულის შეტევა დაემართა. აღმოჩნდა, რომ სარა მედ და იყო და ვიდრე ლიზა სასწრაფოს იძახებდა, ის ვიქტორს გულის მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი სიკვდილს, სწორედ ამ პროცედურამ გადაარჩინა.


ღვიძლის ნახევარი მომავალ მეუღლეს აჩუქა
image


კრისტოფერ დემპსმა შემთხვევით გაიგო, რომ მისი თანამშრომლის დას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ხოლო, ღვიძლის გადანერგვის რიგში, იმ მომენტისთვის, 119 ათასი ადამიანი იყო. კრისმა თავსებადობაზე საკუთარი თავის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოჩნდა, რომ დონორობისთვის შესაფერისი იყო...

ოპერაციის შემდეგ, მან გოგონა არაერთხელ მოინახულა და მათ შორის სიყვარულის გრძნობა გაჩნდა. ხოლო, ტრანსპლანტაციიდან 2 წლის შემდეგ, ახალგაზრდები დაქორწინდნენ და ბედნიერი ოჯახი შექმნეს.


ექიმი გადაარჩინა კაცმა, რომელიც თავად იყო ამ ექიმის გადარჩენილი
image


30 წლის წინ, კალიფორნიელმა ექიმმა მაიკლ შენომ დღენაკლული, მომაკვდავი ახალშობილი კრის თროკი გადაარჩინა. როდესაც ის გაიზარდა, ასევე ექიმი გახდა და მუშაობა სამაშველო სამსახურში დაიწყო. 2011 წელს ის პირველი მივიდა ავარიის ადგილზე და ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან ხანდაზმული ადამიანი გამოიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მაიკლ შენონი იყო.


სასწრაფო დახმარების მასწავლებელი მისმა მოსწავლეებმა გადაარჩინეს
image


ბობ მარლინი მთელი ცხოვრების მანძილზე, მაშველებს და სასწრაფოს პერსონალს, პირველადი დახმარების საფუძვლებს ასწავლიდა. მას თავისი საქმე იმდენად უყვარდა, რომ უფასო სემინარებსაც ატარებდა და ხალხს მოუწოდებდა, რომ პირველადი დახმარების წესები ესწავლათ... და სწორედ ამან გადაარჩინა.

ერთხელ, გოლფის მოედანზე, მას გულის შეტევა დაემართა. გოლფ-კლუბის თანამშრომელი დეფიბრილატორის მოსატანად გაიქცა. ხოლო, ბობი ძმამ გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ექიმებიც მისი მოსწავლეები აღმოჩნდნენ და საერთო ძალისხმევით, მას გულის რიტმის აღდგენა შეძლეს.


ქალი, მისივე გადარჩენილმა, ბიჭმა გადაარჩინაimage


10 წლის იყო კევინ სტეფანი, როდესაც სათამაშო მოედანზე მკერდში შემთხვევით, ბეისბოლის ჯოხები მოხვდა. მას გული გაუჩერდა და იქ დამსწრე მშობლებიდან, მისი გადარჩენა პენი ბრაუნმა შეძლო, რომელიც პროფესიით მედდა იყო.

17 წლის ბიჭი ოფიციანტად მუშაობდა რესტორანში და დაინახა, რომ ერთ–ერთ კლიენტს ლუკმა გადაუცდა და ვეღარ სუნთქავდა. კევინი არ დაიბნა, მაშინვე ქალთან მივიდა და ჰეიმლიხის მანევრი გამოიყენა... მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს, რომ ბიჭმა, 7 წლიანი "ვალი" დააბრუნა.


უსახლკარომ 4000 $ ღირებულების ნაპოვნი ბეჭედი პატრონს დაუბრუნა და საჩუქრად სახლი მიიღო
image


ბილი რეი ჰარისი კანზას-სიტში მათხოვრობდა და მას მოულოდნელად "ბედმა გაუღიმა". ერთ მშვენიერ დღეს, სარა დარლინგმა მამაკაცს კოლოფში ხურდა ფული ჩაუყარა და შემთხვევით, თითიდან ნიშნობის ბეჭედი გასძვრა... და ისე წავიდა, რომ დანაკარგის შესახებ, ვერც მიხვდა. მაწანწალამ ბეჭდის ლომბარდში ჩაბარება გადაწყვიტა. მაგრამ, როდესაც იუველირმა ბეჭედში 4 ათასი დოლარი შესთავაზა, ნამუსმა შეაწუხა...

რამდენიმე დღე ის სარას დარაჯობდა, ვიდრე ისევ არ შეხვდა. ბილმა მას დაკარგული ბეჭედი დაუბრუნა. ხოლო, მამაკაცის კეთილშობილებით გაოგნებულმა სარამ, რეის მხარდასაჭერი ფონდი შექმნა. მან სოციალურ ქსელებში ბილის ისტორია მოყვა და მსურველებს სთხოვა, მამაკაცის მხარდასაჭერად, რამდენიმე დოლარი მაინც გადაერიცხათ.

თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – საერთო ჯამში, ფონდში 185 ათასი დოლარი ჩაირიცხა და რეიმ ამ თანხით, სახლი და მანქანა შეიძინა და ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. ამას გარდა, სარას და მისი პუბლიკაციის წყალობით, რეის შესახებ, მისმა დამ შეიტყო, რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე არ ენახა​​.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 საოცარი დამთხვევის და შემთხვევითი შენიღბვის მაგალითები

* მათ ძველი ფოტოების სიუჟეტი გაიმეორეს და ძალიან სახალისო შედეგი მიიღეს (16 ფოტო)

* მან პენტაგონი "გატეხა" და უცხოპლანეტელების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოიპარა

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
545
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0