x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჰოლივუდის 7 შოკისმომგვრელი საიდუმლო, რომელზეც ხმამაღლა საუბარი მიღებული არ არის

image


გვერდიდან ვარსკვლავების ცხოვრება შეიძლება მართლაც იდეალურად ჩანს, თუმცა, ჰოლივუდის თვალისმომჭრელი ფუფუნების მიღმა რადიკალურად განსხვავებული, იდუმალი მხარე იმალება, რომლის შესახებ ხმამაღლა საუბარი მიღებული არ არის. დღევანდელ სტატიაში მოგიყვეთ ჰოლივუდის რამდენიმე იმ საიდუმლოს შესახებ, რომელზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.




სელებრითები ადამიანური პრობლემებით


image


სელებრითების ცხოვრება მხოლოდ გარეგნულად ჩანს იდეალური. სინამდვილეში, ბევრი მათგანი სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობით იტანჯება.



ანორექსია


image


ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის კვებითი აშლილობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რომელსაც პერიოდულად თითქმის ყოველივე ვარსკვლავი აწყდება.





ვარსკვლავობა ძვირი სიამოვნებაა


image


ცოტამ თუ იცის, რომ სელებრითებს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი ვარსკვლავებისთვის ყოველთვიურად 30 ათასი დოლარის გადახდა უწევთ.





წლოვანებასთან დაკავშირებული ტყუილი


image


ჰოლივუდში ბევრი მსახიობი თავის რეალურ ასაკს მალავს, ვინაიდან ასე მათ უფრო მეტი შანსი აქვთ კარგი როლის მიღების.





ნაყიდი პაპარაცები


image


დიახ, ჰოლივუდში ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, თვით პაპარაცებისაც კი. ბევრი "შემთხვევითი" კადრი სწორედ წინასწარ არის დადგმული. აი, ამგვარად იპყრობენ საკუთარი პერსონის მიმართ ცნობილი სელებრითები საზოგადოების ყურადღებას.




პიარის გამო გაჩაღებული რომანები


image


ბევრ მსახიობს თამაში არა მხოლოდ კამერების წინ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უწევს. გარკვეულ პროექტებზე პუბლიკის ყურადღების მიპყრობის მიზნით პროდიუსერები ხშირად ვარსკვლავებს შორის არარსებულ რომანებსაც კი იგონებენ.



დაქირავებული ადამიანები "ოსკარის" ცერემონიისთვის


image


ბევრს ჰგონია, რომ "ოსკარის" დაჯილდოებას მხოლოდ ცნობილი სელებრითები ესწრებიან. სინამდვილეში კი იქ დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა სხვა არაფერია თუ არა "მასოვკა". დარბაზში სპეციალურად მიყვანილი ადამიანები სხედან, რომლებიც გარკვეულ მითითებებს ასრულებენ, თუმცა მათ ვარსკვლავებთან მიახლოება კატეგორიულად ეკრძალებათ.










0
849
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
849