x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უკაცრავად, მაგრამ რას ამასხარავებთ ამ კაცს?" - ლაშა ბუღაძე
image

მწერალი ლაშა ბუღაძე "მიხეილ სააკაშვილის მისაღების" გახსნას სოციალური ქსელით ეხმაურება.


ახლა შემომხვდა "მიხეილ სააკაშვილის მისაღების" ფოტოები და თავიდან ვიფიქრე, რომ მარინა აბრამოვიჩის ინსტალაციაა. კიდია პიჯაკები, იქვე დევს ბოტასებიც და წინ კი ცარიელი მაგიდა დგას... კართან წარწერით: "საქართველოს პრეზიდენტი". ოღონდ თავად სუბიექტი იქ არ მდებარეობს. ჰოდა, რა არის ეს? ეჟენ იონესკოს პიესაა აბსურდის ჟანრიდან თუ სპირიტისტული სეანსის სივრცე? შეხვალ, პრეზიდენტის პიჯაკს ჩაუთქვამ სურვილს და ბოტასი კი მისაღების გამხსნელის ხმით ამოგძახებს: "გადაგზავნილია"... აბა, ოთახში თავად არ ზის და... უკაცრავად, მაგრამ რას ამასხარავებთ ამ კაცს, რომელიც ობიექტურად მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია?! შეხედეთ მის ჩართვას სასამართლოზე და დარწმუნდებით... თუ თავს თვითონვე იმასხარავებს?! ალბათ, არც უმაგისობაა... ცოტა მეტი სერიოზულობა რომ მართებდეს ყველას, უთუოდ კარგი იქნებოდა. მაგრამ უკვე გვიანია... "მრევლი" პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია", - წერს ლაშა ბუღაძე.
შეგახსენებთ, გუშინ 11 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისაღები გაიხსნა. მისაღებს, როგორც თავად პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, მისი ოფიციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

image
image
image


სააკაშვილის მისაღებში მოქალაქეებს შეეძლებათ მივიდნენ და თავიანთი სათქმელი მიაწვდინონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ სარეაბილიტაციო კურსს გადის.


image

image

0
421
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0