x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ შექმნა ჰენრი ფორდმა პატრული, რომელიც მისი მუშების სახლებს ამოწმებდა?

საავტომობილო ისტორიის მცოდნე, ბევრ ადამიანს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ ლეგენდარულმა ჰენრი ფორდმა, თავისი პირველი ქარხნის მუშებისთვის, საკმაოდ კომფორტული პირობები შექმნა — ხელფასის გაზრდით დაწყებული — 40 საათიანი სამუშაო დღით დამთავრებული. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის საპასუხოდ, მუშებს გარკვეულ მოთხოვნებსაც უყენებდა... და ამაზეც არ შეჩერდა: იმისათვის, რომ მათ დასახული პირობები დაიცვათ, პატრული შექმნა, რომელიც პერსონალის სახლებში, შესამოწმებლად დადიოდა.


image

ჰენრი ფორდი თავის მუშებს დღეში 5 დოლარს უხდიდა, რაც სხვა ფაბრიკებში დასაქმებულ, მუშების ანაზღაურებაზე, 2–ჯერ მეტი იყო. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან სამუშაო დღე 9–დან — 8 სთ–მდე შეამცირა. კიდევ ერთი, ნამდვილად რევოლუციური გადაწყვეტილება ის იყო, რომ მან აფროამერიკელებს იგივე უფლებები მინიჭა, რაც თეთრკანიან თანამშრომლებს ჰქონდათ... და უფრო მეტიც, ქარხანაში შავკანიანი მმართველები იყვნენ, რომლებსაც როგორც ფერადკანიანი, ასევე თეთრი მუშების გათავისუფლების უფლება ჰქონდათ.

თუმცა, ფორდი დასაქმებულებზე ასეთი ზრუნვა, არც ისე უანგარო იყო... საქმე იმაშია, რომ მისი ქარხნის მუშები, ძირითადად, ქვეყანაში ჩასული იმიგრანტები იყვნენ, რომლებმაც არც ინგლისური და არც ამერიკის კანონები იცოდნენ. მაგრამ, ყველაზე დიდი პრობლემა ალკოჰოლიზმი და დისციპლინასთან დაკავშირებული სირთულეები იყო.


image


ამ სიტუაციასთან გამკლავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა და ფორდმა თანამშრომლებისთვის შემდეგი მოთხოვნები დააწესა: მათ ინგლისური ენის კურსებზე უნდა ევლოთ, რომელიც იქვე, ქარხნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა, ესწავლათ ამერიკის კანონები და დაეცვათ ის. ასევე უარი უნდა ეთქვათ სპირტულ სასმელებზე და მოწევაზე და საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრათ.

მაგრამ, ჰენრი ფორდი ამაზეც არ შეჩერებულა: მუშებს უფროსის მოტყუების საშუალება რომ არ ჰქონდათ და სახლში რომ არ დაელიათ და მოეწიათ, მან ერთგვარი ზნეობრივი პოლიცია შექმნა. ფაქტობრივად, ეს იყო პატრული, რომლის წევრები მუშებს მხოლოდ დასაქმების ადგილზე კი არა, სამუშაოს შემდეგაც აკონტროლებდნენ. მაგ., მათ შეეძლოთ მოულოდნელად მისულიყვნენ მუშის სახლში და ჩხრეკა ჩაეტარებინათ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იქ სასმელს ან სიგარეტს აღმოაჩენდნენ, ან კიდევ უფრო უარესი, მუშას ნასვამ მდგომარეობაში ნახავდნენ, წესის დამრღვევს ხელფასი უნახევრდებოდა და აღარც პრემიას მიიღებდა. დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მას სამუშაოდან ათავისუფლებდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იაპონიაზე ბირთვული თავდასხმის შემდეგ, უცხოპლანეტელები აშშ–ს სამხედრო ობიექტებს ეწვივნენ

* გარდაცვლილი ტყუპისცალი (ნამდვილი ამბავი)

* როდესაც რეალობა ფოტოშოპზე უკეთესია – ფოტოებზე დაფიქსირებული უცნაური ფაქტები და მოვლენები

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
573
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0