x
image
Yoona
გამოიძახეთ ეგზორცისტი: 13 საშინელებათა ფილმი, რომლის ყურებაც ჯვრის და ნაკურთხი წყლის მომარაგების სურვილს გაგიჩენთ
დემონებით შეპყრობის და უწმინდური ძალების განდევნის თემა პოპულარული მიმართულებაა საშინელებათა ფილმებში. ეს ქვეჟანრი ფსიქოლოგიის და ზებუნებრივის კურიოზულ ნაზავს წარმოადგენს და ნამდვილად შეუძლია ნერვების მოშლა.


სამწუხაროდ, ამ ფილმების სიუჟეტები იშვიათად გადამუშავდება და ახლდება. როგორც წესი, ვაწყდებით კლასიკურ სიუჟეტებს, რომელშიც გმირი ხდება დემონის ან რაიმე არამეგობრული ამქვეყნიური ძალების მსხვერპლი. თუმცა ერთი და იმავე სიუჟეტის მქონე საშინელებათა ფილმების უზარმაზარ მრავალფეროვნებას შორის შეგიძლიათ იპოვოთ რაღაც საკმაოდ საინტერესო და სულისშემკვრელი.


image

ახლახან გამოვიდა ახალი ფილმი „ეგზორცისტი: მორწმუნე“, რომელიც არის 1973 წლის კლასიკური ფილმის სიქველი (სხვათა შორის, ჰორორის სამყაროში ნამდვილ საგანძურად ითვლება). ფილმმა დიდი დისკუსია გამოიწვია კრიტიკოსებსა და ინტერნეტმომხმარებლებს შორის.. ჯერ საბოლოო შეფასებებსა და ვერდიქტებზე საუბარი ნაადრევია. სავსებით შესაძლებელია, რომ ის საუკეთესო საშინელებათა ფილმების რიგს შეუერთდეს.



გეპატიჟებით გაეცნოთ ყველაზე რეიტინგული კლასიკური და ახალი საშინელი ფილმების სიას, რომლებიც მოგითხრობთ შეპყრობაზე და ბოროტ ძალებთან ბრძოლაზე.


„დამელაპარაკე“ (2022)

image

IMDb: 7, 2

სიუჟეტი: ავსტრალიის პატარა ქალაქში არის საინტერესო თამაში. უნდა აანთოთ სანთელი, ხელი ჩამოართვათ უცნაურ და შემზარავ კერამიკულ ხელს და უთხრათ მას: „დამელაპარაკე“. ამ რიტუალის შემდეგ შეგიძლიათ იხილოთ ნამდვილი მოჩვენება და ცოტა ხნით თქვენში შეუშვათ. მალე გართობა კონტროლს აღარ ექვემდებარება.


„ტირილი“ (2016)

image

IMDb: 7, 4

სიუჟეტი: სოფელი კოკსონი ქაოსში ვარდება. ხალხი იწყებს არაადეკვატურად ქცევას და თავს ესხმის საყვარელ ადამიანებს. მათი სხეული უცნაური წყლულებით იფარება. პოლიციამ არ იცის, რა მოიმოქმედოს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერში დამნაშავეა უცნაური იაპონელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ მხარეში ჩამოვიდა. მთავარი გმირი, პოლიციელი ჯონგ გუ მომხდარს გულგრილად უყურებს, სანამ უცნაური შეპყრობა მის ქალიშვილს არ მიაღწევს.


„შავი კატა ბამბუკის ტყეში“ (1968)

image

IMDb: 7, 7

სიუჟეტი: სამურაები სასტიკად კლავენ დედა–შვილს. თუმცა მათ სხეულებს დემონები იპყრობენ. ისინი დაბრუნდნენ და შურისსაძიებლად მზად არიან.


„დედა იოანა ანგელოზებიდან“ (1960)

image

IMDb: 7, 5

სიუჟეტი: დედა იოანას დემონი იპყრობს. გამოცდილი მღვდელი ჯოზეფი მიდის მონასტერში ბოროტი სულის განსადევნად. სასულიერო პირი სიტუაციას ვერ უმკლავდება. უფრო მეტიც, ესმის, რომ რაც უფრო მეტად ესაუბრება დედა იოანას, მით უფრო მეტად ექცევა ბოროტების გავლენის ქვეშ.


„წყევლა“ (2013)

image

IMDb: 7, 5

სიუჟეტი: ედ და ლორეინ უორენები ცდილობენ დაეხმარონ ოჯახს, რომელიც ბოროტი სულისგან იტანჯება. დეტექტივებს მოუწევთ შებრძოლება ძლიერ დემონურ არსებასთან, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრიან.


„წყევლა 2“ (2016)

image

IMDb: 7, 3

სიუჟეტი: ედ და ლორეინ უორენები ახალ მისიაზე მიდიან. ამჯერად საქმე აქვთ უცნაურ არსებასთან, რომელიც მარტოხელა დედას და მის ოთხ შვილს საფრთხეში აგდებს.


„კონსტანტინი: ბნელეთის მმართველი“ (2005)

image

IMDb: 7, 9

სიუჟეტი: ჯონ კონსტანტინი დაიბადა არასასურველი ნიჭით, უნარით ერთმანეთისგან გაარჩიოს ანგელოზები და დემონები. ისინი ადამიანების სახით პლანეტაზე მშვიდად დადიან. კონსტანტინის მთავარი ამოცანაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის საზღვრის პატრულირება, ასევე ბრძოლა ბოროტების მიწიერ მიმდევრებთან.


„შეპყრობილი“ (1981)

image

IMDb: 7, 3

სიუჟეტი: ხანგრძლივი საქმიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნებული მარკი აღმოაჩენს, რომ მისი მეუღლის, ანას ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სახლში თითქმის არ ჩნდება, საუბრის ნებისმიერი მცდელობა ისტერიკას იწვევს. მარკი დარწმუნებულია, რომ უთანხმოების მიზეზი საყვარელშია. თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ ყველაფრის უკან რაღაც უფრო მეტი დგას, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობაა.


„ოპერაცია „შიში““ (1966)

image

IMDb: 6, 9

სიუჟეტი: დოქტორი პოლ ესვეი ჩადის პატარა ქალაქში გოგონას სხეულის გასაკვეთად, რომელმაც, გამომძიებლების ვარაუდით, თავი მოიკლა. ადგილობრივი მოსახლეობა უკიდურესად უკმაყოფილოა ასეთი ჩარევით. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბარონესა გრაფსის ერთადერთი მემკვიდრის გარდაცვალება ყველა ცოცხალს წყევლას მოუტანს.


„კუნძი“ (2000)

image

IMDb: 7, 3

სიუჟეტი: უშვილო წყვილი ბავშვის ნაცვლად ხის კუნძს იღებს. მალე გაურკვეველი მიზეზების გამო ის ცოცხლდება და გზაზე ყველაფრის განადგურებას იწყებს.


„სხვენის გასაღები“ (2005)

image

IMDb: 6, 5

სიუჟეტი: ახალგაზრდა კეროლაინ ელისი ქმედუუნარო მოხუცის ბენუ დევეროს მომვლელად მუშაობას იწყებს. დევერო უზარმაზარი სასახლის მფლობელია. მისი ცოლი ვაიოლეტი გოგონას აძლევს უნივერსალურ გასაღებს, რომელსაც სახლში ყველა კარის გაღება შეუძლია. ერთხელ კეროლაინი სხვენში აღმოაჩენს საიდუმლო ოთახს, სადაც უამრავი მისტიკური ნივთია. მეპატრონის თქმით, ეს ნივთები ეკუთვნოდათ სახლის ყოფილ მეპატრონეებს, რომლებიც შავ მაგიას ეწეოდნენ. მალე გოგონა ძალიან უცნაურ და აუხსნელ მოვლენებს შეესწრება, რაც უცნაური ოთახის საიდუმლოს ამოხსნისკენ უბიძგებს.


„ქრისტინე“ (1983)

image

IMDb: 6, 7

სიუჟეტი: შეპყრობილი მანქანა, სახელად ქრისტინე, ირჩევს თავის ერთადერთ მფლობელს, სახელად არნი კანინგჰემს, და ყველაფერს აკეთებს, რომ მეტოქე არ ჰყავდეს.


„განკურნება“ (1997)

image

IMDb: 7, 5

სიუჟეტი: დეტექტივი კენიჩი ტაკაბე იძიებს უცნაური მკვლელობების სერიას, რომლის დროსაც თითოეული მსხვერპლი მოკლულია ერთი და იმავე მეთოდით (თითოეულ ადამიანზე ამოკვეთილია დიდი ასო X ). ამასთან მკვლელები ყოველთვის სხვადასხვაა. გამოძიება ჩიხში შედის, სანამ დეტექტივი ძალიან საინტერესო და უცნაურ ბიჭს არ შეხვდება.



აქ შეგიძლიათ ნახოთ საშილებათა ფილმები, რომლებიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ასევე არ გამოგრჩეთ ექსპერტების რჩეული საშინელი ფილმები, რომლებიც სიბნელეში არ უნდა უყუროთ. ამ სიის ნახვას აქ შეძლებთ.

უფრო მეტი იხილეთ Yoona-ს არხზე

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
101