x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეორეს ასეთს ვერ ნახავთ: 11 ქალი წარსულიდან, რომლებზეც ყველა გიჟდებოდა

image


როგორც ამბობენ ლამაზი ქალები იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ჩანს, უბრალოდ ყველამ არ იცის როგორ წარმოაჩინოს საკუთარი სილამაზე. პირველ რიგში, ჯერ თქვენ უნდა დარწმუნდეთ საკუთარ უნიკალურობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაარწმუნოთ ამაში სხვებიც. არსებობს რა თქმა უნდა, საპირისპირო მაგალითებიც, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ამ მშვენიერმა ქალბატონებმა ყველაფერი გააკეთეს რათა სამუდამოდ დარჩენილიყვნენ ისტორიაში. მათ უწოდებენ ყველაზე ლამაზებს, ყველაზე ნიჭიერებს და ყველაზე წარმატებულებს, მათით აღფრთოვანებულები არიან არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც, რომლებიც ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებში უნივერსალურ მისაბაძ მაგალითებს ხედავენ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 11 ქალი წარსულიდან, რომელზეც ყველა გიჟდებოდა.



სოფი ლორენი


image


იტალიელი კინოლეგენდა სოფი ლორენი და მისი უმცროსი და, ანა მარია ვილიანი შიკოლონე, საფრანგეთი, 1955 წელი, როგორც ჩანს მათ ოჯახში, მხოლოდ ლამაზები იბადებოდნენ.




დებრა პეჯეტი

image



დებრა პეჯეტი - ამერიკული კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობი გახლდათ. ის დიდ კინოში 40-იანი წლების ბოლოს მოვიდა და მალევე კინოვარსკვლავად იქცა. ყველაზე ხშირად, დებრას ვესტერნებსა და ისტორიულ ფილმებში შეხვდებით.





სიგურნი უივერი


image


სიგურნი უივერი, 1983 წელი, ეს მსახიობი მთელი მისი კინოკარიერის განმავლობაში ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა: ჰოლივუდის ვარსკვლავი 74 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია. მსახიობი საკუთარი კოლეგებისგან ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა, რის გამოც მაყურებელთა დიდ ყურადღებას იპყრობდა.




დიანა დორსი



image


განსაცვიფრებელი დიანა დორსი მერლინ მონროს ბრიტანული ასლი გახლდათ. ის კინოში 16 წლის ასაკში მოვიდა და მაყურებელი პირველი გამოჩენისთანავე მოხიბლა.




სალმა ჰაიეკი

image


სალმა ჰაიეკი ფილმისთვის "სასოწარკვეთილი", 1995 წელი. მსახიობი დღემდე წარმატებით ინარჩუნებს მსოფლიო კინოს მთავარი "სექს-სიმბოლოს" ტიტულს, თუ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელებული მისი ბოლო ფოტოებით ვიმსჯელებთ 57 წლის მსახიობი ფორას ნებისმიერ მასზე გაცილებით ახალგაზრდა ქალს მისცემს.





ბრიჯიტ ბარდო


image


ბრიჯიტ ბარდოზე კი უნდა ვისაუბროთ არა როგორც ლამაზ ქალზე, არამედ როგორც მე-20 საუკუნის კულტურულ ფენომენზე. მას ნებისმიერი ადამიანის დატყვევება ეკრანიდან მხოლოდ ერთი გამოხედვით შეეძლო.




ჯული ლონდონი


image


ჯული ლონდონი "ბევერლი ჰილზის" სასტუმროში, 1957 წელი, მისი აღმატებულება ქალბატონი ჯული, ამერიკელი ჯაზის მომღერალი და მსახიობი გახლდათ. ამერიკელ ვარსკვლავთან წარმატება საოცრად მგრძნობიარე ხმის ტემბრის წყალობით მივიდა.



ჯინ შრიმპტონი


image


გასული საუკუნის ლეგენდარულ მოდელსა და მოდის კერპს, ჯინ შრიმპტონს პირველ სუპერმოდელსაც კი უწოდებენ. მართალია, ეს ფოტო 1965 წელს არის გადაღებული, თუმცა ჯინ შრიმპტონი დღესაც ახსოვთ. 2009 წელს გოგონა ყველა დროის საუკეთესო მოდელების სიაში მოხვდა.




ჰელენ მირენი


image



ბევრმა კინომაყურებელმა ჰელენ მირენი ზრდასრულ ასაკში გაიცნო, როდესაც ის დედოფლებსა და იმპერატრიცებს ასახიერებდა, თუმცა ცოტამ თუ იცის როგორი მომხიბვლელი იყო მსახიობი ახალგაზრდობაში, ვარსკვლავის ნამდვილი გვარი ბევრის გასაკვირად - მირონოვაა.





კიმ ნოვაკი


image


ამერიკული კინოს ვარსკვლავი კიმ ნოვაკი ცნობილია ალფრედ ჰიჩკოკის თრილერში "თავბრუსხვევა" შესრულებული როლით. 1995 წელს 62 წლის ნოვაკი ჟურნალ "Empire"-ის ვერსიის მიხედვით ისტორიაში 100 ყველაზე სექსუალურ კინოვარსკვლავს შორის მოხვდა.




რიტა ჰეივორთი


image


რიტა ჰეივორთი მზად იყო ყოველგვარი მსხვერპლი გაეღო, რათა ვარსკვლავი გამხდარიყო. იძულებითი პლასტიკა, ცეკვის ვარჯიშები, გამუდმებული კრიტიკა, მომაბეზრებელი პროდიუსერები, სტრესი. საინტერესოა, როგორ მოახერხა ასეთმა ნაზმა არსებამ საკუთარ მხრებზე ამხელა ტვირტის ტარება? ჰეივორთი ჰოლივუდის "ოქროს ხანის" "სექს - სიმბოლოდ" არის აღიარებული.











0
1046
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1046