x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
გამოვლინდა რუსეთის №1 ლამაზმანი
image

რუსეთის ყველაზე ლამაზ გოგონად სანკტ-პეტერბურგელი მარგარიტა გოლუბევა დასახელდა.


8 ოქტომბერს მოსკოვში "მის რუსეთი "2023-ის კონკურსის ფინალი გაიმართა, გამარჯვებული Barvikha Luxury Village-ის საკონცერტო დარბაზში გამოცხადდა.


ქვეყნის უმშვენიერესი გოგონა 50 ფინალისტიდან აირჩიეს, რომელიც რუსეთის ყველა კუთხიდან იყვნენ თავმოყრილები.



კონკურსის ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ მომღერალი დიმიტრი მალიკოვი, მომღერალი ტატიანა კოტოვა ("მის რუსეთი 2006"), ტელეწამყვანი ოქსანა ფედოროვა ("მის რუსეთი 2001", "მის სამყარო 2002"), დიზაინერი იგორ ჩაპურინი და კომპოზიტორი ვლადიმერ მატეცკი, გამარჯვებული გამოავლინა რამდენიმე საკვალიფიკაციო ეტაპისა და ინტელექტუალური შეჯიბრის შემდეგ.

image

გვირგვინი და პრიზი, - მილიონი რუბლი(26 000 ლარი) აიღო 22 წლის პეტერბურგელმა მარგარიტა გოლუბევამ. პირველი ვიცე-მისის ტიტული ტოლიატიდან ელიზავეტა დუდინამ მიიღო, მეორე ვიცე-მისი კი ლიუბოვ ხოხოლოვა გახდა იაკუტიიდან.

image



გამარჯვებული არის მომღერალი მრავალშვილიანი ოჯახიდან



მარგარიტა გოლუბევამ შეძლო და დაამარცხა 85 ათასი მეტოქე, ეს ის რაოდენობაა რომლებმაც წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანეს.

image

ფინალში გოგონამ მაყურებელი და ჟიური მოხიბლა სიმღერის "Любовь настала" მოულოდნელად აკაპელათი შესრულებით და ცხოვრების არსის შესახებ საუბრით, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია დატოვოს ღირსეული მემკვიდრეობა და იმის ცოდნა, რომ მან ხალხს სარგებელს მოუტანს.

image

გოლუბევა ერთდროულად სწავლობს ორ უნივერსიტეტში: მეხუთე კურსზე რუსეთის საბაჟო აკადემიაში და მეორე კურსზე მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში მუსიკალური ხელოვნების ფაკულტეტზე.


2021 წელს მარგარიტამ მონაწილეობა მიიღო შოუს "ახალი ხმის" მეათე საიუბილეო სეზონში, მაგრამ ვერ შეძლო პირველი ეტაპის გავლა. სწორედ ამის შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, სადაც ლარისა დოლინა გახდა მისი მენტორი. გოგონა იმედოვნებს, რომ ოდესმე გახსნის საკუთარ ვოკალისთა მომზადების სკოლას, სადაც სხვადასხვა სოციალური ოჯახების ბავშვებს შეეძლებათ სწავლა.

image

0
1133
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0